2 იანვარს ბედობაა - რა ვიცით აღნიშნულ დღესასწაულზე
საქართველოში ბედობა ორჯერ აღინიშნება — 2 და 15 იანვარს. მიუხედავად იმისა, რომ ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, ყველა დიდი სიხარულით და საუკეთესო განწყობით ელოდება მას.
ეს ტრადიცია უკვე საუკუნეებს ითვლის. საქართველოში, ისევე როგორც ძველად, ახლაც მიაჩნიათ, როგორი განწყობითა და ხალისითაც შეხვდებიან ამ დღეს, მთელ წელს ისე გაატარებენ.
უხსოვარი დროიდან ბედობას თავისი რიტუალიც აქვს. ამ დღეს ოჯახი მეკვლეს ირჩევს. მეკვლე კარგი ოჯახის შვილი, ზრდილი, კეთილშობილი, წარმატებული ადამიანი უნდა იყოს. ბედობა დღეს ოჯახიდან გასვლა არ შეიძლება, გამონაკლისი იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ თავად ხარ მეკვლე.
სტუმრად წასული მეკვლე მასპინძელს კოხტად გამოწყობილი უნდა ეწვიოს, თან ნაირ-ნაირი ტკბილეული, ნუგბარი მიართვას ოჯახს. აუცილებლად მხიარულ განწყობაზე უნდა იყოს, ღვინო და სხვა სასმელი ზომიერად მიირთვას. შესვლის წინ უნდა წარმოთქვას ჯადოსნური სიტყვები:„შემოვდგი ფეხი — გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი — კვალი ანგელოზისა!“
ადრე მეკვლეს ხორბლით და სიმინდით მოფენილ სკამზეც სვამდნენ, რადგან იმ წელს ხვავიანი და ბარაქიანი მოსავალი ჰქონოდათ. მეკვლე უკან დაუგვიანებლად უნდა გამობრუნდეს.
ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობენ და არც რაიმეს გაასესხებდნენ, ვინაიდან ძველად სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება დაკავშირებული იყო იმედგაცრუებასთან და მოტყუებასთან.
თუ ოჯახში ავადმყოფია, ამ დღეს აუცილებლად უნდა წამოდგეს ფეხზე, რათა ლოგინში წოლა არ დაებედოს. თუ ბედობას ფეხზე დამდგარი, შემართებით, მხნედ და მედგრად შეხვდება, სნეულება და ავადმყოფობა მომავალ წელს აღარ შეაწუხებს.
ბედობის ტრადიცია დღესაც შემორჩენილია საქართველოში, თუმცა, არა ისეთი დიდი დატვირთვით, როგორადაც ამას ძველად აღიქვამდნენ.
დღესაც ყველა ოჯახი ცდილობს ბედობის დღესასწაულზე ხალისიანი, პოზიტიური განწყობა და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა დაიბედოს.
1736105756
სოციალური მედიათათა გიორგობიანი ახალ ფოტოებს გვიზიარებს
„ღამის შოუს“ ბენდის წევრი, მშვენიერი თათა გიორგობიანი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს ცხოვრებისეულ მოვლენებს და სიახლეებს პერიოდულად უზიარებს. ამასთან იგი ფსიქოლოგიას ეუფლება და გამომწ...
1736102256
სოციალური მედია„იწვევს მძიმე რესპირატორულ სიმპტომებს, ვაქცინა და მკურნალობა არ არსებობს“ - გიორგი ფხაკაძე ახალ ვირუსზე
პროფესორი, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და...
1736096592
ახალი ამბებიავტოსაგზაო შემთხვევას ქარელში ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, მეორე დაშავებული კი საავადმყოფოშია. სამწუხარო ინფორმაციას „მოზაიკა“ ავრცელებს. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ბ...
1736094926
ახალი ამბებიქობულეთი-ბათუმის გზაზე ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა
ქობულეთი-ბათუმის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ა...
1736093941
ჰოროსკოპი„საპატრიარქო ცვლილებები, გარდაცვალება რომელიც არეულობას და გლოვას ერთად მოიტანს“ - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს ხოლმე. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთა...