26 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე პერიოდი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის საყურადღებოა - რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ პრობლემები თავიდან აირიდოთ?
პლანეტა მერკური ინტელექტის, ლოგიკის, აზროვნების, კომუნიკაციისა და ანალიტიკური უნარების სიმბოლოა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ის გვეხმარება, ბევრი რამ ვისწავლოთ, ერთმანეთთან დავაკავშიროთ, ლოგიკური გადაწყვეტილებები მივიღოთ, საჭირო ინფორმაციას თავი მოვუყაროთ, ეფექტური კომუნიკაცია დავამყაროთ და სასურველი შედეგი მივიღოთ.
ამიტომაც, აღნიშნული პლანეტის რეტროგრადულ მოძრაობაზე ასტროლოგები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ. რეტროგრადული მერკურის დროს ყველა სფერო, რომელსაც ის განაგებს, ფერხდება, გართულებულია კომუნიკაცია, დიდია არასწორი, სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებისა და შეცდომების დაშვების რისკი.
ჩვენთვის ინფორმაციის აღქმა იმაზე რთულია, ვიდრე სხვა პერიოდებში, გვიჭირს სხვადასხვა ამბის გააზრება, ამის გამო კი შესაძლოა, კონფლიქტურ სიტუაციაშიც აღმოვჩნდეთ, რადგანაც არასწორად აღვიქვათ ის, რასაც გვეუბნებიან.
რეტროგრადული მერკურის დროს შეცდომებისა და თაღლითური მოქმედებების რაოდენობა იზრდება. შესაძლოა, მოულოდნელად მანიპულაციის, ტყუილის, არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების მსხვერპლი გავხდეთ.
გარდა ამისა, სამსახურში, პირად ურთიერთობებში, საგანმანათლებლო სფეროში უთანხმოებების რისკიც იზრდება და შესაძლოა, ყველაფერი ისე არ წარიმართოს, როგორც ვგეგმავდით.
პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას 26 ნოემბრიდან დაიწყებს და 15 დეკემბერს დაასრულებს.
2024 წლის ბოლო რეტროგრადული მერკური დაკარგულის დაბრუნების შესაძლებლობას მოგცემთ. თუ რაიმე გატეხილი, დაზიანებულია, შეკეთებას ადვილად შეძლებთ, დაიბრუნებთ კომპენსაციას და ასე შემდეგ.
რეტროგრადული მერკური სამსახურის საკითხებზეც დიდ გავლენას მოახდენს. შესაძლოა, ახალი პოზიცია დაიკავოთ ან თავიდან დაიწყოთ ყველაფრის გაკეთება და თქვენი მიზნებისთვის იბრძოლოთ.
ასტროლოგები გვირჩევენ: რაც არ უნდა იყოს, მნიშვნელოვანია, რომ იგივე შეცდომები არ გავიმეოროთ. რეტროგრადული მერკური წარსულში დატოვებულ ადამიანებს აბრუნებს და კიდევ ერთხელ გვაძლევს შანსს, რომ ვისაუბროთ. თუმცა, ყურადღებით იყავით. შესაძლოა, შეფასებები გადაჭარბებული აღმოჩნდეს და კვლავ იმედგაცრუებული დარჩეთ.
წლის ბოლო რეტროგრადული მერკური ქალწულის ნიშნის წარმომადგენლებისათვის განსაკუთრებით საყურადღებო იქნება. ნოემბერში ისინი შესაძლოა, არასასურველ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მათი მცდელობა, ხელახლა გამოიგონონ ბორბალი, აიღონ დამატებითი ამოცანები იქ, სადაც საჭირო არ არის, დაიწყონ იმის დაბრუნებაზე ფიქრი, რამაც უკვე დიდი ხანია, საკუთარი თავი ამოწურა, სრულიად უსარგებლო იქნება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, შესაძლოა, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა ცხოვრება საკუთარი ხელით გაირთულონ. თუმცა, დეკემბრის შუა რიცხვებში ყველაფრის გამოსწორებას შეძლებთ.
