შალვა პაპუაშვილი: ელინა ვალტონენი საზოგადოებას უჩვენებს, რომ მხარს უჭერს გადატრიალების ორგანიზატორებს და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი სინამდვილეში ცარიელი ფრაზაა

„უბრალოდ იცოდეთ: ქუჩა, სადაც დგას ეუთოს თავმჯდომარე (რომელიც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც გახლავთ), წარმოადგენს დედაქალაქის მთავარ მაგისტრალს, რასაც ხედავთ, არის რამდენიმე ათეული რადიკალის სცენა, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ შტურმით აიღეს პრეზიდენტის სასახლე და დააშავეს 25 პოლიციელი, მათგან ორი მძიმედ, ახლა კი ისინი უკანონოდ ბლოკავენ გზას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ელინა ვალტონენის მიერ აქციაზე მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს კანონმდებლობა, ისევე როგორც ნებისმიერი ეუთოს წევრი ქვეყნისა, უზრუნველყოფს შეკრების თავისუფლების გარანტიას ყველგან, თუმცა გზის ბლოკირება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ხალხის რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ისინი ტროტუარზე ვერ ეტევიან.
„ფინეთის მინისტრმა შესაძლოა ეს არ იცოდეს, მაგრამ ვერც ერთ მაგალითს ვერ დაასახელებს ბოლო 13 წლის განმავლობაში, როცა ეს უფლება საქართველოს სახელმწიფომ დაარღვია. მინისტრის ზურგს უკან კი ჩანს პარლამენტის წინ მდებარე მოედანი, სადაც ათჯერ მეტი ადამიანი ეტევა, ვიდრე ის მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელიც გზას ბლოკავს, მათ შორის თავად ფინეთის მინისტრიც, ისე, რომ მოძრაობა არ შეიზღუდება და შეკრება მშვიდობიანად ჩატარდება.
რასაც ახლა იქ ფინეთის მინისტრი და ეუთოს თავმჯდომარე აკეთებს, წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას. ის ასევე არღვევს ვენის კონვენციის 41-ე მუხლს, რომელიც ირონიულად სწორედ იმ ქალაქში იქნა მიღებული, სადაც ეუთოს სათავო ოფისი მდებარეობს. ამით მინისტრი ქართულ საზოგადოებას უჩვენებს, რომ იგი მხარს უჭერს ძალადობრივი გადატრიალების ორგანიზატორებს და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი სინამდვილეში მხოლოდ ცარიელი ფრაზაა. საინტერესოა ისიც, რომ ფინეთის ხელისუფლება გაცილებით ნაკლებად შემწყნარებელია გზების ბლოკირების მიმართ ჰელსინკიში, ვიდრე თბილისში“, – წერს პაპუაშვილი.
1760540605
ახალი ამბებიპარლამენტმა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა პირველი მოსმენით, თანმდევ საკითხებთან ერთად განიხილა და მხარი დაუჭირა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილებას. მომხსენებლის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი...
1760539395
მსოფლიოReuters: სირიის პრეზიდენტმა კრემლში პუტინს განუცხადა, რომ რუსეთთან დადებულ ყველა წინა შეთანხმებას შეასრულებს
სირიის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს განუცხადა, რომ ის შეასრულებს მის ქვეყანასა და მოსკოვს შორის დადებულ ყველა წინა შეთანხმებას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Re...
1760537331
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი ვალტონენზე: ჩვენ წინააღმდეგები არ ვართ, რომ ასეთი ტიპის დიპლომატები შეხვდნენ ნებისმიერ ადამიანს საქართველოში, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ქართული კანონმდებლობის დაცვით
„მე ვიღაცასთან შეხვედრა მინდოდა და ამის გამო ადგილობრივი კანონმდებლობა დავარღვიე“ ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნება და ვერაფერი გაამართლებს ამას. როგორ შეიძლება ეს გამართლდეს? - ასე გამოეხმაურა თავდაცვის...
1760537284
ახალი ამბებიბათუმის საქალაქო სასამართლომ ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვა. ადვოკატმა სასამართლოს 50 000-ლარიანი გირაო შესთავაზა. თუმცა, მოსამართლემ აღნიშნა, რომ არსებობს დანაშაულის განმეორების საფრთხე. სასამართლ...
1760534367
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. ' 15 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7108 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7111 ლარი იყო. გამყარდა ევრო,...