სებმა ვალუტის გადამცვლელი ხუთი პუნქტი ჯამში 2 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა
სების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ რეგულატორმა 13 აგვისტოს ვალუტის გადამცვლელი ხუთი პუნქტი დააჯარიმა.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ი.მ. „მერაბ მსხალაძის“ (პ/ნ 61007002384) მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრება
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 05 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 3 (სამი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ (შემდგომში - „ჯარიმის წესი“) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 6,000 (ექვსი ათასი) ლარი;
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხველობის 85 (ოთხმოცდახუთი) ფაქტი, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 7,000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სულ 595,000 (ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;
კლიენტის მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის დადგენის გარეშე მომსახურების გაწევის 57 (ორმოცდაჩვიდმეტი) შემთხვევა რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 57,000 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი;
პირისთვის (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის) ვერიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის 40 (ორმოცი) შემთხვევა, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 40,000 (ორმოცი ათასი) ლარი;
კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის 1 (ერთი) შემთხვევა, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებით. სულ 2,000 (ორი ათასი) ლარი;
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. კერძოდ, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ წარმოდგენილი შიდა ინსტრუქცია/პოლიტიკა პროცედურა ხასიათდება მნიშვნელოვანი ხარვეზებით, ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით (ასევე, ეროვნული ბანკის სახელმძღვანელოებით) განსაზღვრულ მოთხოვნებს, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს. კერძოდ, ვერ უზრუნველყოფს საეჭვო/უჩვეულო დაკავშირებული გარიგებების და ურთიერთდაკავშირებული პირების გამოვლენას, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტს ი.მ. „მერაბ მსხალაძეს“ (პ/ნ 61007002384) დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 713,000 (შვიდას ცამეტი ათასი) ლარის ოდენობით.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ი.მ. „მერაბ ბერიძის“ (პ/ნ 61010007312) მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრება
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 05 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 13 (ცამეტი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ (შემდგომში - „ჯარიმის წესი“) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 26,000 (ოცდაექვსი ათასი) ლარი;
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხველობის 52 (ორმოცდათორმეტი) ფაქტი, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 7,000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სულ 364,000 (სამას სამოცდაოთხი ათასი) ლარი;
კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის 5 (ხუთი) შემთხვევა, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებით. სულ 10,000 (ათი ათასი) ლარი;
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. კერძოდ, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ წარმოდგენილი შიდა ინსტრუქცია/პოლიტიკა პროცედურა ხასიათდება მნიშვნელოვანი ხარვეზებით, ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით (ასევე, ეროვნული ბანკის სახელმძღვანელოებით) განსაზღვრულ მოთხოვნებს, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს. კერძოდ, ვერ უზრუნველყოფს საეჭვო/უჩვეულო დაკავშირებული გარიგებების და ურთიერთდაკავშირებული პირების გამოვლენას, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტს ი.მ. „მერაბ ბერიძეს“ (პ/ნ 61010007312) დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 413,000 (ოთხას ცამეტი ათასი) ლარის ოდენობით.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ი.მ. „მურმან სირაბიძის“ (პ/ნ 61001010451) მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრება
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 05 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 7 (შვიდი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ (შემდგომში - „ჯარიმის წესი“) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 14,000 (თოთხმეტი ათასი) ლარი;
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 05 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებით წარდგენის 2 (ორი) ფაქტი, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 100 (ასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 200 (ორასი) ლარი;
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 05 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის 5 და მეტი სამუშაო დღის დაგვიანებით წარდგენის 1 (ერთი) ფაქტი, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 300 (სამასი) ლარი;
კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის 4 (ოთხი) შემთხვევა, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებით. სულ 8,000 (რვა ათასი) ლარი;
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. კერძოდ, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ წარმოდგენილი შიდა ინსტრუქცია/პოლიტიკა პროცედურა ხასიათდება მნიშვნელოვანი ხარვეზებით, ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით (ასევე, ეროვნული ბანკის სახელმძღვანელოებით) განსაზღვრულ მოთხოვნებს, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს. კერძოდ, ვერ უზრუნველყოფს საეჭვო/უჩვეულო დაკავშირებული გარიგებების და ურთიერთდაკავშირებული პირების გამოვლენას, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტს ი.მ. „მურმან სირაბიძეს“ (პ/ნ 61001010451) დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 35,500 (ოცდათხუთმეტი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შპს „დემეს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 448054809) მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრება
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 05 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 5 (ხუთი) ფაქტი და არასწორად წარდგენის 17 (ჩვიდმეტი) ფაქტი, სულ 22 (ოცდაორი) ფაქტი, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 44,000 (ორმოცდაოთხი ათასი) ლარი;
