ქვემო ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებული
ა.ა. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნაცნობს, 2009 წელს დაბადებულ ნ.რ.-ს, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა ჭრილობები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ნ.რ. საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ა. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
1752321762
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ზუსტად იგივე 5-იანი აწერია შუბლზე ყველას - გახარიასაც, ხაზარაძესაც, მელიასაც და ვაშაძესაც
ეს არის ხელოვნური დაპირისპირება, იმის წარმოჩენის მცდელობა, თითქოს რადიკალური ოპოზიციაში არსებობენ „ნაცები“ და „არანაცები“. სინამდვილეში, ბევრჯერ დავრწმუნდით, რომ არის რადიკალური ოპოზიციის ერთი გუნდი...
1752320685
ახალი ამბებიპარლამენტის თავმჯდომარე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი შირაქის ველზე ხორბლის აღების პროცესს გაეცნენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დედოფლისწყაროში ხორბლის აღების მიმდინარე პროცესს გაეცნენ. „ბოლო წლების სახელმწ...
1752318971
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების წერილზე: მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ ხელს უწყობს ცრუ ნარატივების გავრცელებას საქართველოს შესახებ
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ევროპის 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საერთო განცხადებას ეხმიანება საქართველოსთან დაკავშირებით. მაკა ბოჭორი...
1752317295
ახალი ამბებიილია მეორე: როგორი საოცარი სიწმინდეები გვაქვს და როგორი პატივისცემა გვმართებს მათი! ღმერთმა შეაძლებინოს ჩვენს ერს, ბოლომდე უერთგულოს ქრისტეს გზას
საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დალოცვას ავრცელებს, რომელშიც პატრიარქი უახლოესი დღეების დღესასწაულებზე და იმ სიწმინდეებზე წერს, რომლებიც საქართველოშია დაცული. „განსრუ...
1752311950
ახალი ამბებიგივი მიქანაძემ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტ როინ მეტრეველთან და აკადემიის წევრებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტ როინ მეტრეველთან და აკადემიის წევრებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლებ...