შალვა პაპუაშვილი: ყველამ ყველაფერი ვიცით, პატარა ქვეყანა ვართ, ნურავის ექნება იმედი, რომ საქართველოსთვის ძირის გამოთხრას ფარულად შეძლებენ

ღია წყაროებიდანაც ჩანს, რომ იგორ ​ბლაჟევიჩი ევროკომისიის ფულით ფინანსდება. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ადამიანით ხდება თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, „„პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს უწერს“.

პაპუაშვილის თქმით, ნურავის ექნება იმედი, რომ საქართველოსთვის ძირის გამოთხრას ფარულად შეძლებენ.

„​ბლაჟევიჩი რასაც ატრენინგებს, პირველი არ არის. აქამდე აკერმანის დაჯგუფება იყო, ახლა ბლაჟევიჩის დაჯგუფებაა. არ ვიცი, ამ ხალხს ქართული არაფერი მოსწონს. ვერანაირ ინსპირაციას ვერ პოულობენ, თუნდაც ქართული პროტესტის ისტორიაში და ცდილობენ, უცხოელების მარიონეტები იყვნენ. ჩემთვის ნათელია, რომ ეს არის სცეპსამსახურების პროექტი. ამ პროცესს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკვირდება.

დარწმუნებული ვარ, ყველაფერზე ინფორმირებულია სუს-ი. ეს არის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, როგორც ეს იყო აკერმანის შემთხვევაში, ახლა არის ბლაჟევიჩის და სხვების. ამის ეჭვი ძალიან რეალურია. კარგია, რომ არაფერი იმალება. ეს გაკვეთილი უნდა იყოს სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის, რომ საქართველოში ასეთი მავნებლობა არ იმალება. ყველამ ყველაფერი ვიცით, პატარა ქვეყანა ვართ.

ეს პროექტი მაღალი დონის კონსპირაციით მიმდინარეობდა, მაგრამ ამის მიღმა ყველაფერი მარტივად იშიფრება, ყველა ყველას იცნობს. ნურავის ექნება იმედი, რომ საქართველოსთვის ძირის გამოთხრას ფარულად შეძლებენ.

მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეს ყველაფერი ევროკავშირის ტერიტორიაზე ხდება, რომელიც დღეს იქცა სხვა ქვეყნების სუვერენიტეტზე თავდასხმის წყაროდ და ადგილად. ამ შემთხვევაში კანდიდატ ქვეყანას, მის სუვერენიტეტს და დემოკრატიას თავს ესხმიან ევროკავშირის ტერიტორიიდან. ბრიუსელმა ქართველი ხალხის მიმართ ნდობა ჩამოშალა და ამ ნდობის აღდგენას წლები დასჭირდება.

ღია წყაროებიდანაც ჩანს, რომ ბლაჟევიჩი ევროკომისიის ფულით ფინანსდება. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ადამიანით ხდება თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776687367

ახალი ამბები

მაჭავარიანი: ბლაჟევიჩიც არის ზუსტად იგივე ტიპის აქტორი, როგორიც იყო აკერმანი თავის დროზე, შემდეგ მაკკეინის ინსტიტუტი, რომელმაც კონკრეტული გეგმა შეუდგინა ოპოზიციას, თუ როგორ უნდა გადაეყვანათ საპროტესტო აქცია სამოქალაქო დაპირისპირებაში

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, იგორ ბლაჟევიჩი არის იგივე ტიპის აქტორი, როგორიც იყო აკერმანი და მაკკეინის ინსტიტუტი, რომელმაც ოპოზიციას კონკრეტ...

ლევან მაჭავარიანი

1776686508

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუმენ რადევსა და მის გუნდს ბულგარეთის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუმენ რადევსა და მის გუნდს ბულგარეთის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. განცხადებაში გამოთქმულია იმედი, რომ არჩევნებში გამარჯვება ბულგარელი ხალხისთვის მუდმ...

 ირაკლი კობახიძე

1776685245

ახალი ამბები

გეკა გელაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს ევროპისა და აზიის ოფისის დირექტორს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს ევროპისა და აზიის ოფისის დირ...

გეკა გელაძე

1776683611

ახალი ამბები

მაჭავარიანი ბულგარეთში ჩატარებულ არჩევნებზე: არჩევანი გაკეთდა ადამიანზე ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეროვნული ინტერესები, ეს მიდგომები არ ჯდება „დიფ სთეითის“ დღის წესრიგში და მაშინვე შერაცხეს ის, როგორც რუსეთის გავლენების ქვეშ მყოფი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ბულგარეთის ვადამდელ არჩევნებს ეხმაურება. როგორც ლევან მაჭავარიანი აცხადებს, საბოლოო ჯამში ბულგარეთმა გააკეთა თავისი არჩევანი დ...

ლევან მაჭავარიანი

1776681480

ახალი ამბები

კახა კალაძე: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატის, რომლის საქართველოში შემოტანასაც აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე, თავად მწარ...

კახა კალაძე