თენგიზ შარმანაშვილი: „ოპოზიციის ალიანსი“ მკვდარშობილი გაერთიანებაა, პიროვნულად შეუთავსებელი ხალხია, ერთმანეთი ეზიზღებათ
აინშტაინს აქვს ნათქვამი, ოღონდ, ეს ფიზიკის კვლევებისთვის გამოიყენა, მაგრამ პოლიტიკაშიც გამოდგება, როდესაც ერთსა და იმავეს აკეთებ იმ იმედით, რომ სხვა შედეგი დადგება, სულელი ხარო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ოპოზიციის ალიანსი“ მკვდარშობილი გაერთიანებაა.
„ეს მკვდარშობილი გაერთიანებაა. ეს ლამაზი ტერმინი კი არ არის, მართლა მკვდარშობილი გაერთიანებაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები თავიდან ერთ ორგანიზაციაში იყვნენ და საქართველო ერთად მიიყვანეს კატასტროფამდე, პიროვნულად შეუთავსებელი ხალხია. მაშინ, თავზე ერთი დიქტატორი აჯდათ და იმ დიქტატორს შეეძლო, ესენი რაღაცნაირად ერთგულად ჰყოლოდა.
ახლა დამოუკიდებლად ერთმანეთთან ვერ მივიდოდნენ, რადგან ერთმანეთი მართლა ეზიზღებათ, შეუთავსებელი ხალხია. შეიძლება, ჩემზე, პიარულად თქვან უფრო ცუდი, ვიდრე თავის ე.წ. თანამებრძოლზე, მაგრამ შინაგანად ის უფრო ეზიზღებათ და ვერ იტანენ.
რა გგონიათ, რომ მათ შემდგომ ნაბიჯებს „დიფ სთეითიდან“ გენიოსები გეგმავენ? მეტი ვერაფერი ვერ მოიფიქრეს და ათი წლით უკან დაბრუნდნენ, ჩეხეთში „აკერმანი 2“ იპოვეს და იმავეს აკეთებინებენ. აინშტაინს აქვს ნათქვამი, ოღონდ, ეს ფიზიკის კვლევებისთვის გამოიყენა, მაგრამ პოლიტიკაშიც გამოდგება – როდესაც ერთსა და იმავეს აკეთებ იმ იმედით, რომ სხვა შედეგი დადგება, სულელი ხარო.
ვინც ამ ყველაფერს უგეგმავს, აშკარად სულელია, რადგან რამე სიახლე ნახეთ, ამ ბოლო დროს? – ისევ რაღაც ტრენინგები დაუგეგმეს, ისევ სადღაც ასწავლიან, მოლოტოვის კოქტეილი როგორ ისროლონ, ბულინგი როგორ აწარმოონ. ის ვინც მუსიკას აფინანსებს, ის უკვეთს.
ამიტომ, ხან ეუბნებიან, რომ ცალ-ცალკე იქნებიან, ხან ეუბნებიან, რომ ერთად იქნებიან. სულელურ გადაწყვეტილებებს იღებენ, სისულელეში ხარჯავენ ფულს. კი ბატონო, ჩაურიცხონ ეს მილიონები და ისევ წყალში გადაყრილად დაუმთავრდებათ, რადგან ამ ადამიანების ერთად ყოფნა შეუძლებელია“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
1776756875
საზოგადოებასარჯველაძე: დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი მსოფლიოში არ არსებობს. არსებობს მედიკამენტები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის შენელებაზე. აქვე იმედს გამოვთქვამ, ახლო მომავალში ასეთი მედიკამენტი შეიქმნება
ეს უმძიმესი დაავადება დიდი ხანია, რაც ჩვენი სამინისტროს ყურადღების ცენტრშია და მიმდინარეობს მუშაობა იმ საკითხების შესასწავლად, რაც აუცილებელია ამ თემაზე გადაწყვეტილებების მისაღებად, ეს არის არის მედიკ...
1776756830
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო წამალზე: ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებისას მხედველობაში ვიღებთ იმას, თუ როგორია მედიკამენტის გამოყენების პრაქტიკა განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოებში
ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებისას მხედველობაში ვიღებთ იმას, თუ როგორია მედიკამენტის გამოყენების პრაქტიკა განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოებში, - განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯვე...
1776756310
ახალი ამბებისუს-ის ანგარიში: საქართველო ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოდ ასახელებს. უწყება წლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების მ...
1776755774
ახალი ამბებიThe National Interest: რატომ უნდა გააუმჯობესოს აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის ვიზიტს სომხეთსა და აზერბაიჯანში თებერვალში მნიშვნელოვანი, მაგრამ დაუფასებელი შედეგი ჰქონდა: საქართველო, რომელიც მისი ვიზიტის პროგრამაში არ შედიოდა, კვლავ ყურადღებ...
1776755375
ახალი ამბებიპროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს, მათ შორის ერთს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. სახელმწიფო...



























