„მე პირადად თქვენგან საჯაროდ მოხდილ ბოდიშს არ ვიღებ! რამ გაგაბოროტათ?! ასე რამ აგაღელვათ?!“ - გრიშა ონიანი თეა დარჩიას მიმართავს
გრიშა ონიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მოცეკვავე თეა დარჩიას მიმართავს.
„ქალბატონ" თეა დარჩიას...
მე პირადად თქვენგან საჯაროდ მოხდილ ბოდიშს არ ვიღებ!
თქვენი გამოთქმული აზრი ქართულ სიმღერაზე ქვეცნობიერმა გიკარნახათ, ცნობიერი "ბოდიში" კი ხალხის საერთო აღშფოთებამ და შიშმა გათქმევინათ.
რამ გაგაბოროტათ?! ასე რამ აგაღელვათ უფრო მეტად ქალბატონები?! უდიდესი პატრიოტების მიერ აღზრდილო ქალბატონებო, რომ ასე გძულთ საქართველო, ქართული ტრადიციები და კულტურა. ან თქვენ ვინ უნდა განდოთ ნორჩი თაობები აღსაზრდელად, როდესაც ასეთი ბოღმა და სიძულვილი გაქვთ გულში ჩანერგილი?
როგორც დიდი ვაჟა იტყოდა:
"ვერაფრით ამოვუყვანე უბეს ნაჯდომი გველია".
მრავალ საუკუნე გამოვლილი 150 სვანური სიმღერა, რომელიც აკაკი შანიძემ და ვარლამ თოფურიამ აღწერეს გასული საუკუნის 30-იან წლებში და მარგალიტებად შემოუნახეს შთამომავლობას, მათ შორის "ლილეო" და "რიჰო", რომელზედაც ლადო ასათიანი წერდა:
"მყისვე გაისმა ლილე ამაყი,
მთებით, ბუნების ჰიმნი სვანური".
რომელმაც შეაზანზარა არა მხოლოდ კავკასიონი, არამედ მე-20 საუკუნეს კოსმოსში უნდა გაეგზავნა მომავალი ცივილიზაციებისათვის ეს მზის საგალობლები კახურ "ჩაკრულოსთან“ ერთად.
თქვენ უსამშობლო ქართველების თავის მოსაწონად მას კნავილი უწოდეთ. ეს არა მარტო ბოდიშის მოსახდელი ქმედებაა, არამედ თვითმკვლელობის მცდელობაა, რომელიც ლეტალური შედეგით დასრულდა" - წერს გრიშა ონიანი.
ცნობისთვის, 31 დეკემბრის ღამეს მოცეკვავე ხალხთან ერთად ახალ წელს რუსთაველზე აღნიშნავდა, როდესაც ტელეკომპანია "მთავარის“ ჟურნალისტთან განაცხადა:
„ასე არ გამხარებია ახალი წელი არასოდეს. ყოველთვის ვაპროტესტებდი, რომ სუფრასთან ვმჯდარიყავი და მესმინა ქართველების კნავილისთვის. აი, სიმღერები რაც საუკუნეები, წლები ვისმენთ, მოკლედ, არ მომწონდა ეს მდგომარეობა".
მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში დარჩიას კომენტარი ვირუსულად გავრცელდა და კრიტიკა გამოიწვია, მოცეკვავეს ახსნა-განმარტების გაკეთება მოუწია. ახლა ამბობს, რომ საგალობელი და ფოლკლორი არ უგულისხმია.
"სათქმელის არასწორი ფორმულირებისთვის, საჯაროდ ვიხდი ბოდიშს. ნათქვამში არც საგალობლები და არც ფოლკლორი არ მოიაზრებოდა“- წერს თეა დარჩია.
1736237198
საზოგადოება„ძირითადად ვრცელდება სასუნთქი წვეთებით, სიმპტომები ხშირად წააგავს გაციებას ან გრიპს, რაც ართულებს დიაგნოზის დასმას“ - გიორგი ფხაკაძე HMPV-ზე
პროფესორი, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და...
1736232674
ჰოროსკოპი„საქართველოში პოლიტიკოსის შვილს გაიტაცებენ, ან იქნება მისი სიკვდილი... ბანკზე თავდასხმა იქნება, ჩამოვარდება ვერტმფრენი“ - გოგა მანიას წინასწარმეტყველება
საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს ხოლმე. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთა...
1736229155
საზოგადოებაროგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში
7 იანვარს ქვეყნის მასშტაბით მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით აიწევს. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +14 - უმეტესად მზიანი სოხუმი +14 - უმეტესად მზიან...
1736226882
საზოგადოებარატომ აღვნიშნავთ შობას 7 იანვარს და ტრადიციები, რომელიც შობის დღესასწაულს უკავშირდება
ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს. VI საუკუნემდე ადამიანები იულიუსის კალენდრით ცხოვრობდნენ, რომელიც იმპერატორმა იულიუს კეისარმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 46 წელს შემოიღო, მაგრა...
1736196171
ჰოროსკოპი7 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ამ დღეს შეგიძლიათ განსაკუთრებით მომხიბვლელი იყოთ, ამიტომ შესაფერისი დროა რომანტიკული ნაცნობობისა და პ...