მთელი ღამე უნდა ვიტირო ახლა - ემიგრანტი ქართველი

საფრანგეთში მცხოვრები, ემიგრანტი, მწერალი დიანა მირცხულავა, სოციალურ ქსელში წერს:

 

„ამ შერეკილს სამად შემოუხვევია ყელზე კაშნე და მაინც მუხლამდე დასთრევს. მე "ხანგულიას"ვეძახი.

- ეგ რას ნიშნავს?

- მკითხა ერთხელ.

- გეფერები - თქო და მენდო, აღარ უკითხავს მეტად.

პოეტია. აცა- ბაცა ლექსებს წერს. ერთი - ორჯერ გაუვარდა ყარაულის თოფივით და... მოკლედ პოეტია.

გუშხამ ღვინის აღმართზე შემხვდა.

- ოჰოო, ქართული პროზის ანა კალანდაძე!

- და ხელები ჯვარცმულივით გაშალა. ასე დამცინის. უმოწყალო ცინიკოსია.

- შენა, ფული გაქვს? წამო მადათოვზე !

- ისევ გულზე მიხუტებულს მიჩურჩულა.

- კი მაქვს, მაგრამ რაღა დროს მადათოვია, ხანგულია?!

- ჰიჰი, სუ მადათოვია, გოგო.

დავეშვით. სადღაც ხუთი საფეხურით დაბლა ჩავძვერით და არყისა და მწნილის სუნმა ცხვირი წამაძრო.

- დიდებულია, დიდებული, აქაურ მწნილს ხის ბოცებში დებენ და იმიტომაა გამორჩეული.

- ღმერთო, პოეტს თემა არ გამოულიო საწერი! - ო და პირველი გადაჰკრა. გადავკარი მეც, ოღონდ ყბაში არ დამიგუბებია მაგ შერეკილივით.

- როგორ არაფერი იცი, გოგო, წერის გარდა!

ისევ დამცინა. - ზოგჯერ სიკეთეც გამომდის! - შევეთამამე.

- სიკეთე არა, სიბრიყვე გამოგდის...სახარება წაგიკითხავს ? - კი.- აბა, რაო სიკეთეზე, რა წერია?! თუ ორი სამოსი გაქვს, ერთი გაიხადე და მიეციო, თუ ერთი გაქვს, არ გატიტვლდეო, გოგო!

- ისევ დაისხა.- ებეე, გროშები ამოყარე ახლა და აქ წამოვედით, მთელი ღამე უნდა ვიტირო ახლა, რომ დაგახარჯვინე, გაიგე?! მაგრამ ბევრი, რომ გქონოდა და ცოტა მოგვეკლო, მეც ღიღინ- ღიღინით ავუყვებოდი ღვინის აღმართს.

- რა მექნა აბა?! - ორჭიქა გადაკრული მეც ვიჯაგრები.

- არა მაქვსო, უნდა გეთქვა, გოგო! - გაუყიმყიმებელ სიკეთეს გაუმარჯოს დედამიწაზე! - ო და ისევ გადაჰკრა. - ჰა, ნუ იბუზები, გავეშვათ ახლა. კაშნე კიდევ ერთხელ შემოიხვია ყელზე და მაინც მუხლამდე დასთრევდა.

- ტაქსის ფულს მომცემ?!

- საცოდავად დაეღრიჯა სახე. - არა მაქვს, არა! - ჩემივე პასუხი მეუცხოვა.

- ჰოდა, აგრე! ნომერი დამიწერე შენი! - ქაღალდის ნაგლეჯი და კალამი ამოიღო. არ წერდა.

- პირველად ვნახე, პოეტის კალამი არ წერდეს - წავუგველე მეც. არა, ბიჭოს და, ჩამოვრჩებოდი?!

- ჩემისთანა პოეტები?! კალამი რომ არ უწერთ, ისეთები?! კონა - ათშაურად, ოხრადაა, გოგო,- გამეშვი ახლა და იმაზე იფიქრე, რა არის სიკეთე, როცა შენ იხდი უკანასკნელს და ტიტლიკანა რჩები და ვისაც აცმევ, იმასაც ძილს უკარგავ თუ, როცა ორი გაქვს და ერთს აძლევ და ისიც მშვიდად იძინებს ?!“ - წერს ემიგრაციაში მყოფი ქართველი მწერალი დიანა მირცხულავა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ასევე საინტერესოა:

🔵 ყველა პენსიონერს არ ჰყავს შვილი - ნანიკო ხაზარაძე ექიმებს მიმართავს

🔵 დიეტის გარდა არაფერი დამებედა - ნანუკა ჟორჟოლიანი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795587074

მსოფლიო

კვლევის მიხედვით, გერმანელთა 53% უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას ემხრობა

ჰამბურგში დაფუძნებული „კიორბერის ფონდის“ (Körber Foundation) გამოკითხვის თანახმად, გერმანიაში გამოკითხულთა 53% უკრაინისთვის იარაღის მიწოდების სრულად შეწყვეტას ემხრობა, 46% კი სამხედრო დახმარების გაგრძ...

უკრაინა და გერმანია

1795586113

ახალი ამბები

ავარია თბილისში - დაშავდა 1 ადამიანი

თბილისში, ნაძალადევში, ერისთავის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ. ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სა...

დაჭრა, შემთხვევა, სამართალი,

1795585122

ახალი ამბები

გუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ ახალგაზრდა კაცზე: პაციენტის სიმძიმეს განაპირობებს დამწვრობითი ფართი და სიღრმე, მთელი სხეულის დაახლოებით 83%-ია დამწვარი

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კაცი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 31 წლის კაცს, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა, სხვა დაზიანებებთან ერთად, სხეულის 83%-ის დამწვრობა აღენი...

გუგა ქაშიბაძე

1795583938

ახალი ამბები

ლევან ჭოტორლიშვილი: საქართველოს მშპ 2012-დან 2025 წლამდე გაიზარდა 415%-ით - „ოცნების“ მმართველობის საოცარი შედეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2012-დან 2025 წლამდე 415 პროცენტიან ზრდაზე საუბრობს და წერს, რომ მას აკვირვებს ის ხალხი, რომლებიც...

ლევან ჭოტორლიშვილი

1795582609

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში სუროგაცია აკრძალულია

უახლოეს მომავალში პარლამენტი სუროგაციის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის განხილვას დაიწყებს. ცვლილებების მიხედვით, ქვეყანაში სუროგაცია სრულად აიკრძალება. უმრავლესობის წევრების განცხადებით, საკანონმდებლ...

ნინო წილოსანი