აღნიშნული პერიოდი, მეტ-ნაკლებად შედარებით რთული და ემოციური ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის იქნება. ამიტომაც, ჯობს, ასტროლოგების რამდენიმე რეკომენდაცია გავითვალისწინოთ:
▶️ ასტროლოგები გირჩევენ, რომ თავისუფლად მოიშოროთ თქვენი ცხოვრების ის ნაწილი, რომელიც ნოემბრის დასაწყისიდან განსაკუთრებით გძაბავთ და მოტივაციას გიკარგავთ.
▶️ სამსახურში ახალ ვალდებულებებს ნუ აიღებთ, თუ ზოგადად ეს სამსახური აღარ მოგწონთ. შეცვლაზე ფიქრი დაიწყეთ.
▶️ ასევე, ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ კარგად დააკვირდეთ თითოეულ სიტყვას და არავის არაფერს დაჰპირდეთ. შესაძლოა, თქვენი სიტყვები თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ.
▶️ არ იფიქროთ ყოფილი ურთიერთობის აღდგენაზე.
▶️ ფრთხილად იყავით მოგზაურობისა და ხელშეკრულებების გაფორმების ნაწილში.
▶️ მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტებს, პოზიციის ხისტად დაფიქსირებასა და კამათს.
▶️ იყავით მომთმენი. როგორც წესი, რეტროგრადული მერკურის დროს ენერგია, მოტივაცია შენელებულია და ადამიანებსაც ისეთი სწრაფი რეაქცია აღარ აქვთ გადაწყვეტილებებზე, როგორც აქამდე.
▶️ რეტროგრადული მერკური მიზნებისა და გეგმების გადასახედად შესანიშნავი პერიოდია - ამიტომ, დრო თვითგანვითარებასა და იდეების ჩამოყალიბებას დაუთმეთ.
▶️ მოუსმინეთ თქვენს თავს. ახლა შესაძლოა, საბოლოოდ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ ტოქსიკურ ადამიანებს დაემშვიდობოთ, მოძველებული ნივთები გადაყაროთ და ახალი წელი განახლებული ფურცლიდან დაიწყოთ.
▶️ შეეცადეთ, რეტროგრადული მერკურის პერიოდში ურთიერთობების თვალსაზრისით, რადიკალური გადაწყვეტილება არ მიიღოთ და ეს მომდევნო ეტაპებისთვის გადადოთ.
1732199610
სოციალური მედია„ძალიან მომწონს ქალი საჭესთან, არ აქვს მნიშვნელობა რა მანქანაზე“ - რას წერს რეპერი „მასტერი“
რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე „მასტერი“ სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც იმ პრობლემაზე საუბრობს, რომლებსაც მძღოლები ხშირად აწყდებიან. „დალნებს რომ გინთებენ, უკნიდან გადასვლა არ ტეხავს დამიჯ...
1732194564
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7433 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7484 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1732190510
ახალი ამბებიმიტროპოლიტი საბა: პატრიარქმა დალოცა ჩვენი ქვეყანა და ბრძანა, რომ ეს არჩევნები ჩატარდა და უნდა მივიღოთ ის შედეგები, რომელიც რეალურად დადგა
მთავარანგელოზთა დღესასწაულზე ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ მოსახლეობას მიმართა და პატრიარქის განცხადებაზე ისაუბრა. როგორც სასულიერო პირმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყა...
1732185049
სოციალური მედია„თქვენი სახელიც ნაბ**ვარი იქნება...“ - რა შეტყობინება მიიღო თამუნა მუსერიძემ „დედულეთიდან“
ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მრავალშვილიანი დედაა. იგი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, მეტიც თამუნა მუსერიძემ დააფუძნა ჯგუფი „ვეძებ“, რომლითაც საზოგადოებას დაკარგული და გაშვილებ...
1732180350
ახალი ამბებისაპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში, გიორგობის მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით მედიისთვის ინფორმაციას ავრცელებს: „ინფორმაცია მასმედიის საშუალებებისთვი...