თორნიკე ჭეიშვილი: ეს იყო მნიშვნელოვანი იმპულსი, რომელიც ქმნის წინაპირობას, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებთან მოხდება ურთიერთობის არა მარტო გადატვირთვა, არამედ ახალ მნიშვნელოვან საფეხურზე აყვანა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ტირანაში გამართული სამიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრის შეხვედრებსა და გზავნილების შესახებ ისაუბრა.
როგორც ის „რუსთავი 2“ -ის ეთერში აცხადებს, კადრები, რომელიც საზოგადოებამ იხილა, მეტყველებს იმაზე, რა განწყობით შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პირველი პირები და ლიდერები.
„რაც შეეხება ქალაქ ტირანაში გამართულ სამიტს, ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიება. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, აქ იყო 50-მდე ლიდერი წარმოდგენილი, ევროპიდან, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურებიდან და, რა თქმა უნდა, ის კადრები, რომელიც ვიხილეთ, თავისთავად უკვე მეტყველებს იმაზე, რა განწყობით შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მათ შორის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პირველი პირები და ლიდერები.
რაც არ უნდა შეეცადონ ზოგიერთები, რომ გააუფერულონ, გააუბრალოონ ამ ვიზიტის მნიშვნელობა, თუნდაც იმ კადრების სულისკვეთება, რაც თავისთავად უკვე ქმნის შთაბეჭდილებას, რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, პოზიტიური იმპულსი, რომელიც სამომავლოდ ქმნის იმის წინაპირობას, რომ ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს სურვილი აშშ-ის შემთხვევაში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მოხდება ურთიერთობის არა მარტო გადატვირთვა, არამედ აბსოლუტურად ახალ, ძალიან მნიშვნელოვან საფეხურზე აყვანა, რომელიც საბოლოო ჯამში უნდა დასრულდეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციით“, - აღნიშნავს ჭეიშვილი.
1765658233
მსოფლიოსირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა
პენტაგონის ცნობით, სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა. პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, თავდასხმისას ასე...
1765656502
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის
უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ბერლინში ბევრი რამ მოხდება. რუსტემ უმეროვი და...
1765655106
საზოგადოებათინათინ რუხაძე: ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩატარდა, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს
ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რ...
1765654226
საზოგადოებაგიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი ფული არის არაბულ ქვეყნებში და ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ არაბული ინვესტიცია შევიდეს. ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს-არა სოციალურ დახმარებას, იმუშავებ, გექნება ხელფასი
ბრიტანეთი და არა მარტო ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ძალიან არის დამოკიდებული ახლა არაბულ ფულზე, როგორც თავის დროზე იყო იაპონურ ფულზე, რადგან ფული იყო მაშინ იქ და თავის დროზე იაპონური კომპანიები ძალიან დიდ...
1765652359
ახალი ამბებისაბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა. საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა. საქართველო კონკურსზე მესამე ადგი...





























