„მეთადონი“, „ლირიკა“ და „მცენარე კანაფი“ - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიისა და ზუგდიდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო შეძენა-შენახვისა და კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან: 1971 წელს დაბადებული კ.ა., 1989 წელს დაბადებული ბ.ც. და 1985 წელს დაბადებული გ.ჯ.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერება მათ შორის: „მეთადონი“, „ლირიკა“ და „მცენარე კანაფი“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 265-ე და 273-ე პრიმა მუხლით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750156894

საზოგადოება

ზურა გირჩი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს სხდომა გაიმართა, სადაც ბრალდების და დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვით ისარგებლეს. პროცესს არ ესწრებოდა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელიც 22 მაისს სასამართლოს დარბაზში დაა...

პოლიტიკოსი

1750155719

საზოგადოება

ირანული მხარის მტკიცებით, მათ ისრაელში მოსადის შენობა დაბომბეს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, მათ ისრაელში სამხედრო დაზვერვის, მოსადის შენობა დაბომბეს. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. ცნობების დასადასტურებლად მედია ვიდეოკადრებს აქვე...

ირანი-ისრაელი

1750154830

ახალი ამბები

ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა მაისურაძემ (90 კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა პირველ წრეში აზერბაიჯანელი ვუგარ ტალიბოვი ვაზარითა და ორი იუ...

ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე

1750153306

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ეს ხალხი არაფერი კარგის გამკეთებელი არ არის, კრიზისის შემქმნელები არიან

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ოპოზიცია იმას გააკეთებს რა დავალებასაც მისცემენ. „რა დავალებასაც მისცემენ იმას გააკეთებ...

თენგიზ შარმანაშვილი

1750152224

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: შაჰინის პოზიციით, დამნაშავის დაკავება დემოკრატიაზე დარტყმა ყოფილა, დანაშაულის ჩადენა, პარტნიორის მოტყუება და თანხის დაუფლების თაღლითური მცდელობა კი დემოკრატის უტყუარი გამოვლინება

ბაჩაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ყავლგასული სენატორის ჯინ შაჰინის განცხადება ადასტურებს, რომ დასავლეთში რაღაც ყარს! სენატორის პოზიციით, დამნაშავის დაკავება დემოკრატიაზე დარტყმა ყოფილა, დანაშაულის ჩა...

დავით ჩიხელიძე