შსს: მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს

 შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, თურქეთის, ირანის, ერაყის, ნეპალისა და ეგვიპტის - ჯამში 6 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დადგინდა, რომ დაკავებული პირები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

„ისინი ბოროტად სარგებლობდნენ თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული ვადებით და ქვეყანაში წლების მანძილზე იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

დაკავებულებმა არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე.

გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ამ დროისთვის დაკავებული პირები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში შემდგომში მათი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752303251

ახალი ამბები

საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ოთხი პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დი...

საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ოთხი პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დააკავა

1752301894

ახალი ამბები

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმე...

ზოგადი

1752267296

ახალი ამბები

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გ...

 საავტომობილო გზ

1752265809

ახალი ამბები

ავტობანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელიც მაგისტრალზე, სურამთან მოხდა, მცირეწლოვანი დაიღუპა.  დეტალებს შსს-ში ვარკვევთ.  „საშინელებას შევესწარი. როგორც თქვ...

ავარია ავტობანზე

1752265681

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია პეტრეპავლობას აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრეპავლობას აღნიშნავს. სახარების თანახმად, პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეებ...

 პეტრეპავლობ