„ყველა ვიხსენებთ აგვისტოს ომში დაღუპულ სამხედროებს და სამოქალაქო პირებს, არ უნდა დაგვავიწყდეს მშვიდობის სიმყიფე და პასუხისმგებლობა, რომელიც პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აქვს, რომ ქვეყანაში ომი არ დაუშვას“ - შალვა პაპუაშვილი
„დღეს ჩვენ ვიხსენებთ აგვისტოს ომში დაღუპულ სამხედროებს და სამოქალაქო პირებს. დღეს ვიხსენებთ 16 წლის წინ, აგვისტოს იმ მძიმე დღეებს, რომელიც ყველამ ერთად განვიცადეთ - ჩვენი გმირი სამხედროები, რომლებიც ცეცხლის წინა ხაზზე იყვნენ, სამოქალაქო პირები, რომლებიც ომის ეპიცენტრში მოყვნენ და მთლიანი საქართველო, რომელიც განსაკუთრებით მძიმედ განიცდიდა იმ აგრესიას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობდა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენად მყიფეა ზღვარი ომსა და მშვიდობას შორის.
„ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს დღეები, როცა ხალხი, როგორც წესი, დასვენებისკენ არის მომართული, მაგრამ როგორ უცებ მოიღრუბლა და გადაიქცა ბედნიერი დღეები ტრაგიკულ დღეებად. არ უნდა დაგვავიწყდეს მშვიდობის სიმყიფე და უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლობა, რომელიც პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აქვს, რომ ქვეყანაში არ დაუშვას ომი. ეს არის ის, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“ ბოლო 12 წელია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პარლამენტის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
1732218061
მსოფლიომეთანოლით დაბინძურებული ლიქიორის მიღების შედეგად ლაოსში 19 წლის ტურისტი გარდაიცვალა
ავსტრალიელი ტურისტი, 19 წლის ბიანკა ჯონსი ლაოსში მოგზაურობისას, მეთანოლით დაბინძურებული ლიქიორის მიღების შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო მისი მეგობარი, ასევე 19 წლის ჰოლი ბოულზი საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომ...
1732216627
სოციალური მედია„ჩემი პატარა ცმაცუნა დაიბადა“ - გიორგი სუხიტაშვილს დისშვილი შეეძინა
მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. მას დისშვილი შეეძინა. „ჩემი პატარა ცმაცუნა დის შვილი დაიბადა“, - წერს გიორგი სუხიტაშვილი.
1732213358
სოციალური მედია„წუთ-ნახევარი გზა „სპალნიდან“ „ფეჩის“ ოთახამდე“ - რას წერს გიორგი კეკელიძე
მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსებით გამოირჩევა. ამჯერად იგი აქვეყნებს პოსტს, სადაც დასავლეთ საქართველოს ზამთრის რუტინაზე საუბრობს. „ვისაც დასავლეთ საქართველოში უცხოვრია, ზეპ...
1732205382
ახალი ამბებიარქეოლოგებმა მარნეულში მრავალი მნიშვნელოვანი არტეფაქტი აღმოაჩინეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოს მახლობლად ინტენსიურად მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები, რომლებიც 2020 წლიდან ხორციელდება. კვლევის პროცესში აღმოჩენილია V-VI საუკუნეებით დათარიღებული დიდ...
1732199610
სოციალური მედია„ძალიან მომწონს ქალი საჭესთან, არ აქვს მნიშვნელობა რა მანქანაზე“ - რას წერს რეპერი „მასტერი“
რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე „მასტერი“ სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც იმ პრობლემაზე საუბრობს, რომლებსაც მძღოლები ხშირად აწყდებიან. „დალნებს რომ გინთებენ, უკნიდან გადასვლა არ ტეხავს დამიჯ...