თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს.

ვარლამ ლიპარტელიანმა მინისტრს ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ რეგიონებში გამართული შეხვედრების შედეგები გააცნო.

აღინიშნა, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში განსაკუთრებულად დიდია ინტერესი ქართული თეატრის მიმართ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია რეგიონებში თეატრის საგასტროლო და საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება. ხაზი გაესვა კულტურულ აქტივობებში ადგილობრივი ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდის მიზნით ერთობლივი ინიციატივებს განხორციელების საკითხს.

მინისტრმა ხელოვნების პოპულარიზაციის კუთხით მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა და ახალგაზრდული ორგანიზაციას ინიციატივის აღსრულებაში სრული მხარდაჭერა დაუდასტურა.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მიმდინარე ზაფხულის სეზონზე, ქართული სახელმწიფო თეატრალური დასები, პირველ ეტაპზე, გურიის რეგიონს ეწვევიან.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით ახალგაზრდული პროექტების ერთობლივად განსახორციელებლად.

შეხვედრას სამინისტროს კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თათა სვანიძე და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი დავით ბოდაველი ესწრებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784556471

ახალი ამბები

ზვიად შალამბერიძე: აშშ-დან ნეგატიური დამოკიდებულება, რაც იყო ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2022 წლიდან, საქართველოს მიმართ, ცალსახად არის შეცვლილი

„ნეგატიური დამოკიდებულება, რაც იყო ბოლო წლებში და განსაკუთრებით 2022 წლიდან, საქართველოს მიმართ, ცალსახად არის შეცვლილი“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თ...

ზვიად შალამბერიძე

1784554422

ახალი ამბები

დაზიანებული ყვავილები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო - საავტომობილო“ შეჩერებული იქნა უცხო ქვეყნიდან შემოსული 13 350 ცალი ვარდის ტოტით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება. ინფ...

დაზიანებული ყვავილები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

1784554251

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახალი უწყება - „ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგრო სერვისების სააგენტო“, შეიქმნა

საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, დღეიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და...

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

1784553780

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6315 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6327 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი

1784553334

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ირანი აშშ-სთან სრულმასშტაბიან ომში იმყოფება

ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშქიანი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა აშშ-სთან „სრულმასშტაბიან ომში“ იმყოფება და თეირანი მზად უნდა იყოს ამ დაპირისპირების შედეგების მისაღებად. „რეალობა ის არის, რომ დღეს ირანის...

ირანის პრეზიდენტი