საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა
საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა.
CEBS ჯგუფში, რომელსაც ერთი წლის ვადით საქართველო უხელმძღვანელებს, გაერთიანებულია შემდეგი ქვეყნები: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ესტონეთი, ჩეხეთი, ხორვატია, ჩრდილოეთი მაკედონია, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, მონტენეგრო, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უკრაინა და თურქეთი.
CEBS ჯგუფის კოორდინატორი ქვეყანა მონაწილეობს კომიტეტების მოსამზადებელ შეხვედრებში და მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ჯგუფის წევრ სახელმწიფოებს შორის პოზიციების კოორდინაცია და WIPO-ს სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის, ასამბლეების, კომიტეტებისა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე ჯგუფის შეთანხმებული პოზიციის წარმოჩენა და დაცვა.
კოორდინატორი ქვეყანა აქტიურად ერთვება თემატურ მოლაპარაკებებში, ჯგუფის სახელით მონაწილეობს სამართლებრივი აქტების შედგენაში ჯგუფის წარმოჩენის მიზნით, უფლება აქვს წარადგინოს ჯგუფის ნებისმიერი წევრის კანდიდატურა (მათ შორის, საქართველოს), WIPO-ს კომიტეტების თავმჯდომარეებად და ვიცე-თავმჯდომარეებად. გარდა ამისა, კოორდინატორს შეუძლია ისეთი პროექტების ინიციირება, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ჯგუფის წევრ ქვეყნებში ინტელექტუალური საკუთრების ეკოსისტემის გაუმჯობესებას.
კოორდინატორობის პერიოდში, საქართველოს წარმომადგენელი ერთი წლის განმავლობაში ჯგუფის სახელით წარადგენს განცხადებებს WIPO-ში, რაც გააძლიერებს ქვეყნის ინტეგრაციას ორგანიზაციაში, გაამარტივებს კომუნიკაციას, შექმნის ახალი ინიციატივებისა და პროექტების წარდგენის შესაძლებლობას, ასევე ხელს შეუწყობს ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებას.
აღსანიშნავია, რომ WIPO გაეროს ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ორგანიზაციაა, რომელიც განსაზღვრავს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო პოლიტიკას, უზრუნველყოფს ეფექტიანი და დაბალანსებული ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო სისტემის განვითარებას და ხელს უწყობს ინოვაციებისა და შემოქმედების განვითარებას. ორგანიზაცია დაარსდა 1967 წელს და დღევანდელი მონაცემებით აერთიანებს 194 წევრ სახელმწიფოს, რომელთა შორის 1991 წლიდან არის საქართველოც.
1787506689
ახალი ამბებისაქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ისრაელი დაამარცხა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თბილისში, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში ისრაელის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე 101:90 დაამარცხა. მატჩი სტუმრებმა ა...
1787503016
მსოფლიორუსეთმა დიდი ბრიტანეთიდან ელჩი გაიწვია
რუსეთმა დიდი ბრიტანეთიდან ელჩი გაიწვია. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს. ლონდონში რუსეთის საელჩოს ცნობით, ანდრეი კელინმა დიპლომატიური პოსტი გასულ თვეში, თანამდებობაზე შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ დატოვ...
1787500956
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი ოპოზიციის დაპირისპირებაზე: საბოლოო დაპირისპირება და სახის დაკარგვა, აი, ასე დავარქვათ ამ მოვლენებს - რასაც ერთმანეთს ეძახიან, სიმართლეა და ეს საზოგადოებამ კარგად იცის
„საბოლოო დაპირისპირება და სახის დაკარგვა, აი, ასე დავარქვათ ამ მოვლენებს“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირებას. მმართველი გუნდის დეპუტატის თ...
1787498203
ახალი ამბებიგიორგი ქინქლაძე ევროპის ჩემპიონია, შოთა კაკაბაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა
პრიშტინაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე (U17) საქართველოს ნაკრებიდან გიორგი ქინქლაძემ (65 კგ) და შოთა კაკაბაძემ (65 კგ) იასპარეზეს და ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს. მთავარი მწვრ...
1787497662
ახალი ამბებილევან ძიმცეიშვილი ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონია – ქართველმა ძალოსანმა სამი ოქროს მედალი მიოპოვა
პრიშტინაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან ლევან ძიმცეიშვილმა და გიორგი კეკელიძემ იასპარეზეს. ძიმცეიშვილმა ატაცში 108 კგ დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩე...































