მაკა ბოჭორიშვილი: თბილისის პასუხი არის ის, რომ ჩვენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ვერ შევეგუებით. ვერც იმას შევეგუებით, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იყოს დარღვეული

 თბილისის პასუხი არის ის, რომ ჩვენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ვერ შევეგუებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, რითაც უპასუხა წამყვანის კითხვას, რომ „სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლების მხრიდან გავრცელდა მოწოდება გაუქმდეს საოკუპაციო კანონი, რა არის პასუხი თბილისიდან“.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ვერც იმას შეეგუება, რომ ტერიტორიული მთლიანობა იყოს დარღვეული.

„თბილისის პასუხი არის ის, რომ ჩვენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ვერ შევეგუებით. ვერც იმას შევეგუებით, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იყოს დარღვეული და ჩვენ იმასაც ვამბობთ, რომ ჩვენი სურვილი და მიზანი არის მოვნახოთ მშვიდობიანი გზა, თუ როგორ ვიცხოვროთ ერთ სახელმწიფოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. როგორღაც ეს საკითხი, რომელიც ეხება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მშვიდობიანი გზით იყოს გადაჭრილი. ამ შემთხვევაში ოკუპაციის კანონიც ერთგვარი დაცვის მექანიზმია საქართველოსთვის იმისათვის, რომ რუსეთის მხრიდან რაღაცნაირად პრევენცია მოხდეს აფხაზეთსა და ოსეთთან ურთიერთობებისა.

ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტიც ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ ეუთო არის ის ადგილი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ თემაზე, სადაც მუდმივად ვაჟღერებთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემას და მუდმივად არის, ასე, ვთქვათ საერთაშორისო პარტნიორებთან ამ თემაზე დისკუსია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო ეუთოს გენერალურ მდივანს თავისი თვალით ენახა თუ როგორ გამოიყურება ფიზიკურად ოკუპაცია და როგორია საოკუპაციო ხაზთან, მიმდებარედ ვითარება, რაზედაც ვსაუბრობთ ხოლმე“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753725503

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის ლიდერების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზებაზე: ყაველაშვილის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციის ლიდერების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზება „ქრონიკასთან“ შეაფასა და აღნიშნა, რომ პრე...

ლევან მაჭავარიანი

1753725452

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს

თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის მიერ საქა...

შალვა პაპუაშვილი

1753722544

მსოფლიო

ტრამპი: უკვე დავასრულე უამრავი ომი სულ რაღაც ექვს თვეში - ვამაყობ, რომ მშვიდობის პრეზიდენტი ვარ

ვამაყობ, რომ მშვიდობის პრეზიდენტი ვარ! - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. „ახლახან ვესაუბრე ტაილანდის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს და კამბოჯის პრემიერ-მინისტრს. სიამოვნებით გ...

დონალდ ტრამპი

1753720513

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს, რათა დახმარება ღაზაში შევიდეს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ მან ღაზაში შიმშილის გულის ამაჩუყებელი კადრები იხილა და რომ ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს დახმარების დასაშვებად. „არ ვიცი, ყველას გაქვთ თუ არა ნანახი...

ჯეი დი ვენსი

1753718850

საზოგადოება

მარიამ ლაშხი დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს ალექსანდრა შეპარდს და ოლივერ დიქსონს შეხვდა. „შეხვედრაზე განსაკუთ...

მარიამ ლაშხი