სამცხე-ჯავახეთში გეკა გელაძემ სამუშაო შეხვედრები გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ სამცხე-ჯავახეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრი რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია და სასაზღვრო პოლიციის, სტრატეგიული მილსადენების, დაცვის პოლიციის,
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.
სამუშაო შეხვედრებს გეკა გელაძესთან ერთად ასევე ესწრებოდნენ, მინისტრის პირველი მოადგილე როლანდ მესხი, მოადგილეები - მარიამ ტაბატაძე და გიორგი ბუთხუზი.
გეკა გელაძემ რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულთან ბრძოლის, დანაშაულის სტატისტიკისა და გახსნის მაჩვენებლის და ასევე, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
მინისტრმა სამუშაო შეხვედრაზე, ყურადღება გაამახვილა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე და თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
1754216007
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: ის, რომ პოლიტიკური ლიდერის ოჯახისგან ქირაობ ფართს და შემდეგ მასვე დაჰყვები მხარდასაჭერად, არის პოლიტიკური კორუფცია
ის, რომ პოლიტიკური ლიდერის ოჯახისგან ქირაობ ფართს და შემდეგ მასვე დაჰყვები მხარდასაჭერად, არის უპატივცემულობის მწვერვალი, ყველანაირი ეტიკეტის დარღვევისა, ეს არის პოლიტიკური კორუფცია - ის, რომ სარგებლ...
1754212845
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვების მოთხოვნაზე: 2017 წელს კონსტიტუციაშიც შევიტანეთ შესწორება და დავაკონკრეტეთ რა არის ქორწინება, მაშინ ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს გამოგონილი თემებია
შვედეთის პრემიერ-მინისტრის ულფ კრისტერსონის განცხადებას, რომ ევროინტეგრაციის ფარგლებში უკრაინამ უნდა დაუშვას ერთნაირსქესიანთა ქორწინება და უზრუნველყოს ლგბტ საზოგადოების სრული სამართლებრივი დაცვა, თავდ...
1754211194
ახალი ამბებირუსეთში კურილის კუნძულებზე 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
რუსეთის კურილის კუნძულებზე 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, - აღნიშნულის შესახებ გერმანიის გეომეცნიერების კვლევის ცენტრი იტყობინება. ბიძგები 10 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა. ამასთან, ამერიკის შეერთებული შ...
1754210574
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: არ არის პოლიტიკურად კორექტული და დიპლომატიურ ეთიკასაც სცდება, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ქირაობს ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის საკუთრებაში არსებულ ქონებას
„არ არის პოლიტიკურად კორექტული და დიპლომატიურ ეთიკასაც სცდება, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ქირაობს ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის საკუთრებაში არსებულ ქონებას“, - ამის შესახებ პა...
1754208224
საზოგადოებაშოვის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა
შოვის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს, კურორტის ტერიტორიაზე ღვარცოფი ჩამოწვა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგედიას 33 ადამიანი ემსხვერპლა. სპეციალისტების დასკვნის მიხედვით, ბუბისწყლის ხეო...