"რომელ ევროპაზეა საუბარი, როცა საქართველოში უამრავი ძაღლი, უბრალოდ სიკვდილის მოლოდინში დამშიებული და უწყლოდაა, და ფაქტობრივად განწირულია სასიკვდილოდ"
ფეისბუკგვერდი "ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი" შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
"ცხოველთა მოყვარულმა დავით ტელიევმა მოგვწერა ეს წერილი , რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
გამარჯობა მინდა რამდენიმე სიტყვით მოგწეროთ ჩემს შესახებ, ცხოველების მოხალისედ ვარ ქ. კრაკოვში პოლონეთში.
ამას წინათ ვიყავით საქართველოში და საკმაოდ დრამატული ვითარება დამხვდა და ვერ შევძლებ ასეთ ვითარებას რეაგირების და გულგრილად ჩავუარო და მინდა რომ ეს სტატია განათავსოთ თქვენს ჯგუფზე მადლობა, რომ მიმიღეთ.
ნუ იქნები გულგრილი!
მინდა მივმართო იმათ, ვინც ფიქრობს და ამბობს, რომ ცხოველები უყვარს და არაფერს არ უშავებს, ისიც მინდა აღვნიშნო, რომ მანამ, სანამ ქართველები არ შეცვლიან აზროვნებას და საკუთარი ქვეყნისთვის ზრუნვას არ დაიწყებენ მანამდე არ ეშველება არაფერი ამ ქვეყანას.
აბა მითხარით, რომელ საღად მოაზროვნე და ცხოველების მოყვარე ადამიანს შეუძლია საცოდავი უმწეო არსება მიაგდოს ავტობანზე, სადაც არც წყალია და არც საკვები, გონიერი ადამიანი ასე არასდროს არ მოიქცევა...
თუ გინდა ძაღლის გაგდება, მაინც ისეთ ადგილზე გაუშვი, სადაც საკვების მოპოვების საშუალება ექნება და მშიერი არ ამოხდება სული.
მესმის, რომ რთული ეკონომიკური ვითარებაა საქართველოში, და ბევრი ადამიანი შიმშილობს მშვენივრად მესმის ყველაფერი, მაგრამ ყველა ქალაქის ბაზრებსა თუ რესტორნებში ყოველთვის არის იმის საშუალება რომ რაიმე ლუკმა მოიპოვონ ასეთმა ძაღლებმა.
სამწუხაროდ არ გადავაადგილდებოდი ავტომობილით, რომ ან რაიმე საკვები ან წყალი მაინც დამეტოვა მათთვის ავტობანზე, მაგალითად რიკოთზე, სადაც უამრავი ძაღლი უბრალოდ სიკვდილის მოლოდინში დამშიებული და უწყლოდაა, და ფაქტობრივად განწირულია სასიკვდილოდ.
მაგრამ ვითარება ნამდვილად ამაზრზენია და რეაგირება აუცილებლად თავად ხალხმა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა უნდა მოახდინონ, თუ ყოველთვის სირაქლემას პოზიცია ეჭირება ქართველ ხალხს ვერასდროს წინ ვერ წავა.
ვინმეს ოდესმე დაფიქრებულა როგორი წარმოდგენა რჩებათ ტურისტებს განსაკუთრებით კი ევროპის ქვეყნიდან ჩამოსულებს?
თუ კარგად მახსოვს საქართველო და ქართველებს სურთ ევროპა, რომელ ევროპაზეა საუბარი, როცა ქვეყანა განვითარების ნაცვლად შუა საუკუნის ან რაც უარესი ქვის ხანისკენ მიიწევს.
მხოლოდ განათლების პრობლემა არაა, ეს უკვე ზრდილობის, ადამიანობის და გულგრილობის პრობლემაა რადგანაც გონიერი და საღად მოაზროვნე ქვეყანა და ერი არასდროს მსგავს რამეს არ დაუშვებს, არ მიიყვანს ვითარებას იმ დონემდე რომ ვინმე გაუნათლებელმა ასე გულგრილად მოექცეს უმწეო და დაუცველ არსებებს.
ნამდვილად მერწმუნე, რომ 10 დღის განმავლობაში ჩემი საქართველოში ყოფნისას ძალიან ხშირად შევესწარი ისეთ ვითარებას, სადაც უამრავ სოფლებსა თუ ქალაქებში საკვები უხვად იყო მაგრამ, არავის არ უნდოდა თითის განძრევა რომ სულ მცირე ლუკმა მიეცათ, და როცა ვაძლევდი ყველგან, სადაც კი ვიყავი საკვებს მიყურებდნენ ისე თითქოს, რაიმე სენსაცია ან რაიმე უცნაურს და დაუჯერებელს ვაკეთებდი".
ასევე დაგაინტერესებთ:
1794392253
საზოგადოებასაპატრიარქო: 15 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩატარდება
ამა წლის 15 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩა...
1794391103
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილმა COP31-ის მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართულ დახვედრისა და მისალმების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა COP31-ის მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართულ დახვედრისა და მისალმების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია...
1794390379
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი დუბლინში EPC-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 11-12 ნოემბერს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების(EPC) მე-9 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დუბლინში გაიმართება. 11 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის მ...
1794389644
ახალი ამბები2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 3 მილიარდ ლარს აჭარბებს
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 298 მილიონ ლარზე მეტით და 3 მილიარდ ლარს აჭარბებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისა...
1794387993
ახალი ამბები„სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 4 ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერები...





























