21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
სასიცოცხლო ენერგია მცირდება, ამიტომ ძალას უსარგებლო ამბებზე ნუ დახარჯავთ და მთელი ყურადღება მნიშვნელოვან საკითხებზე გადაიტანეთ. კომერციული გარიგებები უახლოეს მომავალში მოგებას მოგიტანთ. შესაძლოა, უტაქტო ხუმრობამ მცირეოდენი გაუგებრობა გამოიწვიოს, თუმცა კონფლიქტი მალე მოგვარდება. სავარაუდოდ, ახალი ნაცნობობა მალე მეგობრობაში გადაიზრდება.
კურო
თუ რომელიმე თემის განხილვა არ გსურთ, ამის შესახებ პირდაპირ თქვით და უხერხულ სიტუაციაში არ ჩავარდებით. ეცადეთ საინტერესო და პოზიტიურად განწყობილი ადამიანების გარემოცვაში იტრიალოთ. ეს საშუალებას მოგცემთ რაღაც ახალი ისწავლოთ. ერიდეთ უფროსობასთან ურთიერთობის გარკვევას და ვინმეზე დამოკიდებული ნუ იქნებით. ხელსაყრელი დღეა სარისკო საქმიანობებისთვის.
ტყუპები
ამ დღეს ერთგული და თავდადებული ადამიანების მხარდაჭერა დაგჭირდებათ. გამორიცხული არ არის, რომ ასეთი ადამიანი თქვენს ახალ ნაცნობებს შორის გამოჩნდეს. ყურადღებით მოუსმინეთ სხვა ადამიანების მოსაზრებებს და რჩევა უფროს, გამოცდილ თანამებრძოლებს სთხოვეთ. ფრთხილად იყავით - ნერვული სისტემის დაძაბვამ შეიძლება ქრონიკული დაავადებები გაამწვავოს.
კირჩხიბი
მნიშვნელოვანი სიახლე თქვენს ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს, ამიტომ გირჩევთ, სახლიდან გარეთ გახვიდეთ, ახალი ადგილები მოინახულოთ და ახალ ადამიანებს შეხვდეთ. შესაძლოა, პერსპექტიული და ფინანსურად მოგებიანი წინადადება მიიღოთ. იღბალი თქვენს მხარესაა, ამიტომ შეთავაზება აუცილებლად უნდა მიიღოთ. თავი შეიკავეთ ახალი ნივთების შეძენისგან, თორემ შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ.
ლომი
თქვენი სასიცოცხლო ენერგია მცირდება, ამიტომ ყურადღების მოკრეფა და მუშაობის დაწყება გიჭირთ. ამ დღეს მძიმე და შრომატევადი საქმე არ უნდა დაიწყოთ, რადგან შედეგს მაინც ვერ მიაღწევთ. გაატარეთ საღამო ოჯახურ გარემოში, საყვარელ ადამიანებთან ერთად. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ თქვენი არაინფორმირებულობით ისარგებლოს და მოგატყუოთ, ამიტომ ყურადღებით იყავით.
ქალწული
საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა ძალას შეგძენთ და თვითშეფასებას აგიმაღლებთ. შესაძლოა, საუბრის დროს თქვენთვის მნიშვნელოვანი სიახლე გაიგოთ. ამ დღეს ცდუნებასთან გამკლავება მოგიწევთ, რათა მომავალში არ ინანოთ. უმჯობესია, სამსახურში მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ, სამსახურის გარეთ კი გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევა იმ ადამიანებს ჰკითხეთ, რომლებსაც ენდობით.
სასწორი
რთული და საინტერესო დღეა. უამრავი საინტერესო შეხვედრა, ახალი ადამიანის გაცნობა და დიდი რაოდენობის ინფორმაციის შესწავლა მოგიწევთ. გირჩევთ, საკუთარ პრინციპებს არ უღალატოთ და დებატებში არ დანებდეთ. თქვენი მცდელობის მიუხედავად, ზოგიერთი საკითხის გადადება ან გაუქმება მოგიწევთ. აჩქარება, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ, ამიტომ მშვიდად და თანმიმდევრულად იმოქმედეთ.
კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/21-noembris-astrologiuri-prognozi-4509
1732199610
სოციალური მედია„ძალიან მომწონს ქალი საჭესთან, არ აქვს მნიშვნელობა რა მანქანაზე“ - რას წერს რეპერი „მასტერი“
რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე „მასტერი“ სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც იმ პრობლემაზე საუბრობს, რომლებსაც მძღოლები ხშირად აწყდებიან. „დალნებს რომ გინთებენ, უკნიდან გადასვლა არ ტეხავს დამიჯ...
1732194564
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7433 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7484 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1732190510
ახალი ამბებიმიტროპოლიტი საბა: პატრიარქმა დალოცა ჩვენი ქვეყანა და ბრძანა, რომ ეს არჩევნები ჩატარდა და უნდა მივიღოთ ის შედეგები, რომელიც რეალურად დადგა
მთავარანგელოზთა დღესასწაულზე ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ მოსახლეობას მიმართა და პატრიარქის განცხადებაზე ისაუბრა. როგორც სასულიერო პირმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყა...
1732189015
ჰოროსკოპი26 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე პერიოდი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის საყურადღებოა - რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ პრობლემები თავიდან აირიდოთ?
პლანეტა მერკური ინტელექტის, ლოგიკის, აზროვნების, კომუნიკაციისა და ანალიტიკური უნარების სიმბოლოა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ის გვეხმარება, ბევრი რამ ვისწავლოთ, ერთმანეთთან დავაკავშიროთ, ლოგიკური გადა...
1732185049
სოციალური მედია„თქვენი სახელიც ნაბ**ვარი იქნება...“ - რა შეტყობინება მიიღო თამუნა მუსერიძემ „დედულეთიდან“
ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მრავალშვილიანი დედაა. იგი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, მეტიც თამუნა მუსერიძემ დააფუძნა ჯგუფი „ვეძებ“, რომლითაც საზოგადოებას დაკარგული და გაშვილებ...