„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო.

ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლესთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და თანაგრძნობა კიდევ ერთხელ გამოხატა. 

16 წელი გავიდა საშინელი ტრაგედიიდან, აგვისტოს ომიდან. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენი დაღუპული გმირების, ჯარისკაცების, პოლიციელების ნათელ ხსოვნას და ჩვენ კიდევ ერთ სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს, მთელს ქვეყანას. იცით, რომ ამ ომმა საშინელი შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას. დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული და ოკუპაციის შემდეგ, ომის შემდეგ რუსეთმა ჩვენს ტერიტორიაზე განათავსა სამხედრო ბაზები, დაიკარგა ასზე მეტი სოფელი. აბსოლუტურად მოღალატეობრივად, შეიძლება ასე ითქვას, წინა ხელისუფლებამ ჩააბარა კოდორის ხეობა უბრძოლველად და ომის შედეგად ჩვენ დავკარგეთ ოთხასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე - სამხედროები, პოლიციელები, სამოქალაქო პირები. ეს საშინელი ტრაგედია გვახსენებს კიდევ ერთხელ, რომ წინა ხელისუფლებამ ვერ აირიდა თავიდან ეს ომი. პირიქით, რომ იტყვიან, პროვოკაციებზე პირდაპირ წამოეგო, თუ თვითონ არავითარი მცდელობა არ ჰქონდა იმისა, რომ ეს ომი თავიდან აცილებულიყო და ამის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ურცხვად გამოთქვამენ პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე.

მე აქვე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ხელისუფლებამ მოუტანოს საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყანას, ეს არის სწორედ ომი, ეს არის სწორედ შენი საკუთარი, ძირძველი ტერიტორიების დაკარგვა. იმ ტერიტორიების, რომელიც ჩვენ არ მოგვიპოვებია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს და როცა ამ ტერიტორიებს შენ შენი უგუნურებით, ღალატით, თუ გამყიდველობით აბარებ უცხო ქვეყანას და ოკუპანტ ქვეყანას, ეს, რა თქმა უნდა, არის ღალატი. ამას სჭირდება შესაბამისი შეფასებაც. ქართველმა ხალხმა, რა თქმა უნდა, ამას უკვე გასცა პასუხი 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებზე. მე კითხვები მაქვს და ეს არაერთხელ მითქვამს, საჯაროდაც დამისვამს, თუ როგორ მოხდა კოდორის ხეობის ჩაბარება, როგორ მოხდა ასზე მეტი სოფლის, მანამდე ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფი სოფლების ჩაბარება, ათასობით დევნილების მიღება საკუთარ მიწა-წყალზე ჩვენს ქვეყანაში და ამ ომის შემდეგ გახსოვთ, რომ სწორედ იგივე ხელისუფლებამ, ვინც ეს საშინელება ჩაიდინა, თუ თავიდან ვერ აირიდა, სულ რამდენიმე თვეში გადასცეს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები, აქტივები გადასცეს იგივე ოკუპანტ ქვეყანას, ცალმხრივად გაუხსნეს ვიზები და ჩვენ ვნახეთ, რომ არაფერი შეიცვალა ომის შემდეგ, პოლიტიკას ვგულისხმობ.

რა თქმა უნდა, ჩვენ მადლიერი ვართ ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ჩვენი მეგობრების მიმართ, რომლებიც ურყევად მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, ისინი მხარს გვიჭერენ არაღიარების პოლიტიკის ნაწილში, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ომის შემდეგ რუსეთმა განათავსა კიდევაც ბაზები, დასავლეთმა ჩვეულებრივ გააგრძელა ვაჭრობა თუ ურთიერთობა ისე, როგორც ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამიტომ, ჩვენთვის ეს არის ერთგვარი გაკვეთილიც. ამიტომ ვამბობთ ჩვენ ყოველთვის, რომ ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით ომის ფასიც, მაგრამ ასევე, ჩვენ ვიცით მშვიდობის ფასი. ამიტომ არის ძალიან ღირებული ის მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელიც მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს პირველი ოქტომბრიდან. 12 წელია ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი საქართველოში და ჩვენ არ დაგვიკარგავს ტერიტორიები, მადლობა ღმერთს, ჩვენ არ გვქონია ომი და ჩვენ სწორედ ამ ოკუპაციის პირობებში, ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვახერხებთ, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ჩვენი გონივრული ნაბიჯებით, მშვიდობიანი პოლიტიკით მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და მისი სრული ინტეგრირება ჩვენს იურისდიქციაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1732216627

სოციალური მედია

„ჩემი პატარა ცმაცუნა დაიბადა“ - გიორგი სუხიტაშვილს დისშვილი შეეძინა

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. მას დისშვილი შეეძინა.  „ჩემი პატარა ცმაცუნა დის შვილი დაიბადა“, - წერს გიორგი სუხიტაშვილი.

მომღერალი

1732213358

სოციალური მედია

„წუთ-ნახევარი გზა „სპალნიდან“ „ფეჩის“ ოთახამდე“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსებით გამოირჩევა. ამჯერად იგი აქვეყნებს პოსტს, სადაც დასავლეთ საქართველოს ზამთრის რუტინაზე საუბრობს.  „ვისაც დასავლეთ საქართველოში უცხოვრია, ზეპ...

გიორგი კეკელიძე

1732205382

ახალი ამბები

არქეოლოგებმა მარნეულში მრავალი მნიშვნელოვანი არტეფაქტი აღმოაჩინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოს მახლობლად ინტენსიურად მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები, რომლებიც 2020 წლიდან ხორციელდება. კვლევის პროცესში აღმოჩენილია V-VI საუკუნეებით დათარიღებული დიდ...

არტეფაქტი აღმოაჩინეს

1732199610

სოციალური მედია

„ძალიან მომწონს ქალი საჭესთან, არ აქვს მნიშვნელობა რა მანქანაზე“ - რას წერს რეპერი „მასტერი“

რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე „მასტერი“ სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც იმ პრობლემაზე საუბრობს, რომლებსაც მძღოლები ხშირად აწყდებიან.  „დალნებს რომ გინთებენ, უკნიდან გადასვლა არ ტეხავს დამიჯ...

რეპერი

1732194564

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7433 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7484 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ზოგადი