„სამხრეთ ტიროლიში თუ მოხვდებით და სეჩედას არ ნახავთ, ეს იგივეა, ფლორენციაში მოგზაურობდეთ და პიაცცალე მიქელანჯელო არ ნახოთ“ - მაია სიმონიშვილი
„სამხრეთ ტიროლიში თუ მოხვდებით და სეჩედას არ ნახავთ, ეს იგივეა, ფლორენციაში მოგზაურობდეთ და პიაცცალე მიქელანჯელო არ ნახოთ. ამ ალბომს განსაკუთრებით მთის ხალხს გიძღვნით“. - წერს ტოსკანაში, ემპოლიში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მაია სიმონიშვილი და მკითხველს თავის გამოცდილებას უზიარებს:
„მაშ ასე, თქვენს წინაშეა იტალია. რეგიონი- ტრენტინო-ალტო-ადიჯე. ბოლცანოს პროვინცია.
ოდლეს მთების ჯგუფი.
დოლომიტები მდებარეობს იტალიის ტერიტორიაზე, სამხრეთ ტიროლის ავტონომიურ რესპუბლიკაში. დასახლებულია ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფით - ლადინები. მთავარი სასაუბრო ენა გერმანული და ლადინური. იტალიურიც იციან, თუმცა ყველამ არა (ან იციან, მაგრამ რასაც ჰქვია არ გესაუბრებიან იტალიურად).
სამხრეთ ტიროლს ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ავსტრია, სადაც მდებარეობს ჩრდილოეთ ტიროლი და მეორე მსოფლიო ომამდე ორივე ტიროლი ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. თუმცა შემდეგ ჰიტლერმა სამხრეთ ტიროლი საჩუქრად გადასცა მუსოლინს და სწორედ ამის გამო დღესდღეობით იგი იტალიის ტერიტორიაა.
სამწუხაროდ, რაც იქ ყოფნისას ვიგრძენი იყო ის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას იტალიურად თუ დაელაპარაკე დიდად ეს მათ არ სიამოვნებთ.
ვერსად იტალიურ დროშას ვერ ნახავთ. ყველგან ავსტრიის დროშა ფრიალებს. ეკლესიების გუმბათებზე კი ავსტრიის და ვატიკანის.
სამხრეთ ტიროლის კიდევ მოვუბრუნდები სხვა ფოტო ალბომის ისტორიებით. ამ ეტაპზე კი მოგიყვებით კონკრეტულად სეჩედას მთაზე.
„Monte Seceda“ - მდებარეობს ვალ გარდენას ხეობაში, ოდლეს მთების ჯგუფში, ქალაქ ორტისეიში. ქალაქიდან მთის წვერამდე ასვლა შესაძლებელია საბაგრიო გზით (ერთი გზა - 25€ და უკან შეგიძლიათ დაბრუნდეთ ფეხით, სპეციალური ბილიკით, ხოლო ორივე გზა 35€). საბაგირო გაყოფილია ორ ნაწილად. (გადაჯდომა გიწევს ანუ ). პირველი ნაწილი პატარა კაბინებისგან შედგება, მეორე ნაწილი კი მეტად ექსტრემალურია. ერთ კაბინას, დაახლოებით 20-25 ადამიანი, აჰყავს ციცაბო კლდეზე. ირგვლივ იშლება საოცარი ხედები. მწვანედ მოქარგულ ხალიჩას ამშვენებს ყვავილებით გაპრანჭული ტიპური სახლები და შეიძლება ტყეში მშვიდად მოკუნტრუშე ირმებიც კი შენიშნოთ (ზღაპრის გმირი ბემბიც კი).
თითქმის მთის წვერზე ასულებს, ვიწრო ბილიკები წაგიყვანთ სხვადასხვა მიმართულებით (არჩევანი თქვენზეა). ზღვის დონიდან 2,519 მეტრზე შეგიძლიათ დააგემოვნოთ „Caffè espresso“ (3€).
დააკვირდით ასევე ტრაფარეტებს, რომლებზეც მინიშნებულია თუ რომელ მხარეს უნდა წახვიდეთ, რომ “სასწაული” ფოტო გადაიღოთ (მსგავსი შინაარსის ტრაფარეტებს უკვე ძალიან ბევრ ტურისტულ ადგილას შეხვდებით, ფოტოაპარატის ნიშნით).
წერა დიდად არ მეხერხება (მოგზაურობა უფრო კარგად გამომდის მგონი), მაგრამ შევეცადე ცოტა წარმოდგენა შემექმნა თქვენთვის.
დანარჩენ შთაბეჭდილებებს ფოტოებით გაგიზიარებთ“. - წერს მაია სიმონიშვილი და მის გადაღებულ ფოტოებს აუდიტორიას უზიარებს.



მაია სიმონიშვილის ფოტოები
1777470736
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: მთლად ისე ნუ წარმოაჩენს ოპოზიცია, რომ ქართველ ექიმებს არავინ ენდობა. არ ეცადოთ ამის გაკეთება, ეს მხოლოდ შეგარცხვენთ და დაგამცირებთ
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 2025 წელს ონკოლოგიური დაავადებების მართვისთვის სერვისი მიეწოდა 38 627 ბენეფიციარს. ეს თემა ეხება უცხოეთში წასვლის სურვილის მქონე პაციენტებს. კი, საკმაოდ ბევრს...
1777470088
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენი გუნდისთვის ორი კრიტერიუმია განმსაზღვრელი, ეს არის პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება, მოხარულები ვართ, რომ სამართალდამცავი ორგანოების სათავეში დგანან ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან ამ თვისებებით
ჩვენი სახელისუფლებო გუნდისთვის ორი კრიტერიუმია განმსაზღვრელი თანამდებობის დაკავებისას, ეს არის პროფესიონალიზმი, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამართალდამცავ ორგანოებში და ეს არის კეთილსინდისიერებ...
1777469330
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ნებისმიერი პოზიცია, რომელსაც იკავებდა და დაიკავებს მამუკა მდინარაძე არის წარმატების გარანტია
ნებისმიერი პოზიცია, რომელსაც იკავებდა და დაიკავებს მამუკა მდინარაძე არის წარმატების გარანტია, - აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი. იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიცია სტრუქტურულ...
1777468156
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6920 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6925 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1777467883
საზოგადოებაზაზა ლომინაძე: გაოცებას ვერ ვმალავ „გახარია-საქართველოსთვის“ გუნდის გამონათქვამებით, თქვენი გამოსვლა იყო ამორალური, სრულიად გახვედით საექიმო და საპარლამენტო ჩარჩოებიდან, ამას არც ოპოზიცია ჰქვია
მინდოდა გამეგრძელებინა თქვენი საუბარი იმ გამოწვევებზე, თუ რა გვაქვს დღეს საქართველოში, რა უნდა გავაკეთოთ თითოეული მოსახლისათვის, რა უნდა გავაკეთოთ იმ 100 ბავშვისათვის, ისევე, როგორც გავაკეთეთ იმ 20 ბა...


























