ვოლსკი: აქციის მოსამზადებლად საჭიროა ჯახის შექმნა, რამაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღელვება უნდა განაპირობოს, ამაზე მუშაობენ, რათა 26 მაისს მომზადებულები შეხვდნენ
სახელმწიფოში არანაირი შიში არ არსებობს. შიშს ის ადამიანებიც ვერ გრძნობენ, რომლებიც ყოველდღიურად დანაშაულს ჩადიან. ამ დანაშაულის სისტემაა შემუშავებული, ჩაიდინე დანაშაული, თითქოსდა ეს მოწოდებაა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, არა მხოლოდ მოწოდება ხდება, არამედ საქმიანობაც იქითკენ არის მიმართული, რომ ადამიანებმა დანაშაული ჩაიდინონ, კანონს დაუპირისპირდნენ, კანონმა შესაბამისად იმოქმედოს, რათა იქნებ ამან მაინც მისცეთ საშუალება, რომ საპროტესტო აქცია იყოს დიდი.
„ასეთ აქციებს აანონსებენ, მაგრამ აქციის მოსამზადებლად საჭიროა ჯახის შექმნა, რამაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღელვება უნდა განაპირობოს. ამ ატმოსფეროს შექმნაზე მუშაობენ, რათა 26 მაისს მომზადებულები შეხვდნენ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი გარეთ გამოიყვანონ, რასაც, წლებია, ვერ მიაღწიეს და ვერც მიაღწევენ, რადგან საზოგადოება გაცილებით უფრო უკეთ არის ინფორმირებული და ანალიზს უფრო უკეთ აკეთებს, ვიდრე ის ადამიანები, ვინც მუშაობენ გარედან მიღებულ შეკვეთებზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არაკომპეტენტურია.
სამწუხაროდ, ვერ ერკვევიან, საქართველოში რა ხდება. მარტა კოსმა არ იცის, საქართველო რას წარმოადგენს. 26 მაისი, 9 აპრილი, რომელიც გამაერთიანებელია, მათთვის კარგი ასპარეზია, რათა დაპირისპირება იყოს. სწორედ აქედან გამომდინარე შეარჩიეს 26 მაისიც. უნდათ, რომ მავნებლობის მეტი ხარისხი იყოს, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ 26 მაისი ერთიანობის და ეროვნული თვითმყოფადობის დღეა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
1774966146
ახალი ამბებიმამა ალექსანდრე ბოლქვაძე: უწმინდესი ყოველთვის ამბობდა, რომ მე რასაც ვთხოვ ღმერთს, მისრულდებაო, სულ ვთხოვდი ღმერთს, რომ მთელი საქართველო მოვიდეს და გახდეს მრევლიო და ჩვენ ვნახეთ როგორ აუსრულა უფალმა
უწმინდესი ყოველთვის ამბობდა, რომ მე რასაც ვთხოვ ღმერთს, მისრულდებაო. სულ ვთხოვდი ღმერთს, რომ მთელი საქართველო მოვიდეს და გახდეს მრევლიო და ჩვენ ვნახეთ როგორ აუსრულა უფალმა. ბოლოს ვნახეთ, რომ მთელი ერი...
1774964137
ახალი ამბებიდიდი ბრიტანეთის მეფე აპრილის ბოლოს შეერთებულ შტატებს ეწვევა
ბუკინგემის სასახლის განაცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ომის გამო არსებული დაძაბულობის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის მეფის დაგეგმილი სახელმწიფო ვიზიტი შეერთებულ შტატებში შედგება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთი...
1774963905
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ბაჩო ახალაია ასოცირებულია კრიმინალთან
ბაჩო ახალაია ასოცირებულია კრიმინალთან და გავრცელებული ჩანაწერები, სადაც ის პირდაპირ იმუქრება, ნიშანდობლივია და ამას ყურადღება უნდა მიექცეს, - განუცხადა „ქრონიკას“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარი...
1774962858
ახალი ამბებიგორდულაძე ხორგუანს: გასაგებია, რომ არ მიგაჩნიათ საქართველო სამშობლოდ, პოპულიზმით ხართ დაკავებულები და შოუ უნდა დადგათ, მაგრამ, ეს არ გამოგსვლიათ და არც მომავალში გამოგივათ
„უნდა გაუფრთხილდეთ თავს, ასეთი ნერვიულობაც არ ღირს. მესმის, რომ სანერვიულოდ გაქვთ საქმე თქვენც და თქვენს ბელადსაც. როგორ არ შეიძლება, ადამიანმა ინერვიულოს, როდესაც თავის ქვეყანას მილიონ კვადრატულ მეტრ...
1774962610
საზოგადოებაზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. საპრეზიდენტო ცენტრი კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩ...





























