შალვა პაპუაშვილი: ბაჩო ახალაიასა და დანაშაულზე საუბარი ძალიან ადვილია, რადგან ეს ორი რამ ერთმანეთის სინონიმია
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დანაშაული და ბაჩო ახალაია ერთმანეთის სინონიმები არიან.
პარლამენტის თავმჯდომარე ამ კომენტარით, პროკურატურის მიერ, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე ბაჩანა ახალაიასთვის ბრალდების წარდგენას გამოეხმაურა.
პაპუაშვილის თქმით, ბაჩო ახალაია არის ადამიანი, რომელიც დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი და შემოქმედი იყო.
„ეს ხალხი არის მოძალადე, რომლებიც თავის დროზე, 2003 წლიდან მოყოლებული, ქართველ ხალხს თავზე დაასვეს და ძალადობრივი რეჟიმი ჩამოაყალიბებინეს. სავარაუდოდ, მათივე ინსტრუქციით იყო ის წამების სისტემა, რომელიც ციხეებში შეიქმნა, არსებობდა ბიზნესის რეკეტი, მედიის შევიწროება. ეს ყველაფერი ხდებოდა საზღვარგარეთიდან ხელდასმით, მათი მხარდაჭერით, შექებით, „დემოკრატიის შუქურად“ წარმოჩინებით და ა.შ. მაშინ სახელისუფლებო ელიტას უვიზო მიმოსვლა მისცეს, ახლა ასე ფარისევლურად, დემოკრატიაზე რომ გვესაუბრებიან.
მცდელობაა, რომ ხელისუფლებაში მოძალადეები დააბრუნონ, რომლებიც შემდეგ ყველა დავალებას შეასრულებენ. ბაჩო ახალაიას განცხადებას სამართლებრივ შეფასებას სასამართლო მისცემს, რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, ვინ არის ბაჩო ახალია, მგონი, ბავშვმაც კი იცის. საქმე გვაქვს ძალადობრივი სისტემის ერთ-ერთ შემოქმედთან. არანაირი ეჭვი, რომ ამ ადამიანს ხელისუფლებაში ძალადობრივად დაბრუნების სურვილი აქვს, რა თქმა უნდა, საზოგადოებას არ გააჩნია.
ძალიან მიადვილდება, როდესაც ბაჩო ახალაიასა და დანაშაულზე ვსაუბრობ, რადგან ეს ორი სინონიმია. ეს არის ადამიანი, რომელიც დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი და შემოქმედი იყო. ასე რომ, ბაჩო ახალაიასა და დანაშაულზე საუბარი ძალიან ადვილია, რადგან ეს ორი რამ ერთმანეთის სინონიმია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1774610546
ახალი ამბებიადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილება, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუჯეტის ფორმირების პროცესს...
1774609199
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: „დიფ სთეითის“ ხელში ჰელსინკის კომისია არის გადაქცეული იმ მექანიზმად, რომ ქვეყნის დემოკრატიაზე მოხდეს თავდასხმა, რაც ელენე ხოშტარიასთან მიმართებით აშკარად ჩანს
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განაჩენთან დაკავშირებით ჰელსინკის კომისიის განცხადებას „ქრონიკასთან“ ეხმაურება. „დ...
1774607430
საზოგადოებაგიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით „საერთაშორისო თანამშრომლობა არჩევნების ადმინისტრირებაში – ციფრული ინოვაცია, შესაძლებლობ...
1774605400
ახალი ამბებიპროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ მითვისების, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების, ორგან...
1774604540
საზოგადოებაპროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგენილია, მიმდი...


