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 05 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ერთი ფორმით, ორი ან მეტი მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის შესახებ ინფორმაციის წარდგენა, ჯამში 22 ოპერაციაზე, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, ანგარიშგებას დაქვემდებარებულ თითოეულ ოპერაციაზე. სულ 44,000 (ორმოცდაოთხი ათასი) ლარი;
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხველობის 11 (თერთმეტი) ფაქტი, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 7,000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სულ 77,000 (სამოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი;
კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის 4 (ოთხი) შემთხვევა, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებით. სულ 8,000 (რვა ათასი) ლარი;
ვალუტის გადამცვლელ პუნქტს შემოწმების დაწყების თარიღისათვის 1 (ერთ) კლიენტთან მიმართებით საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკფაქტორების გათვალისწინების გარეშე რისკის მინიჭება, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებით ითვალისწინებს დაჯარიმებას – 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. სულ 2,000 (ორი ათასი) ლარი;
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. კერძოდ, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ წარმოდგენილი შიდა ინსტრუქცია/პოლიტიკა პროცედურა ხასიათდება მნიშვნელოვანი ხარვეზებით, ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით (ასევე, ეროვნული ბანკის სახელმძღვანელოებით) განსაზღვრულ მოთხოვნებს, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს. კერძოდ, ვერ უზრუნველყოფს საეჭვო/უჩვეულო დაკავშირებული გარიგებების და ურთიერთდაკავშირებული პირების გამოვლენას, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტს შპს „დემეს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 448054809) დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 188,000 (ას ოთხმოცდარვაათასი) ლარის ოდენობით.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შპს „ჯ&გ“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 448382820) მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრება
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 05 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 28 (ოცდარვა) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ (შემდგომში - „ჯარიმის წესი“) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 56,000 (ორმოცდათექვსმეტი ათასი) ლარი;
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 94 (ოთხმოცდათოთხმეტი) ფაქტი, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 7,000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სულ 658,000 (ექვსას ორმოცდათვრამეტი ათასი) ლარი;
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ 1 (ერთი) კლიენტთან მიმართებაში არ განხორციელებულა კანონმდებლობის შესაბამისად, ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლა, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ კლიენტთან მიმართებაში. სულ 3,000 (სამი ათასი) ლარი;
პირისთვის (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის) ვერიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის 15 (თხუთმეტი) შემთხვევა, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 15,000 (თხუთმეტი ათასი) ლარი;
კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის 1 (ერთი) შემთხვევა, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში. სულ 2,000 (ორი ათასი) ლარი;
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. კერძოდ, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ წარმოდგენილი შიდა ინსტრუქცია/პოლიტიკა პროცედურა ხასიათდება მნიშვნელოვანი ხარვეზებით, ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით (ასევე, ეროვნული ბანკის სახელმძღვანელოებით) განსაზღვრულ მოთხოვნებს, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს. კერძოდ, ვერ უზრუნველყოფს საეჭვო/უჩვეულო დაკავშირებული გარიგებების და ურთიერთდაკავშირებული პირების გამოვლენას, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტს შპს „ჯ&გ“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 448382820) დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 747,000 (შვიდასორმოცდაშვიდი ათასი) ლარის ოდენობით.
1787506689
ახალი ამბებისაქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ისრაელი დაამარცხა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თბილისში, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში ისრაელის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე 101:90 დაამარცხა. მატჩი სტუმრებმა ა...
1787503016
მსოფლიორუსეთმა დიდი ბრიტანეთიდან ელჩი გაიწვია
რუსეთმა დიდი ბრიტანეთიდან ელჩი გაიწვია. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს. ლონდონში რუსეთის საელჩოს ცნობით, ანდრეი კელინმა დიპლომატიური პოსტი გასულ თვეში, თანამდებობაზე შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ დატოვ...
1787500956
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი ოპოზიციის დაპირისპირებაზე: საბოლოო დაპირისპირება და სახის დაკარგვა, აი, ასე დავარქვათ ამ მოვლენებს - რასაც ერთმანეთს ეძახიან, სიმართლეა და ეს საზოგადოებამ კარგად იცის
„საბოლოო დაპირისპირება და სახის დაკარგვა, აი, ასე დავარქვათ ამ მოვლენებს“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირებას. მმართველი გუნდის დეპუტატის თ...
1787498203
ახალი ამბებიგიორგი ქინქლაძე ევროპის ჩემპიონია, შოთა კაკაბაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა
პრიშტინაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე (U17) საქართველოს ნაკრებიდან გიორგი ქინქლაძემ (65 კგ) და შოთა კაკაბაძემ (65 კგ) იასპარეზეს და ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს. მთავარი მწვრ...
1787497662
ახალი ამბებილევან ძიმცეიშვილი ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონია – ქართველმა ძალოსანმა სამი ოქროს მედალი მიოპოვა
პრიშტინაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან ლევან ძიმცეიშვილმა და გიორგი კეკელიძემ იასპარეზეს. ძიმცეიშვილმა ატაცში 108 კგ დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩე...































