„ჩვენი ამოცანაა ანაკლიის პორტის მშენებლობა, რაც ვერ გააკეთეს ხაზარაძე-ჯაფარიძემ, იმას აუცილებლად გააკეთებს ქართული სახელმწიფო“ - პრემიერი
„ანაკლიის საქმე თავისი შინაარსით იყო ძალიან მარტივი, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფომ ყველა პირობა შეუქმნა ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმს იმისთვის, რომ მოეზიდათ ინვესტორები და განეხორციელებინათ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონსორციუმისთვის ინვესტორების მოზიდვის გასამარტივებლად, ანაკლიის პროექტზე ჩანაწერი კონსტიტუციაშიც კი შევიდა, ხაზარაძე-ჯაფარიძეს კი ვალდებულებების შესრულების ვადები არაერთხელ გადაუვადდათ.
„შეგახსენებთ, კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი ანაკლიასთან დაკავშირებით სწორედ იმის გამო, რომ კონსორციუმს გაადვილებოდა ინვესტორების მოზიდვა. სახელმწიფომ რამდენჯერმე, არაერთგზის გადაუვადა ვალდებულების შესრულება.
სიმართლე დაადგინა საერთაშორისო არბიტრაჟმა, სადაც თავიდან ბოლომდე გამტყუნდა რა თქმა უნდა ხაზარაძე-ჯაფარიძის მხარე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ ჩააგდეს პროექტი, ვერ მოახერხეს ინვესტორების მოზიდვა. შეგახსენებთ, ინვესტორებს ეძებდნენ ყველგან, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში, ასევე ჩრდილოეთში, თუმცა ვერსად მოახერხეს ინვესტორის მოზიდვა. აქედან გამომდინარე, რეალურად მათი ბრალია ამ საქმის წაგება და სახელმწიფო ამ საქმეში აბსოლუტურად პირნათელია.
რაც მთავარია, ჩვენ ვიყურებით წინ და ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ანაკლიის პორტის მშენებლობა. ამისთვის უკვე შეჯერებულია შეთანხმება ჩინურ კომპანიასთან. უკვე შერჩეულია შესაბამისი კომპანია და ძალიან მალე დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ ჩაგდებული პროექტი რეალურად განხორციელდეს. გარდა ამისა, სახელმწიფოს ინტერესები იქნება მაქსიმალურად დაცული ანაკლიის პორტის მშენებლობის დროს. მათ შორის ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ სახელმწიფო იტოვებს წილის 51%-ს. ეს ნიშნავს იმას, რომ სტრატეგიული კუთხით ჩვენი ინტერესები ბოლომდე იქნება გათვალისწინებული, რაც ვერ გააკეთეს ხაზარაძე-ჯაფარიძემ, იმას აუცილებლად გააკეთებს ქართული სახელმწიფო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1732218061
მსოფლიომეთანოლით დაბინძურებული ლიქიორის მიღების შედეგად ლაოსში 19 წლის ტურისტი გარდაიცვალა
ავსტრალიელი ტურისტი, 19 წლის ბიანკა ჯონსი ლაოსში მოგზაურობისას, მეთანოლით დაბინძურებული ლიქიორის მიღების შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო მისი მეგობარი, ასევე 19 წლის ჰოლი ბოულზი საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომ...
1732216627
სოციალური მედია„ჩემი პატარა ცმაცუნა დაიბადა“ - გიორგი სუხიტაშვილს დისშვილი შეეძინა
მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. მას დისშვილი შეეძინა. „ჩემი პატარა ცმაცუნა დის შვილი დაიბადა“, - წერს გიორგი სუხიტაშვილი.
1732213358
სოციალური მედია„წუთ-ნახევარი გზა „სპალნიდან“ „ფეჩის“ ოთახამდე“ - რას წერს გიორგი კეკელიძე
მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსებით გამოირჩევა. ამჯერად იგი აქვეყნებს პოსტს, სადაც დასავლეთ საქართველოს ზამთრის რუტინაზე საუბრობს. „ვისაც დასავლეთ საქართველოში უცხოვრია, ზეპ...
1732205382
ახალი ამბებიარქეოლოგებმა მარნეულში მრავალი მნიშვნელოვანი არტეფაქტი აღმოაჩინეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოს მახლობლად ინტენსიურად მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები, რომლებიც 2020 წლიდან ხორციელდება. კვლევის პროცესში აღმოჩენილია V-VI საუკუნეებით დათარიღებული დიდ...
1732199610
სოციალური მედია„ძალიან მომწონს ქალი საჭესთან, არ აქვს მნიშვნელობა რა მანქანაზე“ - რას წერს რეპერი „მასტერი“
რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე „მასტერი“ სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც იმ პრობლემაზე საუბრობს, რომლებსაც მძღოლები ხშირად აწყდებიან. „დალნებს რომ გინთებენ, უკნიდან გადასვლა არ ტეხავს დამიჯ...