გივი მიქანაძემ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტ როინ მეტრეველთან და აკადემიის წევრებთან შეხვედრა გამართა

 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტ როინ მეტრეველთან და აკადემიის წევრებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა მეცნიერებისა და კვლევის განვითარების ხელშეწყობის, ასევე, აკადემიურ სივრცეში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით სამომავლო გეგმები და განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისებასა და ქართველი მეცნიერების საერთაშორისო მასშტაბით ცნობადობის ზრდის ხელშეწყობაზე.

აღინიშნა, რომ საჭიროა სამეცნიერო ექსპერტიზის ინტეგრირება საჯარო პოლიტიკის ფორმირების პროცესში და სახელმწიფო სტრუქტურებსა და აკადემიურ-სამეცნიერო სექტორს შორის ეფექტიანი კავშირების დამყარება.

შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა ერთობლივი ინიციატივების შემუშავება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოში მეცნიერებისა და განათლების სისტემის სტრატეგიულ განვითარებას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონია და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ქეთევან ქოქრაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752315644

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებულია.ა...

დაკავება, პოლიცია

1752309489

სპორტი

ლუკა ლოჩოშვილი „ნიურნბერგის“ ფეხბურთელია

 საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას „ნიურნბერგში“ გააგრძელებს. მომავალ სეზონში გერმანული კლუბი ბუნდესლიგა 2-ში იასპარეზებს. 24 წლის მცველი „ნიურნბერგში“ იტალიური „კრემონეზედან“ გა...

ლუკა ლოჩოშვილი „ნიურნბერგის“ ფეხბურთელია

1752307821

ახალი ამბები

მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება - თბილისის მერია

 სარეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობისა და ტექნოლოგიური სპეციფიკის გათვალისწინებით, დღეიდან მეტროსადგური „ვარკეთილი“ 45 დღით წყვეტს მგზავრთა მომსახურებას. ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახური იტყ...

ვარკეთილი

1752304959

ახალი ამბები

ავარია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე - დაიღუპა ერთი ადამიანი

 ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი ამობრუნდა, მის საშველად გადასულ მამაკაცს კი ავტომობილი დაეჯახა. მოტოციკლის...

პოლიცია

1752304191

ახალი ამბები

შსს: მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს

 შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, თურქეთის, ირანის, ერაყის, ნეპალისა და ეგვიპტის - ჯამ...

დაკავება, პოლიცია