სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 33-ე კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა გაიმართა

2026 წლის 29 აპრილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1558-ე სხდომაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 33-ე კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა შედგა. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 33-ე კონსოლიდირებული ანგარიში წარადგინა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ. ანგარიში ასახავს 2025 წლის ოქტომბერი - 2026 წლის მარტის პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებსა და სიახლეებს. დოკუმენტი აღწერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებას.

„საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მან მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და მინისტრთა კომიტეტს, კონსოლიდირებული ანგარიშის მიღებისთვის და ხაზი გაუსვა აღნიშნული საკითხის ევროპის საბჭოს დღის წესრიგში აქტიურად შენარჩუნების მნიშვნელობას. ლაშა დარსალიამ სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარებისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებების საკითხს, მათ შორის ბოლო დროის უკანონო ქმედებებს. ხაზი გაესვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების მნიშვნელობას.

ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ადასტურებს საქართველოს რეგიონების რუსეთის მიერ ოკუპაციას და ეფექტურ კონტროლს. სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების დარღვევისა და საქართველოს ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის გაძლიერების საკითხი. მინისტრის მოადგილე ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დინამიკას. მან დაადასტურა საქართველოს მთავრობის მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი ერთგულება.

თავის მხრივ, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა და დაადასტურა, რომ ევროპის საბჭო, მანდატის ფარგლებში, გააგრძელებს კონსოლიდირებული ანგარიშების მიღების პრაქტიკას.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ალან ბერსესთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის აქტუალური საკითხები და კიდევ ერთხელ დაადასტურეს თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777473028

საზოგადოება

პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, საჯარო მოსამსახურეებს შესაძლებლობა მიეცემათ, შეთავსებით განახორციელონ ექსპერტული საქმიანობ...

თამარ მახარაშვილი

1777472726

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მინდა, გეკა გელაძეს მივულოცო სუსის უფროსის თანამდებობის დაკავება, მისი მინისტრობის დროს უამრავი ცვლილება განხორციელდა შსს-ში

მინდა, გეკა გელაძეს მივულოცო სუსის უფროსის თანამდებობის დაკავება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსად გეკა გელაძის წარდგენისას. როგორც მთავრო...

ირაკლი კობახიძე

1777470736

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: მთლად ისე ნუ წარმოაჩენს ოპოზიცია, რომ ქართველ ექიმებს არავინ ენდობა. არ ეცადოთ ამის გაკეთება, ეს მხოლოდ შეგარცხვენთ და დაგამცირებთ

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 2025 წელს ონკოლოგიური დაავადებების მართვისთვის სერვისი მიეწოდა 38 627 ბენეფიციარს. ეს თემა ეხება უცხოეთში წასვლის სურვილის მქონე პაციენტებს. კი, საკმაოდ ბევრს...

მიხეილ სარჯველაძე

1777470088

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენი გუნდისთვის ორი კრიტერიუმია განმსაზღვრელი, ეს არის პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება, მოხარულები ვართ, რომ სამართალდამცავი ორგანოების სათავეში დგანან ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან ამ თვისებებით

ჩვენი სახელისუფლებო გუნდისთვის ორი კრიტერიუმია განმსაზღვრელი თანამდებობის დაკავებისას, ეს არის პროფესიონალიზმი, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამართალდამცავ ორგანოებში და ეს არის კეთილსინდისიერებ...

ირაკლი კობახიძე

1777469330

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: ნებისმიერი პოზიცია, რომელსაც იკავებდა და დაიკავებს მამუკა მდინარაძე არის წარმატების გარანტია

ნებისმიერი პოზიცია, რომელსაც იკავებდა და დაიკავებს მამუკა მდინარაძე არის წარმატების გარანტია, - აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი. იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიცია სტრუქტურულ...

რატი იონათამიშვილი