მიხეილ სარჯველაძე: საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში - კერძოშიც, საჯაროშიც ონკოლოგიის მიმართულებით ყველაფერი იდეალურად ნამდვილად არ არის, მაგრამ სისტემა ნამდვილად ვითარდება - კარგად და მაღალი ტემპით

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიურ პაციენტებს უფინანსდებათ არა მხოლოდ ქიმიო-ჰორმონოთერაპია საჭირო მედიკამენტებით და სხივური თერაპია, ასევე - ზემოაღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებული გამოკვლევებიც. ეს ნიშნავს, რომ მკურნალობის პერიოდში კვლევები, ეს იქნება ლაბორატორიული, მაღალტექნოლოგიური თუ სხვა, ჩვენი ბენეფიციარებისთვის რეალურად არის ხელმისაწვდომი. ამასთან, 2024 წელს განხორციელებული ცვლილებებით, ქიმიო, ჰორმონო და სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები ანაზღაურდება ულიმიტოდ, სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე და ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მიუხედავად შემოსავლისა და კერძო დაზღვევის სტატუსისა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, პროგრამის წარმოდგენილი გაფართოების შემდეგ, ყოველთვიურად მზარდია დაფინანსების მოთხოვნების რაოდენობა - 2025 წელს იგივე 2023-თან შედარებით 77%-ით არის გაზრდილი ონკოპაციენტების მკურნალობისთვის გაწეული ჯამური ხარჯი, ხოლო 1 ბენეფიციარზე დანახარჯის ზრდა, ამავე პერიოდში, 50%-ს აჭარბებს.

„ნამდვილად შეიძლება ფიქრი იმაზე, რომ როგორც ადრეული დიაგნოსტიკის, ისე მკურნალობის შემდგომი მონიტორინგის დაფინანსება გავხადოთ სისტემური და იქცეს საყოველთაო სტანდარტული ჯანდაცვის პროგრამის ნაწილად.

არის ასეთი პრაქტიკა, რომ მაგალითად, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, აუცილებელია ასე ვთქვათ, მონიტორინგის რეჟიმში ყოფნა. ამისთვის კი საჭირო ხარჯებთან დაკავშირებით, სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ამა თუ იმ ინსტრუმენტების გათვალისწინებით ხელმისაწვდომობა ნამდვილად არსებობს, თუმცა, შეიძლება განხილვა, რომ ეს იქცეს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის სისტემურ ნაწილად. ნამდვილად არ არის ისე, რომ პაციენტები და ზოგადად, ონკოლოგიის თემა დარჩენილია უყურადღებოდ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ონკოთერაპიის კურსს, წლის განმავლობაში, ასრულებს საშუალოდ 3 000 ბენეფიციარი, რომელთაც ესაჭიროებათ შემდგომი მეთვალყურეობა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მათ შორის 60%-ზე მეტი შეადგენს იმ კატეგორიებს, ვისაც საყოველთაო ჯანდაცვის ამბულატორიული კომპონენტით ეკუთვნით რუტინული, თუ CT გამოკვლევები შეუზღუდავად.

„სხვა მოწყვლადი ჯგუფების გამოკვლევების დაფინანსება მუდმივად განიხილება რეფერალური კომისიის მიერ, ხოლო ბენეფიციარების ნაწილი სარგებლობს კერძო სადაზღვევო სქემებით. კვლევების ნაწილი ხელმისაწვდომია სკრინინგის ფარგლებშიც.

ვფიქრობ, შეიძლება, რომ თუკი ამჟამად ასეთი ტიპის კვლევები ხელმისაწვდომია სხვადასხვა პროგრამის საშუალებით, ამის ნაცვლად ეს გავხადოთ სტანდარტული დაფინანსების ნაწილად. თუმცა, აქ მხედველობაში იქნება მისაღები ის, თუ რამდენად მიზანშეწონილი იქნება შესაბამისი დიფერენცირების გარეშე, ყველასთვის თანაბრად მისაწვდომობის უზრუნველყოფა (მაგალითად მათთვის, ვინც სოციალურად შეძლებულია, თუ დაუცველია, მათთვის, ვისაც აქვს კერძო დაზღვევა და არ აქვს და ა.შ.). აქ საფიქრალია, როგორი უნდა იყოს პროგრამის დიზაინი ასეთი დამატებითი შესაძლებლობის გაჩენისთვის.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში - კერძოშიც, საჯაროშიც ონკოლოგიის მიმართულებით ყველაფერი იდეალურად ნამდვილად არ არის, მაგრამ არც ისე ცუდად არის საქმე, როგორც ვინმეს შეიძლება, ამის წარმოჩენის სურვილი და მცდელობა ჰქონდეს. ნამდვილად ვითარდება ეს სისტემა; კარგად ვითარდება, მაღალი ტემპით ვითარდება. ვფიქრობ, რომ საქართველოს დღეს ამ მიმართულებით აქვს საკმაოდ კარგი წარმატებები. ბოლო 10 წლის განმავლობაში პროგრესიც საკმაოდ შთამბეჭდავია და საქართველოს აქვს საკმაოდ კონკურენტული შესაძლებლობები, მათ შორის უპირველესად მაღალკვალიფიციური სამედიცინო კადრების სახით“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777472726

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მინდა, გეკა გელაძეს მივულოცო სუსის უფროსის თანამდებობის დაკავება, მისი მინისტრობის დროს უამრავი ცვლილება განხორციელდა შსს-ში

მინდა, გეკა გელაძეს მივულოცო სუსის უფროსის თანამდებობის დაკავება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსად გეკა გელაძის წარდგენისას. როგორც მთავრო...

ირაკლი კობახიძე

1777471932

საზოგადოება

სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 33-ე კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა გაიმართა

2026 წლის 29 აპრილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1558-ე სხდომაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 33-ე კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა შედგა. სხდომაშ...

ლაშა დარსალია

1777470736

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: მთლად ისე ნუ წარმოაჩენს ოპოზიცია, რომ ქართველ ექიმებს არავინ ენდობა. არ ეცადოთ ამის გაკეთება, ეს მხოლოდ შეგარცხვენთ და დაგამცირებთ

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 2025 წელს ონკოლოგიური დაავადებების მართვისთვის სერვისი მიეწოდა 38 627 ბენეფიციარს. ეს თემა ეხება უცხოეთში წასვლის სურვილის მქონე პაციენტებს. კი, საკმაოდ ბევრს...

მიხეილ სარჯველაძე

1777470088

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენი გუნდისთვის ორი კრიტერიუმია განმსაზღვრელი, ეს არის პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება, მოხარულები ვართ, რომ სამართალდამცავი ორგანოების სათავეში დგანან ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან ამ თვისებებით

ჩვენი სახელისუფლებო გუნდისთვის ორი კრიტერიუმია განმსაზღვრელი თანამდებობის დაკავებისას, ეს არის პროფესიონალიზმი, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამართალდამცავ ორგანოებში და ეს არის კეთილსინდისიერებ...

ირაკლი კობახიძე

1777469330

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: ნებისმიერი პოზიცია, რომელსაც იკავებდა და დაიკავებს მამუკა მდინარაძე არის წარმატების გარანტია

ნებისმიერი პოზიცია, რომელსაც იკავებდა და დაიკავებს მამუკა მდინარაძე არის წარმატების გარანტია, - აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი. იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიცია სტრუქტურულ...

რატი იონათამიშვილი