„თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ და ჩვენი ძლიერი მხარეები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“ - ოთარ კიტეიშვილი

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა უკრაინასთან მატჩისთვის მიმდინარე მზადების პროცესზე კომენტარი გააკეთა.

„რამდენიმე დღეა რაც ვემზადებით ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებისთვის. ბოლო ორი დღეა შედარებით ინტენსიური ვარჯიშები გვქონდა, რომ მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ მოახლოებულ შეხვედრებს. გაცნობიერებული გვაქვს, თუ რა მნიშვნელობის თამაშები გველის. ჯგუფის გადამწყვეტი ფაზაა და აუცილებელია მაქსიმალურად კარგი თამაშის ჩვენება დადებითი შედეგის მისაღწევად.

განსხვავებული მატჩები ჩავატარეთ. ოქტომბერში, უფრო მეტად დაცვიდან გვეთამაშებოდნენ მეტოქეები და ნაკლებ სივრცეს გვიტოვებდნენ. მსგავსი მოლოდინი გვაქვს მოახლოებულ შეხვედრებშიც, თუმცა უკრაინაც მოსაგებად იბრძოლებს, ჩვენ კი, ჩვენს თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ და ჩვენი ძლიერი მხარეები მაქსიმალურად გამოვიყენოთ“, - განაცხადა კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულით მეორე ადგილზეა. ჯგუფს 7 ქულით ჩეხეთი ლიდერობს, ალბანეთს 6 ქულა აქვს, ხოლო უკრაინას - 4.

საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს, ბათუმში, უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს, ოლომოუცში, ჩეხეთის ნაკრებს ესტუმრება.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1731773390

სპორტი

ვილი სანიოლმა უკრაინასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მეხუთე ტურში უკრაინის ნაკრებს უმასპინძლებს. უკვე ცნობილია ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა. საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი; კვირკველია, კაშია, ლ...

ნაკრები

1731768378

სოციალური მედია

„სასწაული გოგო ხარ“ - გურამ ლომიძის რჩეული ახალ ფოტოებს გვიზიარებს

მას შემდეგ რაც „ქუჩის ბიჭების“ წევრი, მომღერალი გურამ ლომიძე და ივანა მელაი დაშორდნენ, დიდი დრო გავიდა. მომღერალს ახლა შეყვარებული ჰყავს და მისი რჩეული ეკატერინე ტუღუშია, რომელიც სოციალურ ქსელში საკმა...

ეკატერინე ტუღუშ

1731762621

სოციალური მედია

„როგორ ზრუნავს პატარაზე“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილების ახალ კადრებს გვიზიარებს

მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე რამდენიმე კვირის წინ მეორე გოგონას მშობლები გახდნენ, რომელსაც ლილი დაარქვეს. ჯანეტი, რომელიც მშობიარობის შემდეგ არაჩვეულებრივად გამოიყურება. მან...

 ჯანეტ ქერდიყოშვილი

1731757151

სოციალური მედია

„გული ვერ იტევს“ - რა კადრებს აქვეყნებს გარდაცვლილი ორსულის ქმარი

ორსული, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში მთელი საქართველო გულშემატკივრობდა და მისი სიცოცხლის გადასარჩენად გაერთიანდა, გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქალი ზესტაფონში მცხოვრები შორენა ონიანია, რომელმაც რამდ...

გარდაცვლილი ორსული

1731755401

საზოგადოება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. ინფორმაციას ცენტრალურმა საარჩევნო კომისია ავრცელებს. „შემ...

ცესკო