სარჯველაძე დიუშენის მკურნალობაზე: სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას როგორც მედიკამენტების უსაფრთხოების და ეფექტიანობის შესწავლის მიმართულებით, ისე - ყველა სხვა საჭიროებაზე რეაგირების მიმართულებით და ეს ეხება არა მხოლოდ ამ დაავადებას
სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას როგორც მედიკამენტების უსაფრთხოების და ეფექტიანობის შესწავლის მიმართულებით, ისე - ყველა სხვა საჭიროებაზე რეაგირების მიმართულებით და ეს ეხება არა მხოლოდ ამ დაავადებას, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების შესახებ.
მან აღნიშნული მიმართულებით მსოფლიოში მიმდინარე კვლევებზეც ისაუბრა.
„არის მედიკამენტი, რომელთან დაკავშირებითაც EMA-ს (ევროპის წამლის მარეგულირებელი) გადაწყვეტილებაში მარტივად ნათქვამია: „საჭიროა დამატებითი მონაცემების წარმოდგენა, რათა შევისწავლოთ მცირე რაოდენობით გამომუშავებული მოკლე დისტროფინი რამდენად ახდენს გავლენას პაციენტებში გადაადგილების უნარის გაუმჯობესებაზე“. აქაც დანახულია საჭიროება შემდგომი კვლევისა და შესწავლისა.
არის კიდევ ერთი მედიკამენტი, რომელსაც აქვს დაპირება, რომ ახდენს ეტლის საჭიროების გადავადებას და აქვს როგორც FDA ((ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ), ისე EMA-ს ავტორიზაცია.
მაგრამ, მიუხედავად ამისა:
1. ღია წყაროებში შეგხვდებათ (და შემიძლია კონკრეტული, ასევე - სარწმუნო წყაროების მითითება) ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ მედიკამენტის გამოყენების პრაქტიკაში დაფიქსირებულია ბავშვების გარდაცვალების შემთხვევები. ახლა მიმდინარეობს აქტიური კვლევები იმის დასადასტურებლად (ან, იმედია გამოსარიცხად), რომ გარდაცვალების მიზეზი არის კავშირში ამ მედიკამენტთან.
2. არც ამ მედიკამენტის საკუთარ სახელმწიფო პროგრამებში დანერგვაზე ჩქარობენ ევროპულ სახელმწიფოთა მარეგულირებლები ისე, როგორც მანამდე ნათქვამთან დაკავშირებით. ევროპული სახელმწიფოებიც აქტიურად და ინტენსიურად იკვლევენ ამ საკითხებს და ემზადებიან დადებითი თუ უარყოფითი გადაწყვეტილებების მისაღებად. დღემდე არ არის ცხადი, თუ რა მიდგომა იქნება არჩეული და ეს კი მნიშვნელოვანი მანიშნებელი იქნებოდა ჩვენთვისაც ამ მედიკამენტების (სხვებისაც, რა თქმა უნდა) უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის თაობაზე. მაგრამ ახლა, ვიდრე ევროპული სახელმწიფოებიც იკვლევენ და ვერ ჩქარობენ გადაწყვეტილების მიღებას (ვერც ერთ სახელმწიფოზე ვერ ვიტყვი, რომ ამ დრომდე არდანერგვის მიზეზი ის არის, რომ ვერ იმეტებს, მაგალითად, ყოველწლიურად 700 ათას დოლარიან წამალს თითოეული პაციენტისთვის), ევროპული ეს სახელმწიფოებიც უდგებიან საკითხს გონივრული სიფრთხილით.
ამრიგად, მოთხოვნა წამოყენებულია წამლებზე, რომელთა ფუნქციაც არის არა სიცოცხლის გადარჩენა, არა განკურნება, არც სიცოცხლის გახანგრძლივება (ასეთი ფუნქციის მქონე მედიკამენტების გამოჩენას ყველა ველოდებით და ვგულშემატკივრობთ), არამედ ამ მედიკამენტების ფუნქცია არის მხოლოდ ის (ოღონდ აქაც კითხვის ნიშნებია), რომ გადაავადოს ეტლის საჭიროება.
აქვე ვიტყვი, რომ თავისთავად ესეც მნიშვნელოვანი შედეგი იქნებოდა (რომ არ არსებობდეს კითხვები მისი ეფექტიანობის და უსაფრთხოების შესახებ), მაგრამ არ იქნება სწორი, რომ ამ მედიკამენტებზე გვქონდეს არასწორი მოლოდინი, რომ მას შეუძლია განკურნება ან - სიცოცხლის გახანგრძლივება.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ეტლის საჭიროების გადავადებისთვის და, უფრო მეტიც, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის გასაზრდელად დადასტურებულად დადებითი ფუნქცია აქვს ე.წ. კორტიკოსტეროიდებს, რომელიც უკვე გათვალისწინებულია სახელმწიფო პროგრამით (ევროპის წამყვანი სახელმწიფოების მსგავსად), სრულად ფინანსდება და მის უსაფრთხოებასთან და ეფექტიანობასთან დაკავშირებით არ არსებობს კითხვის ნიშნები. სამწუხაროდ, სამუშაო გვაქვს იმაზე, რომ ამ მედიკამენტების გამოყენება რეალურად ხორციელდებოდეს, სადაც გვაქვს რეალური გამოწვევები.
