თბილისის მერია 2026 წლიდან ისტორიული ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამას განახორციელებს

2026 წლიდან თბილისის ისტორიულ ნაწილში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყება.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი სრულად გამოისყიდის კერძო მესაკუთრეებისგან ისტორიულ არეალში მდებარე უძრავ ქონებას.
„ჩვენი ოთხი წლის წინანდელი დაპირებისამებრ დავიწყეთ ავარიული მრავალბინიანი შენობების ჩანაცვლების მასშტაბური პროგრამა. პროექტი დიდი წარმატებით მიმდინარეობს. ის იქცა ნათელ მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფომ და მოქალაქეებმა ერთად, პარტნიორობითა და ნდობით, მივაღწიოთ მნიშვნელოვან შედეგებს. სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვიწყებთ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომლის იდეაც ვიცე-მერს, გიორგი ტყემელაძეს ეკუთვნის. კერძოდ, ეს არის ავარიული შენობების ჩანაცვლება ისტორიულ თბილისში.
თბილისის ისტორიულ ნაწილში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობები უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს. ეს არ არის მხოლოდ უსაფრთხოების საკითხი. ეს არის ჩვენი ქალაქის იდენტობის, ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის საკითხიც. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის მოგვეძებნა ამ პრობლემის გადაჭრის სწორი და გრძელვადიანი გზა. ჩვენ შევიმუშავეთ ახალი პროგრამა, რომელიც 2026 წლიდან ამოქმედდება და რომელიც თავიდან ბოლომდე დაფუძნებულია სამართლიანობაზე და მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე. აღნიშნული წესის მიხედვით, მუნიციპალოტეტი მოსახლეობის სრული, 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში, სრულად გამოისყიდის კერძო მესაკუთრეებისგან ისტორიულ არეალში მდებარე უძრავ ქონებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, გამოსასყიდი ქონება შეფასდება საბაზრო ღირებულებით, რაც უზრუნველყოფს სამართლიან გამოსყიდვას და მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესების დაცვას.
„გათავისუფლებული არეალები მომზადდება საინვესტიციო მიზნებისთვის ისე, რომ ქალაქის ისტორიული იდენტობა შენარჩუნდეს, მაგრამ პარალელურად გაჩნდეს განვითარების ახალი შესაძლებლობები. ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. დარწმუნებული ვარ, წარმატებით განხორციელდება და ამ შესაძლებლობას უამრავი ადამიანი გამოიყენებს. ამ გზით ჩვენ ვაღწევთ ორ უმნიშვნელოვანეს მიზანს: ვზრუნავთ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებასა და საკუთრების დაცვაზე და, ამავდროულად, ვინარჩუნებთ ჩვენი ისტორიული არეალების უნიკალურობასა და ავთენტურობას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
1756890519
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: მოყვარემაც და მტრებმაც კარგად იციან რა როლი ჰქონდა მამუკა მდინარაძეს საქართველოს პარლამენტში, დარწმუნებული ვარ, იგი იქნება, საქართველოს უსაფრთოხების სამსახურის გამორჩეული ხელმძღვანელი
ვულოცავთ ბატონ მამუკას ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას. მინდა მადლობა გადაუხადო მას, იმ საქმიანობისთვის, რომელიც საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტში გაწია,- განაცხადა საქართველოს პარლამენტი...
1756889027
ახალი ამბებიპარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მამუკა მდინარაძე დაამტკიცა
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად მამუკა მდინარაძე დაამტკიცა. მდინარაძის კანდიდატურას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. მამუკა მდინარაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა...
1756888695
ახალი ამბებითავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს მამუკა მდინარაძეს მოუსმინა
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს, მამუკა მდინარაძეს მოუსმინა. კომიტეტის გადაწყვეტილებით, პარლამენტის რეგლამ...
1756887603
ახალი ამბებიომბუდსმენი და ცესკო მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს, კანდიდატებსა და წინასაარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ ისეთი საარჩევნო გარემოს ფორმირებას, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან, მშვიდობიან და თანასწორ არჩევნებს
სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად ცესკოსა და სახალხო დამცველის ერთობლივი მიმართვა 2025 წლის 5 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტმა 4 ოქტომბერს დანიშნა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით...
1756885329
ახალი ამბებითბილისის მერია მუნიციპალური ავტობუსების მძღოლების პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს
თბილისის მერია მუნიციპალური ავტობუსების მძღოლის ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსს აცხადებს. როგორც დღეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, დაინტერესებულ პი...