შალვა პაპუაშვილი: მინდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების საქმეშია ჩართული მადლობა გადავუხადო, ხოლო თქვენ ბატონო ანრი, მადლობა ამ სამსახურში თქვენი ხელწერის შეტანისთვის

ბატონო ანრი, თქვენ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა თანამშრომელს მინდა მადლობა გადავუხადო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენის დროს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, იმ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც საქართველოს ბოლო პერიოდი უწევს ცხოვრება, ქვეყნისთვის ყველა რისკის თავიდან აცილების პროცესში, უსაფრთხოების თანამშრომლების დამსახურება ძალიან დიდია.
„იმ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც საქართველოს ბოლო პერიოდი უწევს ცხოვრება, სწორედ ჩვენი უსაფრთხოების სისტემის და მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა, რომ არცერთი რისკი, რომელიც რეალური იყო არ რეალიზდა. საქართველოში შენარჩუნებულ იქნა უსაფრთხოების ის გარემო, რომელიც არა მხოლოდ მოქალაქეების მშვიდობიანი ცხოვრებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ეკონომიკის ზრდის რეკორდული მაჩვენებლებიც მიუთითებს, რომ უსაფრთხოების გარემო არის შექმნილი ქვეყნის განვითარებისთვის. ამიტომ მინდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების საქმეშია ჩართული მადლობა გადავუხადო, ხოლო თქვენ ბატონო ანრი, მადლობა ამ სამსახურში თქვენი ხელწერის შეტანისთვის,” - განაცხადა პაპუაშვილმა.
1752000770
ახალი ამბებიპრემიერი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე: გამოძიება დაიწყო მყისიერად და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი
გამოძიება დაიწყო მყისიერად და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, დანარჩენს გამოძიება იტყვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახი...
1752000509
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: თორნიკეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მიხარია, რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი
თორნიკეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მიხარია, რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავ...
1751999633
ახალი ამბებიალექსი ახვლედიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა
თორნიკე რიჟვაძის საქმეზე დაკავებულ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს ალექსი ახვლედიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ალექსი ახვ...
1751997857
ახალი ამბებიგიორგი გვიმრაძე ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: პირდაპირ თქვან, ვის გადავაბაროთ ძალაუფლება, რა საჭიროა ამდენი ფორმალობა, მავნებლების „გაპრავება“ რომ არ გაუჭირდებათ, კი ვნახეთ სირიაში
პირდაპირ თქვან, ვის გადავაბაროთ ძალაუფლება, რა საჭიროა ამდენი ფორმალობა. ამ ბიუროკრატიულმა მექანიზმებმა დაღუპა ევროკავშირი, - ასე ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკური სამსახურის უფროსი გიო...
1751995037
ახალი ამბებიკულტურის სამინისტროში ლევილის ქართველთა მამულის მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს კულტურის სამინისტროში ლევილის ქართველთა მამულის მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც ლევილის პროექტის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე იმსჯელეს. სხდომაში,...