საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ჩეხეთში პროფესიული სწავლების კურსი გაიარეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები სასწავლო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, მათ მონაწილეობა მიიღეს ტყის ხანძრებთან ბრძოლისა და სახანძრო უსაფრთხოების პრევენციის კურსში.

სასწავლო კურსში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ათი მეხანძრე-მაშველი და ზედამხედველობის დეპარტამენტის ხუთი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ხუთდღიანი სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილს. კურსის ფარგლებში, ჩეხი ექსპერტების მიერ დეტალურად იქნა განხილული ტყისა და ურბანულ ხანძრებზე რეაგირების სპეციფიკა და საერთაშორისო პრაქტიკა სხვადასხვა სახანძრო-სამაშველო მიმართულებით.

მონაწილეებმა, პრაქტიკული სწავლების პარალელურად, ჩეხ კოლეგებთან გამოცდილება გაცვალეს და ჩეხეთის სამაშველო-სასწავლო სისტემასა და შესაბამის ინფრასტრუქტურას გაეცნენ.

სწავლება საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. კურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750154830

ახალი ამბები

ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა მაისურაძემ (90 კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა პირველ წრეში აზერბაიჯანელი ვუგარ ტალიბოვი ვაზარითა და ორი იუ...

ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე

1750153306

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ეს ხალხი არაფერი კარგის გამკეთებელი არ არის, კრიზისის შემქმნელები არიან

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ოპოზიცია იმას გააკეთებს რა დავალებასაც მისცემენ. „რა დავალებასაც მისცემენ იმას გააკეთებ...

თენგიზ შარმანაშვილი

1750152224

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: შაჰინის პოზიციით, დამნაშავის დაკავება დემოკრატიაზე დარტყმა ყოფილა, დანაშაულის ჩადენა, პარტნიორის მოტყუება და თანხის დაუფლების თაღლითური მცდელობა კი დემოკრატის უტყუარი გამოვლინება

ბაჩაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ყავლგასული სენატორის ჯინ შაჰინის განცხადება ადასტურებს, რომ დასავლეთში რაღაც ყარს! სენატორის პოზიციით, დამნაშავის დაკავება დემოკრატიაზე დარტყმა ყოფილა, დანაშაულის ჩა...

დავით ჩიხელიძე

1750150828

ახალი ამბები

ავარია ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე - დაიღუპა 1 ადამიანი

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმ...

პოლიცია

1750150310

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: რომელი ქართული დემოკრატიის მებაირახტრე გიორგი ბაჩიაშვილია, რომ ასე გამოენთნენ და „მეგობარი აქტის“ მიღებას უკავშირებენ

„გიორგი ბაჩიაშვილი ქართული დემოკრატიის რომელი მებაირახტრეა, რომ ასე გამოენთნენ და „მეგობარი აქტის“ მიღებას უკავშირებენ, მათი ერთი ჩვეულებრივი აგენტია, რომელსაც საქმეს აკეთებინებდნენ და ახლა იცავენ“, -...

თენგიზ შარმანაშვილი