The National Interest: რატომ უნდა გააუმჯობესოს აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის ვიზიტს სომხეთსა და აზერბაიჯანში თებერვალში მნიშვნელოვანი, მაგრამ დაუფასებელი შედეგი ჰქონდა: საქართველო, რომელიც მისი ვიზიტის პროგრამაში არ შედიოდა, კვლავ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, - წერს გამოცემა The National Interest.

საქართველომ, რომელიც სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის პოლიტიკაში ცენტრალურ ადგილს იკავებდა, თითქოსდა „უარი“ თქვა დასავლეთზე. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, დასავლეთზე უარის თქმის მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ 2020 წლიდან ქვეყანა სუვერენულ საშინაო და საგარეო პოლიტიკას ატარებს, რის გამოც მას რუსეთთან და ჩინეთთან აიგივებენ. ზოგი ფიქრობ, რომ ამის გამო საქართველოს რეგიონული სტრატეგიული მნიშვნელობა დაქვეითდა, რის გამოც ვენსმა თბილისში ჩასვლაზე უარი თქვა. ამის გამო, როგორც გამოცემა წერს, თითქოსდა საქართველო ვაშინგტონისთვის ნაკლებად მიმზიდველი გახდა. ის ჩაანაცვლა სომხეთმა, რომლის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ განაცხადი გააკეთა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს არსებული ვითარების ფუნდამენტურად არასწორი ინტერპრეტაციაა, რადგან ვენსის ვიზიტის მიზანი ტრამპის მარშრუტის (TRIPP) განვითარება იყო და არა მისი მგზავრობა სამხრეთ კავკასიაში. ვენსის ვიზიტმა არავითარ შემთხვევაში არ გააძლიერა სომხეთის პოზიციები, როგორც სამხრეთ კავკასიის მიზიდულობის ახალი ცენტრის.

ამის მიუხედავად, ამ არასწორმა ინტერპრეტაციამ დიდი გამოხმაურება პოვა ევროპაში და შეერთებული შტატების ზოგ პოლიტიკურ წრეში.

იმის გამო, რომ მთავარ ნარატივს იმის შესახებ, თბილისი თითქოსდა პრორუსულ მიმართულებას ირჩევს, არასათანადო რეაგირება მოჰყვა, აშშ-ის თანმიმდევრულ პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებით ხელი შეუშალა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776757991

ახალი ამბები

The National Interest: ბრიუსელში უფრო ღიად საუბრობენ საქართველოს მიმართ ანტაგონიზმის მოტივებზე, რაც გულისხმობს თბილისის წინააღმდეგობას დასავლური ლიბერალური დიქტატის მიმართ

ამერიკული ონლაინ-გამოცემა The National Interest საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სათაურით - „რატომ უნდა აღადგინოს აშშ-მა ურთიერთობები საქართველოსთან“. სტატიაში საუბარია...

ევროკავშირის დროშები

1776756875

საზოგადოება

სარჯველაძე: დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი მსოფლიოში არ არსებობს. არსებობს მედიკამენტები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის შენელებაზე. აქვე იმედს გამოვთქვამ, ახლო მომავალში ასეთი მედიკამენტი შეიქმნება

ეს უმძიმესი დაავადება დიდი ხანია, რაც ჩვენი სამინისტროს ყურადღების ცენტრშია და მიმდინარეობს მუშაობა იმ საკითხების შესასწავლად, რაც აუცილებელია ამ თემაზე გადაწყვეტილებების მისაღებად, ეს არის არის მედიკ...

მიხეილ სარჯველაძე

1776756830

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო წამალზე: ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებისას მხედველობაში ვიღებთ იმას, თუ როგორია მედიკამენტის გამოყენების პრაქტიკა განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოებში

ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებისას მხედველობაში ვიღებთ იმას, თუ როგორია მედიკამენტის გამოყენების პრაქტიკა განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოებში, - განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯვე...

მიხეილ სარჯველაძე

1776756310

ახალი ამბები

სუს-ის ანგარიში: საქართველო ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოდ ასახელებს. უწყება წლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების მ...

სუსისუსი

1776755375

ახალი ამბები

პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს, მათ შორის ერთს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. სახელმწიფო...

პროკურატურა