შეთანხმება შედგა - ჭიათურის მაღაროებში სამუშაოები განახლდება

 ჭიათურის მაღაროებში სამუშაოები განახლდება, მანამდე კი მათი ტექნიკური მდგომარეობა შემოწმდება. შეთანხმება კონკრეტული შედეგით დასრულდა. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან არსებული სოციალური დიალოგის კომისიამ მიიღო.

„სასწრაფოდ უნდა დაიწეროს ანგარიში ამ ძალიან დიდხნიანი უმუშევრობის შედეგად რა ზიანიც მიიღეს მაღაროელებმა. ასევე უნდა განისაზღვროს ინვესტიციის რაოდენობა მაღაროების გამოსასწორებლად. ერთდროულად იმუშავებს სპეციალისტებით დაკომპლექტებული 5 ჯგუფი. 15 მაისს მივიღებთ პირველად მონაცემებს. ამ შედეგების მიხედვით შედგება პირველი მაღაროელების გაშვება 15-20 მაისის პერიოდში. ამის შემდეგ გაეშვება ყველა მაღარო.

მეორე მიზანი არის ახალი საშტატო ადგილების შექმნა. საერთო ჯამში 2026 წლის პირველ იანვარს საწარმო უნდა გახდეს დამოუკიდებელი და არ უნდა იყოს წამგებიანი. ამის შემდეგ შედგება 7-წლიანი გეგმა, რომელიც მოიცავს ახალი მაღაროების გახსნას“, - განაცხადა ჭიათურის საწარმოების მენეჯერმა მიხეილ სოცკიმ.

24 საათში 500-მდე განაცხადი - რეორგანიზაციის ფარგლებში ჭიათურაში უკვე დაიწყო დასაქმებით დაინტერესებულ თანამშრომელთა განაცხადების მიღება. მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია ინდივიდუალური გასაუბრება, რომლის ჩატარებაში მონაწილეობას მიწვეული ექსპერტები მიიღებენ, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები.

„მათ ექნებათ არჩევის შესაძლებლობა, ან დაუბრუნდნენ იგივე პოზიციას, ან წარმოადგინონ საკუთარი კანდიდატურა, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე. თუ ვინმე აღმოჩნდება, ვისთანაც კომპანიას მოუწევს დამშვიდობება, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, რომელიც ასევე აქტიურად არის ჩართული და ეხმარება კომპანიას მაქსიმალურად დაძლიოს კრიზისი, შესთავაზოს რიგი ფუნქციების მასთან გადატანა და იქ დასაქმება. დამატებით ჩვენ, მაქსიმალურად, კანონის შესაბამისად მორგებულ საკომპენსაციო მექანიზმებს შევთავაზებთ“, - განაცხადა „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, თემურ ხონელიამ.

განაცხადების წარდგენის პარალელურად, საინიციატივო ჯგუფი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს განცხადებაზე ხელმოწერით ავტომატურად თავისუფლდებიან სამსახურიდან, კარგავენ კომპენსაციის მოთხოვნის შესაძლებლობას და კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებელს. ცრუ ბრალდებას კომპანიის იურისტმა უპასუხა.

„ამ განცხადებაზე ხელის მოწერით პირი აცხადებს მზაობას, რომ მიიღოს გარკვეული პოზიცია კომპანიაში. მეტიც, აღნიშნულ განცხადებაზე ხელის მოწერით პირს საშუალება ექნება იმაზე მეტი პოზიციაც მიიღოს, ვიდრე მას შეიძლება ეკავა რეორგანიზაციის პროცესის დაწყებამდე“, - აღნიშნავს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ იურისტი გიორგი ყავლაშვილი.

სამოქმედო გეგმა უკვე ჯანდაცვის სამინისტროშია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთავრობა, რომელიც მოლაპარაკების პროცესში აქტიურადაა ჩართული, გამოწვევების დასაძლევად მუშაობას განაგრძობს.

„არცერთ შემთხვევაში მაღაროები არ უნდა დაიხუროს, კომპანიამ ფუნქციონირება არ უნდა შეწყვიტოს. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ნორმალური პირობები შეიქმნას საწარმოს ფუნქციონირებისთვის“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა.

მაღაროებში სამუშაოების განახლებამდე ტექნიკური მდგომარეობა შემოწმდება. მაისის ბოლოს კი სრულფასოვნად აღდგენა იგეგმება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745827505

საზოგადოება

ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს

როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის ოქტომბრის პირველ შაბათს (4 ოქტომბერი). ცენ...

ცესკო

1745825595

ახალი ამბები

სროლა გორში - დაღუპულია ერთი ადამიანი

გორში, წმინდა წყლის უბანში სროლა იყო. დაღუპულია ახალგაზრდა კაცი. როგორც „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. „ერთი პირი ცხელ კვალზე დააკა...

პოლიცია, ლენტი

1745824589

ახალი ამბები

„ფიზიკურად იძალადეს არასრულწლოვანის მიმართ, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს“ - 7 წლის ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტზე დედას და ბებიას ბრალდება წარუდგინეს

„საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის და იძულების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. განცხადების თანახმად,...

„საქართველოს პროკურატურა

1745821997

ახალი ამბები

ვოლსკი: არ შეიძლება პოლიტიკური პარტია ჩადიოდეს დანაშაულს, შემდეგ შეიცვალოს სახელი და კვლავ პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩეს

არ შეიძლება პოლიტიკური პარტია ჩადიოდეს დანაშაულს და კვლავ პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატმა კომენტარი გააკეთა ს...

გია ვოლსკი

1745820200

მსოფლიო

ტრამპი: ზელენსკისთან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა, უფრო დამშვიდებულია, ვფიქრობ, გარიგების დადება სურს

თეთრი სახლის ლიდერი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თავისი უკრაინელი კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკი უფრო მეტად არის დაინტერესებული ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევით. ტრამპმა ჟურნალისტის დასმული კი...

ტრამპი