ტყის ხანძარი მარსელს უახლოვდება - დაშავებულია სულ მცირე 13 ადამიანი

საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში გაჩენილი ტყის ხანძრის გამო, სულ მცირე 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 9 მეხანძრეა. ამის შესახებ Sky News იუწყება.
ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ცნობით, მარსელის ჩრდილოეთით, ლე პენ-მირაბოს ქალაქთან ახლოს გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად 168 მეხანძრე იყო მობილიზებული.
ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხანძარმა ამ დროისთვის 700 ჰექტარი (7 კვ.კმ) ფართობი მოიცვა და 10-ზე მეტი შენობა დააზიანა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ხანძარი ავტომაგისტრალზე ავტომობილის აალებამ გამოიწვია და ძლიერი ქარის გამო, სწრაფად ვრცელდება.
ადგილობრივი პრეფექტის ჟორჟ-ფრანსუა ლეკლერის განცხადებით, დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტყის ხანძრების გამო ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტის მარსელ პროვანსის დახურვა გახდა საჭირო.
მარსელის მერმა ბენუა პაიანიმ განაცხადა, რომ ხანძარი საფრანგეთის სიდიდით მეორე ქალაქს უახლოვდება და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.
„პენ-მირაბოში გამოცხადებული ძლიერი ხანძარი ახლა მარსელის კარიბჭესთანაა. ყველა მარსელელს ვთხოვ, იყვნენ უკიდურესად ფხიზლები და მაქსიმალურად შეზღუდონ გადაადგილება, რათა გზა გამოუთავისუფლონ საგანგებო სიტუაციების სამსახურებს, განსაკუთრებით ქალაქის ჩრდილოეთით. მე-16 ოლქის მცხოვრებლებს ვთხოვთ, დარჩნენ იზოლირებულები“, - დაწერა მარსელის მერმა X-ზე.
მედიის ცნობით, მარსელსა და მირამასის კომუნას შორის ორივე მიმართულებით მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია.
ხანძრის ჩასაქრობად ამ დროისთვის სახანძრო მანქანები და ვერტმფრენები მუშაობენ.
1752086809
მსოფლიოუნგრეთის პრემიერის მრჩეველი: ევროპას ფული გამოელია - გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე ომს ეხება
უნგრეთი ევროკავშირის 2028-34 წლების ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს დახმარებას ითვალისწინებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ბალაშ ორბ...
1752084841
სპორტიმსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: ხვიჩა კვარაცხელია „მადრიდის რეალთან“ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში შეხვდება
დღეს, 9 ივლისს, 23 საათზე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ „მადრიდის რეალს“ დაუპირისპირდება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. სასტარტო შემადგენლობები ცნობი...
1752082934
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: რასა იუკნევიჩიენე იმ ძალების მიერ გამოყენებული ინსტრუმენტია, რომელთა მიზანია საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და პოლიტიკური სიმშვიდის არევა
„რასა იუკნევიჩიენე ვერ იშლის ბოლშევიკურ გამოცდილებას. როგორც ბოლშევიკურ ტრადიციებს შეეფერება, ცდილობს, ტყუილის ტირაჟირება მოახდინოს, დეზინფორმაცია ამ ტყუილზე ააწყოს და ყველაფერი საქართველოზე თავდასხმი...
1752080733
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. შეხვედრას, ასევე, დაესწრო მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. მარიამ ქვრივიშვილმა მად...
1752078848
ახალი ამბებიგივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს უმასპინძლა. შეხვედრა უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ს...