შალვა პაპუაშვილი: ეუთოს გენერალური მდივნის განცხადებამ წერტილი დაუსვა ბრიუსელის და ზოგიერთი ელჩის მცდელობებს, ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას

„საპარლამენტო არჩევნებიდან გავიდა რამდენიმე თვე და ეუთოს ასამბლეაზე გენერალურ მდივანს მოუწია პირდაპირ განცხადება, რომ არჩევნების შედეგებზე მოსახლეობის ნება არის ასახული“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეუთოს გენერალური მდივნის განცხადებამ წერტილი დაუსვა ბრიუსელის და საქართველოში მოქმედი ზოგიერთი ელჩის მცდელობებს, ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას
„ზოგადად, მნიშვნელოვანი იყო ეუთოს ასამბლეა. მოსახლეობამ ნახა, მათ შორის, ეუთოს გენერალური მდივნის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებები, რომელთაც წერტილი დაუსვეს ყველანაირი სპეკულაციის მცდელობას საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ როცა ვსაუბრობთ არჩევნების შეფასებაზე, უნდა გავიხსენოთ ერთი რამ, არჩევნებამდე ყველა, მათ შორის ბრიუსელის და ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა იქნებოდა მათთვის გადამწყვეტი. დაიდო დასკვნა, ითქვა, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, რომელიც წარმოადგენს ხალხს; არჩევნების შედეგები ასახავს მოსახლეობის ნებას. ყველამ იმავე მომენტში გვერდით გასწია ეუთო/ოდირი და დაიწყეს საკუთარი მოსაზრებების ტირაჟირება. გავიდა რამდენიმე თვე და გენერალურ მდივანს მოუწია პირდაპირ განცხადება ასამბლეაზე, რომ არჩევნები ჩატარდა და მოსახლეობის ნება ასახულია ამ შედეგში. ასე რომ, წერტილი დაუსვა ბრიუსელის, საქართველოში მოქმედი ზოგიერთი ელჩის მცდელობებს, ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას. ასე რომ, ხომ უნდოდათ ეუთო/ოდირი, აგერ ეუთო, აგერ ეუთოს გენერალური მდივნის განცხადება, რომელმაც ცალსახად წერტილი დაუსვა ყველა სპეკულაციას. ჩვენ ამ მომენტებში გვახსენდება ევროპარლამენტის ცრუ რეზოლუცია არჩევნებთან დაკავშირებით, ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა მინისტრის, თუ პარლამენტების განცხადებები, ისინი პოლიტიკურ ანგაჟირებაში ერთი განმარტებით ამხილა ეუთოს გენერალურმა მდივანმა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ეუთოს გენერალურმა მდივანმა ფერიდუნ სინირლიოღლუმ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა: „საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, რომელსაც ოპოზიცია ეჭვქვეშ აყენებს, ოდირის ანგარიშში ცალსახად წერია, რომ, გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, მისი შედეგები ამომრჩეველთა ნებას ასახავდა“.
1751638198
ახალი ამბებიმაია ბითაძე გიორგი მშვენიერაძეზე: ახლა მხარი არ დაუჭირეს რეზოლუციასო, იქნებ ვინმემ გააგებინოს ამ პატივცემულს, რომ სირიის მთავრობისადმი მოთხოვნა ქართული საპარლამენტო დელეგაციის მიერ იყო მოთხოვნილი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი მაია ბითაძე გიორგი მშვენიერაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც...
1751636081
მსოფლიოერდოღანი: ისრაელის მხრიდან რეგიონის ქვეყნებზე თავდასხმების უკან პალესტინის საკითხის დავიწყების განზრახვა იმალება
„ისრაელის მხრიდან რეგიონის ქვეყნებზე თავდასხმების უკან პალესტინის საკითხის დავიწყების განზრახვა იმალება“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის ქალაქ ხანქენდიში, „ეკონო...
1751635499
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7191 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7195 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1751634159
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს. გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე მი...
1751632526
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ჩვენმა დელეგაციამ ეუთოს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, მაგრამ მაინც გავრცელდა სრული ტყუილი და ცოტა ხანი ყიჟინა დასცხეს რადიკალებმა და მათმა მხარდამჭერებმა
„ჩვენმა დელეგაციამ ეუთოს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, მაგრამ მაინც გავრცელდა სრული ტყუილი და ცოტა ხანი, ყიჟინა დასცხეს რადიკალებმა და მათმა მხარდამჭერებმა“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების...