შალვა პაპუაშვილი: მშვიდობა არ არის შემთხვევითობა, მშვიდობა არის შედეგი, ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი
„მშვიდობა არ არის შემთხვევითობა. მშვიდობა არის შედეგი. ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი. სწორედ ასეთ პირობებში იძენს თავდაცვის ძალები თავის სრულ მნიშვნელობას: ისინი არა მხოლოდ იცავენ ქვეყანას, არამედ არიან მშვიდობის გარანტი. მყარი ზურგი, რომელიც თავდაცვის ძალების სახით გააჩნია სახელმწიფოს, მოქნილს ხდის ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის ნაბიჯებს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ძალები დღეს არის თანამედროვე, პროფესიონალური და განვითარებისკენ მიმართული ინსტიტუტი.
„ჩვენს სამხედროებს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვთ და ამავდროულად, ყოველდღიურად იცავენ ჩვენს მიწას. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს, დიდი პატივი.
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 35 წლის იუბილეს - გზას, რომელიც დაიწყო 1991 წლის 30 აპრილს, პირველი გაწვევითა და სამხედრო ფიცით, და გადაიქცა ძლიერ, პროფესიონალურ და ღირსეულ ძალად, რომელიც დღეს იცავს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და თავისუფლებას.
დღევანდელი თარიღი კიდევ უფრო ღრმა მნიშვნელობას იძენს, რადგან ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას - 1700 წელს მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად. ეს იყო მოვლენა, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ერის სულიერი იდენტობა, მისი კულტურა, ფასეულობები და ისტორიული გზა.
ქრისტიანულმა რწმენამ გვასწავლა ერთობა, თავგანწირვა, სიმტკიცე და მოყვასის სიყვარული - ის ფასეულობები, რომლებიც დღემდე ცოცხლობს ქართულ ჯარში. სწორედ ამ სულიერ საფუძველზე დგას ჩვენი მებრძოლის გმირული სულისკვეთება, რწმენა, რომ სამშობლოს დაცვა არის არა მხოლოდ მოვალეობა, არამედ მაღალი ზნეობრივი აქტი.
მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამხედროების ოჯახებს. თქვენი სიმტკიცე და მხარდაჭერა არის ის უხილავი საყრდენი, რომელზეც დგას ჩვენი არმია.
დღეს ჩვენ ასევე ვიხსენებთ იმ გმირებს, რომლებმაც თავი გაწირეს საქართველოსთვის. მათი თავგანწირვა არის მარადიული მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული. მათი ხსოვნა გვავალდებულებს, ვიყოთ ღირსეული, გავუფრთხილდეთ თავისუფლებას და გავაგრძელოთ დაწყებული საქმე.
თავდაცვის ძალები არის საქართველოს სიმტკიცის, ერთიანობისა და მომავლის რწმენის სიმბოლო. თქვენი სამსახური გვახსენებს, რომ თავისუფლება არ არის მოცემულობა, ის ყოველდღიური ბრძოლის, შრომისა და მზადყოფნის შედეგია. ჩვენი ვალია, ეს ბრძოლა იყოს გააზრებული, ერთიანი და შეუვალი.
გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს! დიდება ქართველ მებრძოლებს!
დიდება საქართველოს!“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1777554567
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6916 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6920 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1777554567
საზოგადოებაპარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს - კომისია დასკვნას 1 მაისს წარადგენს
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, ნავთობკომპანიების მონაწილეობით, საწვავის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის...
1777552876
ახალი ამბებივოლსკი: ოპოზიციაში ერთმანეთს უპირისპირდებიან, ვის შეუძლია, საქართველო მეტად დააზიანოს, ეს ადამიანები ქვეყნის დანგრევის ამოცანას მიმართავენ, რასაც აღარც მალავენ
ოპოზიციაში ერთმანეთს უპირისპირდებიან იმაზე, ვის შეუძლია, საქართველო მეტად დააზიანოს. ეს ადამიანები ქვეყნის დანგრევის ამოცანას მიმართავენ და ამას აღარც მალავენ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე...
1777550474
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის, ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში, რომელიც წინასწარ ხედავს საფრთხეებს და ქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეული მოქალაქისთვის
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს - დღეს, რომელიც სიმბოლურად აერთიანებს ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას, ეროვნული ღირსების განცდას და მომავალზე პასუხისმგებლობას. ეს დღე არის პატივისც...
1777549946
ახალი ამბებივოლსკი: ჩვენ ვესწრაფვით აშშ-თან სტრატეგიულ თანამშრომლობას, რომელიც იქნება შინაარსით დატვირთული, ორმხრივი ურთიერთობის კუთხით, ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები მისასალმებელია
ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ჩვენი ინტერესებიდან და გადმოსახედიდან საგანგებოდ მნიშვნელოვანია. ორმხრივი ურთიერთობის თვალსაზრისით, ამერიკასთან ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები მისასალმე...



























