„იწყება ტრანსფორმაციის პერიოდი, იქნება ცვლილებები, რაც დიდ ფინანსებს უკავშირდება“ - ასტროლოგიური პროგნოზი სოფია ბზეკალავასგან

„ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს ვიწყებთ, ეს არ არის ერთი ან ორ -კვირიანი. 19 რიცხვიდან პლანეტა, რომელიც კაცობრიობის განვითარებაზეა პასუხისმგებელი, პლუტონი იცვლის ზოდიაქოს ნიშანს. 2046 წლამდე ის იქნება მერწყულის ზოდიაქოში.

იწყება სრულიად ახალი პერიოდი. იქნება კოლექტიური გამოღვიძების პერიოდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ახლა ბევრი სისტემა გაჩერდება, იქნება გაფიცვები სხვადასხვა მიზეზებით“, - ამის შესახებ ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ გადაცემაში „შენი დილა“ კვირის ასტროლოგიური პროგნოზზე ისაუბრა. 

ვერძი

საინტერესო პროცესები მიდის, სრულდება საკმაოდ რთული ეტაპი და დადგება დამსახურებული წარმატების პერიოდი. შესაძლოა ვიღაც იყო ტრავმულ ურთიერთობაში, ვიღაც განქორწინდა, ამ ეტაპიდან კი კუთვნილ შანსებს მიიღებთ. დადგა დრო, აშენოთ ურთიერთობები, სადაც აღარ იბრძვით, უბრალოდ სიამოვნებას იღებთ.

კურო

იწყება დიდი გამოწვევები, თუმცა ეს ძალიან გაგზრდით. მოგიწევთ გარემოცვის შეცვლა, შეიცვლება თქვენი მენტალობა, ხედვები, ჩვევები. იპოვით საკუთარ თავს პროფესიაში, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სისტემა თქვენ არ მოგერგებათ, თავად უნდა განვითარდეთ როგორც პროფესიონალი. პირად ურთიერთობებს რაც შეეხება, თუ ეცდებით აკონტროლოთ სიტუაციები, ეს თქვენთვის იქნება ტრავმული.

ტყუპები

ძლიან კარგი პერიოდი გაქვთ, რაც აქამდე არ გამოდიოდა, გამოგივათ. საუკეთესო დროა თვითგანვითარებისთვის, ცნობიერების ამაღლებისთვის, მოგზაურობისთვის, ემიგრაციისთვის. მოდის ძალიან კარგი შანსები, საერთოდ ახალი პერიოდი გეწყებათ და თვალწინ სხვანაირი სამყარო გადაიშლება.

კირჩხიბები

იწყება ტრანსფორმაციის პერიოდი. იქნება ცვლილებები, რაც დიდ ფინანსებს უკავშირდება. ეს შეიძლება იყოს რაღაც ეტაპის დასრულება თქვენს ცხოვრებაში, რაც ფინანსურ ვალდებულებებს უკავშირდებოდა. საბოლოოდ დაასრულებთ ტოქსიკურ ურთიერთობას, გადახვალთ განსხვავებულ მოდელზე ურთიერთობის.

ლომი

ეს პერიოდი თქვენზე განსაკუთრებით აისახება, ბევრი ჩახედავს საკუთარ შიშებს თვალებში. ძალიან დიდი გამოწვევების დროა, რასაც თავი მარტომ უნდა გაართვათ. ბევრისთვის იქნება ურთიერთობების დასასრული. ვიღაცისთვის დაწყება ახალი ურთიერთობები. სწორედ გადაანაწილეთ პრიორიტეტები.

ქალწული

სამსახურებრივი ცვლილებების მნიშვნელოვანი ეტაპი მოდის. თუ სისტემა ვერ აგიწყობთ ფეხს, მაშინ უნდა იქონიოთ სითამამე და წახვიდეთ სხვაგან. მოგიწევთ საკუთარი ნებისყოფის მუჭში მოქცევა. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, საქმე ხანგრძლივ ვადიან პრობლემასთან გვექნება.

სასწორი

მოდის მნიშვნელოვანი ეტაპი სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით. აქამდე საშუალება არ გქონდათ ნორმალურად გეშენებინათ პირადი ურთიერთობები, ახლა კი ამის შანსი გეძლევათ. ახალი, ტრანსფორმაციული ეტაპია თქვენს ცხოვრებაში.

