სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის, პოლიციელზე თავდასხმისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაში დახმარების ფაქტებზე უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ვალეს" დასაცავ მონაკვეთზე გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ს.ქ.; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 1994 წელს დაბადებული დ.ი.;
ხოლო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობაში დახმარების ფაქტებზე დაკავებული არიან: 2001 წელს დაბადებული ე.ბ., 2002 წელს დაბადებული მ.ჩ. და 2002 წელს დაბადებული ა.ა.
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებულებმა ე.ბ.-მ, მ.ჩ.-მ და ა.ა.-მ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მიზნით ს.ქ.-ს და დ.ი.-ს დახმარება გაუწიეს.
ბრალდებულები ს.ქ. და დ.ი. სექტორ "ვალეს" დასაცავ მონაკვეთზე, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისას, მესაზღვრეების მიერ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც ს.ქ.-მ ერთ-ერთ მესაზღვრეს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. აღნიშნულის შემდეგ, ორივე მათგანმა მიმალვა სცადა, თუმცა, მესაზღვრეებმა ისინი მალევე დააკავეს. სამართალდამცველებმა, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაშავებულ მესაზღვრეს სამედიცინო დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნტქით; 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 25-19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
1750166163
ახალი ამბებიპროკურატურამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 ივნისს, ბრალ...
1750165823
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7283 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7288 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1750165251
მსოფლიოიორდანიის მეფე: ისრაელის თავდასხმა ირანზე ადამიანებს მთელ მსოფლიოში საფრთხეს უქმნის
იორდანიის მეფის, აბდულას განცხადებით, ისრაელის თავდასხმამ ირანზე რეგიონული კონფლიქტი გლობალურ საფრთხემდე გააფართოვა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. „რადგან ისრაელმა საკუთარი შეტევა, ირანის ჩათვლით, გა...
1750164938
საზოგადოებამარნეულის ერთ-ერთი სოფლის არხში ჩვილის ცხედარი იპოვეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში, არხში, ჩვილი ბავშვის ცხედარი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით...
1750164244
საზოგადოებადავით მათიკაშვილი შაჰინის განცხადებებზე: როგორ უფრთხილდებიან საკუთარ აგენტებს საქართველოში და ცდილობენ, რომ მრავალმილიონიან ქურდობაში, მიტაცებაში ბრალდებული პირის, ბაჩიაშვილის დაპატიმრება დემოკრატიის უკუსვლად წარმოადგინონ
ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის მიერ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, ეს განცხადება, კიდევ ერთ...