საქართველოს მთავრობა თბილისში, სასტუმრო „საქართველოში“ მდებარე ფართთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობა თბილისში, სასტუმრო „საქართველოში“ მდებარე ფართთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს უხეშად მანიპულაციური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, საქართველოს მთავრობამ თბილისში მდებარე სასტუმრო „საქართველოში“ მდებარე 3,237 კვადრატული მეტი ფართი სიმბოლურ ფასად გაასხვისა.

სინამდვილეში, საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების ზედაპირულად გაცნობაც საკმარისი იყო იმის გასააზრებლად, რომ ფართობის გასხვისება სრულიად ფორმალურად განხორციელდა. სასტუმრო „საქართველოს“ სრული პრივატიზაცია მრავალი წლის წინ განხორციელდა, რის შემდეგაც მისი მფლობელი რამდენჯერმე შეიცვალა.

ბოლო შემთხვევაში, სასტუმრო „საქართველოს“ გასხვისებისას დადგინდა, რომ იყო ფაქტობრივი უზუსტობა სახელმწიფოს მიერ წლების წინ შედგენილ აზომვით ნახაზში დაფიქსირებულ ფართობსა და სასტუმრო „საქართველოს“ რეალურ ფართობს შორის. აღნიშნული ცდომილების აღმოსაფხვრელად და სამართლიანობის პრინციპის დასაცავად, ცდომილების შესაბამისი ფართი - 3,237 კვადრატული მეტრი სიმბოლურ ფასად სრულიად ფორმალურად გადაეცა სასტუმროს მფლობელს, იმგვარად, რომ მას ქონების მოცულობა რეალურად არ გაზრდია.

ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა ან მარტივი ჭეშმარიტების დადგენა ვერ შეძლეს, ან მათ უხეშად მანიპულაციური ინფორმაცია სრულიად შეგნებულად გაავრცელეს.

2024 წლის 8 თებერვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ სრულად აღკვეთა სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად და პირდაპირი ფორმით გასხვისების პრაქტიკა და ამ პრინციპის ერთგული დარჩება მომავალშიც.

მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, არასწორი და უხეშად მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებისგან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან მომავალში თავი შეიკავონ“, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784315868

მსოფლიო

Axios: აშშ-მა ისრაელს აცნობა, რომ ისრაელში დამატებით საწვავის შემავსებელ ათობით თვითმფრინავს აგზავნის

შეერთებულმა შტატებმა ისრაელს აცნობა, რომ ქვეყანაში დამატებით საწვავის შემავსებელ ათობით თვითმფრინავს აგზავნის. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ახალი, ფართო...

ისრაელს აცნობა

1784313938

ახალი ამბები

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ ცნო კაცი, რომელმაც დმანისში ცოლი მოკლა - ბრალდებულს 18 წელი მიესაჯა

რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ. ინფორ...

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

1784311658

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენს გუნდს ყველაფერი გაკეთებული აქვს იმისთვის, რომ აშშ-სთან რეალური პარტნიორობა დაიწყოს, ყველა დონეზე გვაქვს გაცხადებული, რომ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავსხდეთ და კონკრეტული გზამკვლევი გავწეროთ

საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაფუჭებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა. იმ ადმინისტრაციამ, რომელშიც, ბატონი ტრამპის თქმით, „Deep State“-ს უზარმაზარი გავლენა ჰქონდა. ისინი ზუსტად ი...

ლევან მაჭავარიანი

1784310128

ახალი ამბები

თინათინ რუხაძემ და ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე შეხვედრაზე ისაუბრეს

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვი...

თინათინ რუხაძემ და ვარლამ ლიპარტელიანმა

1784309067

ახალი ამბები

ზაალ მიქელაძე: „ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“- ტრამპის უმთავრესი გზავნილია საქართველოს ხელისუფალის მიმართ, დიახ, ის არ ყოფს კანონიერად არჩეულ მთავრობას და ხალხს ერთმანეთისგან

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს ირაკლი კობახიძის მიმართ. ტრამპმა კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილეს...

ზაალ მიქელაძე