მორიელი

დიდი გამოწვევები გელით 2046 წლამდე. საცხოვრებლის შეცვლა, ოჯახური ურთიერთობებით დამთავრებული. კარგი იქნება თუ თქვენი ცვლილებები არ იქნება შლეიფით კონფლიქტების. მოგიწევთ არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება, მხარს არ დაგიჭერს ოჯახი, თუმცა საბოლოო ჯამში ძალიან კარგ შედეგს დადებთ. კარგი იქნება თუ თქვენს მეორე ნახევარზე გადამეტებულ გავლენას არ მოახდენენ მისი ნათესავები და ოჯახის წევრები, რადგან ეს ტრავმებს შემოიტანს თქვენს ურთიერთობაში.

მშვილდოსანი

გეცვლებათ მენტალობა, დამოკიდებულებას, სწავლობთ, რომ წვრილმანებში იმალება გრანდიოზული რაღაცები. აითვისებთ ახალ პროფესიას, თქვენს ინიციატივას დიდი მნიშვნელობა ექნება. დადგა დრო თქვენი ცოდნა გააზიაროთ.

თხის რქა

მნიშვნელოვანი და რთული პერიოდი სრულდება! თუ ჯანმრთელობას უჩიოდით, კარგი პერიოდი დგება თქვენი გამოჯანმრთელების. იწყება ახალი ეტაპი კარიერის კუთხით. საქმიანობა, რაც საკუთარი თავის პოზიციონერობასთანაა დაკავშირებული. მიხვდებით, რომ თქვენი ენერგიის კონცენტრაციით დიდი და მნიშვნელოვანი მიზნები შენდება.

მერწყული

აუცილებლად დაიწყება ტრანსფორმაცია. გაქვთ საშუალება დაიმკვიდროთ თავი დიდ სოციუმში, პროექტებში, დაიწყებთ ახალ ურთიერთობებს. არ მოექცეთ გავლენის ქვეშ. თუ აქამდე არ იქცეოდით ადამიანური მორალის ფარგლებში, დადგება ახლა თქვენს წინაშე გუნდი და კოლექტივი, რომელსაც თქვთან პრეტენზია ექნება.

თევზები

2046 წლამდე გეძლევათ შანსი შეხვიდეთ საქმიანობაში, რომელიც ითვალისწინებს ჩრდილოვანი პოზიციიდან ძალიან დიდი პროექტების მართვას. კულისებს მიღმა დიდი მხარდაჭერა გექნებათ კოლეგებისგან, გუნდისგან და კოლექტივისგან. შეხვალთ ურთიერთობებში, სადაც მოგიწევთ მოერგოთ პარტნიორს.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1731773390

სპორტი

ვილი სანიოლმა უკრაინასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მეხუთე ტურში უკრაინის ნაკრებს უმასპინძლებს. უკვე ცნობილია ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა. საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი; კვირკველია, კაშია, ლ...

ნაკრები

1731768378

სოციალური მედია

„სასწაული გოგო ხარ“ - გურამ ლომიძის რჩეული ახალ ფოტოებს გვიზიარებს

მას შემდეგ რაც „ქუჩის ბიჭების“ წევრი, მომღერალი გურამ ლომიძე და ივანა მელაი დაშორდნენ, დიდი დრო გავიდა. მომღერალს ახლა შეყვარებული ჰყავს და მისი რჩეული ეკატერინე ტუღუშია, რომელიც სოციალურ ქსელში საკმა...

ეკატერინე ტუღუშ

1731762621

სოციალური მედია

„როგორ ზრუნავს პატარაზე“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილების ახალ კადრებს გვიზიარებს

მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე რამდენიმე კვირის წინ მეორე გოგონას მშობლები გახდნენ, რომელსაც ლილი დაარქვეს. ჯანეტი, რომელიც მშობიარობის შემდეგ არაჩვეულებრივად გამოიყურება. მან...

 ჯანეტ ქერდიყოშვილი

1731757151

სოციალური მედია

„გული ვერ იტევს“ - რა კადრებს აქვეყნებს გარდაცვლილი ორსულის ქმარი

ორსული, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში მთელი საქართველო გულშემატკივრობდა და მისი სიცოცხლის გადასარჩენად გაერთიანდა, გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქალი ზესტაფონში მცხოვრები შორენა ონიანია, რომელმაც რამდ...

გარდაცვლილი ორსული

1731755401

საზოგადოება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. ინფორმაციას ცენტრალურმა საარჩევნო კომისია ავრცელებს. „შემ...

ცესკო