ამრიგად, სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას როგორც მედიკამენტების უსაფრთხოების და ეფექტიანობის შესწავლის მიმართულებით, ისე - ყველა სხვა საჭიროებაზე რეაგირების მიმართულებით და ეს ეხება არა მხოლოდ ამ კონკრეტულ დაავადებას, არამედ, პარალელურად, გრძელდება მუშაობა სხვა იშვიათ თუ არაიშვიათ დაავადებებთან ბრძოლის მიმართულებით, იქნება ეს ონკოლოგია თუ გაფანტული სკლეროზი, თუ ნებისმიერი სხვა.
მინდა დავესესხო დარგში მოღვაწე ერთ-ერთ ექსპერტს, რომელმაც ერთ-ერთ ბოლოდროინდელ კონფერენციაზე ასეთი რამ თქვა: „უკანასკნელი 10 წელიწადი იყო რევოლუციური დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სფეროში, მაგრამ დღეს პასუხზე მეტად იმაზე მეტი კითხვა არსებობს, ვიდრე არსებობდა 10 წლის წინ“.
მართლაც, 10 წლის წინ კითხვა არ არსებობდა და პასუხი სრულიად უიმედო იყო. საბედნიეროდ, გაჩნდა კითხვები. იმედი მაქვს, რომ ასეთი პასუხებიც მალე იქნება ნაპოვნი. ამის იმედი აქვს, მათ შორის, განვითარებულ და ფინანსურად ბევრად მძლავრ სახელმწიფოებსაც, რომლებიც ამ დრომდე ასევე თავს იკავებენ ამავე მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსებისგან. ამ კითხვებზე პასუხების საჭიროების გამო იკავებენ თავს ევროპული სახელმწიფოები ამ დრომდეც და არა იმის გამო, რომ მაგალითად, რომელიმე ვთქვათ, სკანდინავიურ სახელმწიფოს ემპათია აკლია ან ენანება ერთ პაციენტზე, წლიურად, საშუალოდ, 2.5 მილიონიანი წამლის დაფინანსება.
და ბოლოს, არიან ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც არიან საქართველოზე ბევრად მძლავრი, ვეებერთელა ფინანსური შესაძლებლობებით, ბევრად დაწინაურებული ჯანდაცვის სისტემებით. მაგალითად, ნორვეგია, ლუქსემბურგი, პორტუგალია, ნიდერლანდები, ლიხტენშტაინი. არ არის სწორი და ლოგიკური, რომ დავსვათ რიტორიკული კითხვა: ამ სახელმწიფოებს რა მიზეზით არ აქვთ ამ დრომდე შეტანილი საკუთარი ჯანდაცვის პროგრამაში ამ მედიკამენტების დაფინანსება?!
აი, ეს საკითხია, რომლის გამოკვლევასა და შესწავლაზეც მუშაობს ჩვენი ქვეყანა”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
1776930936
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საკადრო ცვლილებების საფუძველი ძალიან მარტივია - გვჭირდება მჭიდრო კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის და ახლა გვაქვს უკვე საშუალება, რომ ფორმალიზებული, ძლიერი კოორდინაციით გავაგრძელოთ მუშაობა
საკადრო ცვლილებების საფუძველი არის ძალიან მარტივი - გვჭირდება მჭიდრო კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ყო...
1776929607
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: 1 ივლისიდან ამოქმედდება ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრი - დაგვეხმარება, ზუსტად დავინახოთ თითოეული ფერმერის საჭიროება, გავხადოთ სახელმწიფო მხარდაჭერა მიზნობრივი და დავაჩქაროთ პროექტების დაფინანსების პროცესი
უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრი, ეს არ არის მხოლოდ მონაცემთა ბაზა - ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება, ზუსტად დავი...
1776928945
ახალი ამბებიკახა კალაძე ჰერჩინსკის განცხადებაზე: აქამდე თუ შენიღბულად მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვაზე, პირდაპირ გამოვიდა და ისაუბრა სამოქალაქო დაპირისპირებაზე, დაემუქრა ქართველებს და სახელმწიფოს
„ძალიან შემაშფოთებელი განცხადება იყო - საუბარი იყო ომზე, სამოქალაქო დაპირისპირებაზე“, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებული განცხა...
1776928485
საზოგადოებაკახა კალაძე ოპოზიციის ალიანსის უთანხმოებაზე: დღეს სადაც არიან აღნიშნული ელემენტები, ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა
„დღეს სადაც არიან ეს ელემენტები, ყველა კარგად ხედავს, ეს არის მათი ბუნებრივი მდგომარეობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის ალიანსსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებულ დაპირის...
1776926817
მსოფლიორუსეთი „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიიწვიეს
რუსეთის ფედერაცია „დიდი ოცეულის“ სამიტზე მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე, ალექსანდრე პანკინზე დაყრდნობით ავრცელებს. „მივიღეთ მოსა...




























