ემიგრანტი იტალიაში - "მართლა ბანკომატად ვიქეცი, ფსიქიკა და ჯანმრთელობა გამინახევრდა"

რედაქციაში, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის წერილი შემოვიდა, რომელსაც, რა თქმა უნდა, უყურადღებოდ არ დავტოვებდით, რადგან ეხება საკითხს და პრობლემას, რომლის შესახებაც, ფარულად თუ ხმამაღლა, არაერთი ემიგრანტი ქალბატონი საუბრობს. დანარჩენს თავად ქალბატონი ნანა გიამბობთ, რომელიც მილანიდან დაგვიკავშირდა:

„დიდ ხანს ვიფიქრე მომეწერა თუ არა, მაგრამ თქვენს სტატიებს ხშირად ვკითხულობ და ვხედავ, რომ ემიგრანტების გასაჭირი გულთან მიგაქვთ და ხშირად აშუქებთ. ამიტომ გადავწყვიტე, მეც რამენაირად დავეხმარო სხვებს მაინც, რადგან საკუთარი თავისთვის გამოსავალს ვეღარ ვხედავ, ძალიან მაქვს „შეტოპილი“ და უკან დასახევი ხიდი ჩანგრეული.

ჩემი ისტორია, სხვა ბევრი აქ მცხოვრები ქალის ისტორიისგან არაფრით გამოირჩევა. იტალიაში გაჭირვებამ ჩამომიყვანა. ჩვეულებრივ გაჭირვებაზე არ ვსაუბრობ, ხშირად, მართლა პურის ფული არ გვქონდა სახლში. ჩემი მეუღლე ინვადილი იყო და ზოგჯერ მხოლოდ მისი სოციალურის იმედზე ვიყავით. დავუტოვე ჩემი ორი შვილი ჩემს დედამთილს და მეუღლეს, ავიკრიფე გუდა-ნაბადი და ჩამოვედი იტალიაში. მას მერე ვწვალობ და მოვათრევ ემიგრანტულ ტვირთს.

ზოგს გაუმართლებს ხოლმე, მე კი სულ ისეთ სამსახურებში მომიწია მუშაობა, ჯანმრთელობა ცალკე გამინახევრდა და ფსიქიკა ცალკე შემერყა. რამდენიმე წელი გადაბმულად, გამოუსვლელად ვიმუშავე ალცაიმერთან. სხვანაირად არ შემეძლო, შვილებთან ფული უნდა გამეგზავნა. ამასობაში დაიზარდნენ ბავშვები. გოგო 18 წლის გამითხოვდა. ბიჭმაც ცოლი მოიყვანა. თავადაც მიხვდებით რა ხდება ხოლმე ამ დროს, ვალი ვალზე ავიღე, რომ გოგო გამემზითვებინა და ბიჭისთვისაც ისეთი ქორწილი გადამეხადა, უბანში სალაპარაკო არავის ჰქონოდა, დაყარა შვილები, წავიდა და ახლა ერთი ნორმალური ქორწილი არ გადაუხდიაო.

თავიდან თუ ოთხი კაცის შენახვა მიწევდა, ახლა რვა ადამიანს ვინახავ. რაც მეტს ვგზავნი, უფრო მეტის მოთხოვნილება უჩნდებათ. ამას წინათ შვილს ვუთხარი, ჯანი აღარ მივარგა, იქნებ დროებით მაინც ჩამოვიდე სახლში-მეთქი და ჯერ სად უნდა ჩამოხვიდე, სახლში რემონტი ახლა დავიწყეო. გოგოსაც უვარგისი და უსაქმური ქმარი შეხვდა, ისიც იქით მყავს სათრევი. იქნებ თქვენ მაინც მითხრათ რა გავაკეთო და როგორ მოვიქცე, როგორ დავტოვო შვილები ისევ ულუკმაპუროდ. ვიცი, ზოგიერთი მეტყვის, დიდები არიან და თავს თვითონ შეინახავენო, მაგრამ თქვენც ხომ კარგად იცით, რა რთულია თავის გატანა საქართველოში. მაგრამ ამ მოხუცებთან მუშაობაც აღარ შემიძლია ამ განახევრებული ჯანით. გოგოებო, ქალებო, თავიდანვე გაითვალისწინეთ და არ მოიქცეთ ჩემნაირად, არ მიაჩვიოთ ბევრი ფულის გზავნას ოჯახი და ჯანმრთელობას გაუფრთხილდით. ნეტავ თავიდანვე ჩემვისაც აეხსნა და ერჩია ვინმეს.“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 “რას აიჩემეთ ეს მიშა და მიშა, ვერ ხვდებით, რატომ ვგდივარ ამ უცხო ქვეყანაში მეთქი?“ - ქართველი ემიგრანტის ემოციური წერილი

🔵 მთელი ღამე უნდა ვიტირო ახლა - ემიგრანტი ქართველი

🔵 ქართველი პროფესორის იტალიური ამბები - „ქალი გადმოვიდა, ქალის უნახავს გაგხდიდათ“

🔵 ქართველი ემიგრანტის მიერ, სიცილიაზე აღმოჩენილი კახური ქვევრი

🔵  ქართველი ემიგრანტის ბარბარობა იტალიაში - ხედავთ, სად გადმომისროლა ბედისწერამ პატარა ცნობისმოყვარე გოგო?!

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715799131

მსოფლიო

„თავს არც კაცად მივიჩნევ და არც ქალად“ - „ევროვიზიის“ გამარჯვებული

 შვედეთის ქალაქ მალმეში ევროვიზია 2024 დასრულდა. კონკურსში, 591 ქულით, გაიმარჯვა შვეიცარიის წარმომადგენელმა Nemo-მ, სიმღერით, The Code. იგი გახდა, როგორც მაყურებლის, ასევე, ჯამურად 37 ქვეყნის ეროვნული...

ევროვიზიის გამარჯვებული

1715798494

ახალი ამბები

ანი პაპავა გარდაცვლილი იპოვეს

 27 წლის ანი პაპავა, რომელსაც 5 დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. გოგონა ხონში იპოვეს. გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოჯახმა დაუდასტურა. ცნობისთვის,  ჩხოროწყუში 27 წლის ანი პაპავას 10 მაისის შემდეგ...

ანი პაპავა

1715787837

ახალი ამბები

,,გათხოვილი კაცი გვასწავლის ჩვენ, როგორი მორალი და როგორი კანონი უნდა გვქონდეს ქართველებს?!” - შალვა კეკელია

 „აქციაზე 90%-ს კანონი წაკითხული არ აქვს. უბრალოდ ამბობენ, ევროკავშირი გვეუბნება, არ უნდა მიიღოთ და მორჩა. ხვალ მეტყვიან ის კანონი მიიღეთ, რაც საბერძნეთმა მიიღო, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკა...

მამაო

1715787511

ახალი ამბები

,,ევროპული ქვეყნის სახელმწიფო მოხელისაგან სამწუხარო მცდელობა ეკლესიის სტიგმატიზაციისა და თანაც ასეთ რთულ ვითარებაში” - საპატრიარქო

 საქართველოს საპატრიარქო ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ როთის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პა...

ზოგადი

1715785381

ახალი ამბები

შსს-მ პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 1983 წელს დაბად...

დაკავება