ალექსი ახვლედიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა

 თორნიკე რიჟვაძის საქმეზე დაკავებულ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს ალექსი ახვლედიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ალექსი ახვლედიანი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

პროკურატურა 30 000 ლარის ოდენობის საპატიმრო გირაოს ითხოვდა, ადვოკატმა კი არასაპატიმრო გირაოს შეფარდება მოითხოვა.

ამასთან, ადვოკატმა ლალი აფციაურმა სასამართლოს წარუდგინა თორნიკე რიჟვაძის მშობლების წერილი, რომლითაც მათ პროკურატურას უკვე მიმართეს. წერილში რიჟვაძის მშობლები აღნიშნავდნენ, რომ არ ჰქონდათ პრეტენზია ალექსი ახვლედიანთან, რომ ალექსი ახვლედიანი და თორნიკე რიჟვაძე უახლოესი მეგობრები არიან და ითხოვდნენ ახვლედიანის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე სასამართლო პროცესზე განცხადება გააკეთა ბრალდებულმა ალექსი ახვლედიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მის ინტერესშია გამოძიებასთან თანამშრომლობა.

„ჩემს ინტერესშია, გამოძიებასთან თანამშრომლობა. ჩემს მეგობარზეა საუბარი. დანაშაული არ ჩამიდენია. მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიების პროცესში. სიმართლე დადგინდება, გარემოების ბრალია“, – აღნიშნა ალექსი ახვლედიანმა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს, 15:00 საათისთვის ჩაინიშნა.

ახვლედიანს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით აქვს წარდგენილი ბრალი, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებულის სახით 7 ივლისს დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თორნიკე რიჟვაძე სტუმრად იმყოფებოდა ქ. საგარეჯოში, თავისი მეგობრის, ალექსი ახვლედიანის სახლში.

პროკურატურის ცნობით, 7 ივლისს, დაახლოებით, 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში თორნიკე რიჟვაძემ მალულად აიღო ალექსი ახვლედიანის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ალექსი ახვლედიანს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752086809

მსოფლიო

უნგრეთის პრემიერის მრჩეველი: ევროპას ფული გამოელია - გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე ომს ეხება

უნგრეთი ევროკავშირის 2028-34 წლების ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს დახმარებას ითვალისწინებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ბალაშ ორბ...

უნგრეთის პრემიერის მრჩეველი

1752084841

სპორტი

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: ხვიჩა კვარაცხელია „მადრიდის რეალთან“ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში შეხვდება

დღეს, 9 ივლისს, 23 საათზე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ „მადრიდის რეალს“ დაუპირისპირდება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. სასტარტო შემადგენლობები ცნობი...

ხვიჩა კვარაცხელია

1752082934

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: რასა იუკნევიჩიენე იმ ძალების მიერ გამოყენებული ინსტრუმენტია, რომელთა მიზანია საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და პოლიტიკური სიმშვიდის არევა

„რასა იუკნევიჩიენე ვერ იშლის ბოლშევიკურ გამოცდილებას. როგორც ბოლშევიკურ ტრადიციებს შეეფერება, ცდილობს, ტყუილის ტირაჟირება მოახდინოს, დეზინფორმაცია ამ ტყუილზე ააწყოს და ყველაფერი საქართველოზე თავდასხმი...

არჩილ გორდულაძე

1752080733

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. შეხვედრას, ასევე, დაესწრო მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. მარიამ ქვრივიშვილმა მად...

მარიამ ქვრივიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა

1752078848

ახალი ამბები

გივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს უმასპინძლა. შეხვედრა უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ს...

გივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა