"მოდით ჩემს საფლავზე, თქვენს გასაჭირზე მომიყევით, როგორც ცოცხალს და დაგეხმარებით" - ამბავი მამა ვიტალის შესახებ
ამბავი დიდი მოღვაწის – მამა ვიტალის შესახებ.
"თქვენ არ იცით, ვინ დავკარგეთ" – ილია მეორე მამა ვიტალის შესახებ.
მამა ვიტალი (სიდორენკო) დაიბადა 1928 წელს რუსეთში. მისი დედა ჯერ კიდე მისი მუცლად ტარებისას, ასე ლოცულობდა: "ღმერთო, ისეთი ბავშვი მომეცი, რომელიც სასურველი იქნება შენთვისაც და ადამიანებისთვისაცო"
მან სიზმარში ორი ნათელი მზე იხილა და გაუკვირდა: "საიდან ორი მზე" პასუხად ჩაესმა: "ერთი მზე შენს საშოშია" რვა დღის ჩვილი ნათლობისას იღიმებოდა, ემბაზში კი ფეხზე დადგა.
"ეს ბავშვი დიდი ადამიანი იქნება". სახლში დედას ჩვილის აკვანთან ხშირად ესმოდა ანგელოზთა საოცარი გალობა.
გადმოცემის თანახმად, ყრმა ვიტალი ხორცს საერთოდ არ იღებდა, ხოლო ოთხშაბათს და პარასკევს რძესაც არ აკარებდა პირს.
პატარა ვიტალის კითხვა რომ უსწავლია, მისი საყვარელი წიგნი წმიდა სახარება გამხდარა.
16 წლის ვიტალიმ საბჭოთა პასპორტი დახია.
1969 წელს მამა ვიტალი თბილისში ჩამოვიდა და წმიდა კეთილმორწმუნე მეფის, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში მივიდა, სადაც მაშინ მეუფე ზინობი (მაჟუგა) მოღვაწეობა და რომელმაც აკურთხა მღვდელმონაზონად.
მისთვის საქართველო ყოველთვის “წმიდა ივერია” იყო.
სამოქალაქო ომი 30 წლით ადრე იწინასწარმეტყველა.
მონაზონთა თქმით, თბილისს ყოველ საათს ოთხივ კუთხით აკურთხებდა და უფალს მის დაცვას ევედრებოდა.
აფხაზეთის ომამდე რამდენიმე წლით ადრე აფრთხილებდა გარშემო მყოფთ:
"იქნება მიწაზე საშინელი სისხლის ღვრა, ძმათა კვლა, შიმშილი. ნუ გადააგდებთ საჭმელს, რადგან მაშინ ნარჩენებითაც კმაყოფილნი იქნებით.
შეიცანით საკუთარი თავი და გაიგეთ, რომ რაც სამყაროში ხდება, ჩვენი ბრალია, ჩვენი ცოდვებისა".
1992 წელს ძმათამკვლელი ომის დროს მამა ვიტალიმ გაამკაცრა მარხვა და ლოცვა.
მთელ დღეებს მდუმარებასა და ლოცვაში ატარებდა.
საღამოობით ანთებდა უამრავ სანთელს. მუხლს მოიდრეკდა ცივ ქვაზე, რომელიც საგანგებოდ ლოცვისათვის შეიტანა სენაკში და უფალს ავედრებდა საქართველოს.
იგი დიდად აფასებდა მის თანამებრძოლს სულიერ ბრძოლაში – მამა გაბრიელს, ამბობდა ხოლმე: "გაბრიელ ბერი – უდიდესი ბერია".
მამა ვიტალი 1992 წლის 1 დეკემბერს გარდაიცვალა. მან თავისი გარდაცვალების შესახებ წინასწარ იცოდა.
გარდაცვალებამდე 9 დღით ადრე ძალიან ცუდად გახდა, მეტყველების უნარი დაკარგა და სხეულის მარჯვენა ნაწილი პარალიზებული ჰქონდა. მასთან ხშირად მიდიოდა უწმინდესი და უნეტარესი ილია მე-2-ე.
გარდაცვალების შემდეგ ცხედარი დაასვენეს წმიდა კეთილმორწმუნე მეფის, ალექსანდრე ნეველის ტაძარში.
მიცვალებულს წესი პატრიარქმა ილია II-მ აუგო. როდესაც მამა ვიტალისთვის მიტევების ფურცელი უნდა ჩაედოთ ხელში, ყველამ დაინახა, როგორ გაშალა ხელი გარდაცვლილმა, ფურცლის ჩადების შემდეგ კი ისევ შეკრა.
მამა ვიტალი მთელი თავისი სიცოცხლე უფალს და ხალხს ემსახურებოდა.
ასეა დღემდე.
მონაზონთა გადმოცემით, მას უთქვამს “მოდით ჩემს საფლავზე, თქვენს გასაჭირზე მომიყევით, როგორც ცოცხალს და დაგეხმარებითო”
მამა ვიტალი დასაფლავებულია თბილისში, ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში, დღესაც უამრავი ადამიანი აღნიშნავს, რომ მამა ვიტალი ბევრჯერ დახმარებია.
მის საფლავზე ყოველდღიურად მიდიან მორწმუნენი, მიაქვთ ყვავილები, ანთებენ სანთლებს და ლოცულობენ...
მამა ვიტალი, დამეხმარე! მამაო, შემეწიე!“, – უხმობენ სულიერი შვილები და არა მხოლოდ ისინი და მწუხარება განქარდება, სული სიხარულით ივსება და სულიერი თუ ფიზიკური სნეულებანი იკურნება.
შეგვეწიოს ყველას მისი მადლი.
ასევე დაგაინტერესებთ:
1764932089
ახალი ამბებიკახა კალაძე: ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნაა
ჯერ კიდევ 2012 წელს პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა იმაზე, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნებოდა ზრუნვა, ზრუნვა ადამიანებზე, ჩვენი ქვეყნის მოქ...
1764932059
საზოგადოებადავით მათიკაშვილი BBC-ს ფილმზე: ეს არის აბსურდის თეატრი, ცდილობენ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარონ
„ეს არის აბსურდის თეატრი, ცდილობენ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარონ“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა BBC-ს ფილმთან დაკავშირებით....
1764930923
საზოგადოებაპრემიერი: თუ 2012 წლამდე საცხოვრებელი მხოლოდ 19 000-მდე ოჯახს გადაეცა, 2012 წლის შემდეგ ჩვენ ეს რიცხვი გავაორმაგეთ და ბინა უკვე 42 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დევნილ ოჯახებზე ზრუნვა გახდა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში დევნილი ოჯახებ...
1764930604
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ვინც ჩააბარებს მომდევნო წლიდან და შემდგომ წლებში სახელმწიფო სასწავლებლებში, ყველასთვის სწავლა იქნება უფასო - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება და ეს ცვლილება ეტაპობრივად დაინერგება სახელმწიფო საუნივერსიტეტო სისტემაში
„ვინც ჩააბარებს მომდევნო წლიდან და შემდგომ წლებში სახელმწიფო სასწავლებლებში, ყველასთვის სწავლა იქნება უფასო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავ...
1764930367
ახალი ამბებიპრემიერი - თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალ, სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ბინას გადავცემთ, მომდევნო წლის გაზაფხულზე, როდესაც საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ჩაბარდება, აქ 2 426 დევნილი ოჯახი იცხოვრებს
„თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალ, სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ბინას გადავცემთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაც...


























