აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე საბერძნეთში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს

აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ათენის მერიის გენერალურ მდივანს ვასილის ბიკოსს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს კულტურულ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. ყურადღება გამახვილდა ერთობლივი კულტურული პროექტებისა და ფესტივალის ჩატარების, გამოფენების მოწყობისა და ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების განხორციელების საკითხებზე. ასევე, განიხილეს შესაძლებლობები სახელოვნებო ბანაკების ორგანიზებაზე საბერძნეთსა და საქართველოში, აჭარაში.
შეხვედრის შემდეგ ქართული დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს მერიის ისტორიული მუზეუმი.
შეხვედრას საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლევან ბერიძე, საელჩოს მრჩეველი ვარლამ ბაძაღუა, ათენის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციის პრეზიდენტი, ვორს ელერ ზორტფიროლსი და აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე ესწრებოდნენ.
ინფორმაციას აჭარის კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
1751035331
საზოგადოებაორბანმა ევროკავშირის ხელმძღვანელობა უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით შეუძლებელი დაპირებების მიცემაში დაადანაშაულა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის ხელმძღვანელობა უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით შეუძლებელი დაპირებების მიცემაში დაადანაშაულა. მისი თქმით, უკრაინის...
1751034450
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე: განვითარებად ქვეყნებში უფრო მეტი ბავშვი იბადება, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში, ასე რომ, ეკონომიკასთან პირდაპირ კავშირში ეს საკითხი არ არის
„როცა ვსაუბრობთ დემოგრაფიაზე, ეს არ არის მხოლოდ დემოგრაფიული აღწერა - რამდენი დაიბადა თუ გარდაიცვალა, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი. ქვეყანაში შობადობა დაბალია, ეს სამწუხაროდ ნამდვილად ასეა,...
1751030792
საზოგადოებაპრემიერი: ჰესებთან მიმართებაში დამკვიდრებული იყო შანტაჟის პრაქტიკა, გამოჰყავდათ ხალხი და წილში უჯდებოდნენ ინვესტორებს, ნებისმიერ მცდელობას, ხელოვნური დაბრკოლება შეექმნას სტრატეგიული ეკონომიკური პროექტებს, სახელმწიფო დაუპირისპირდება
ჰესებთან მიმართებაში აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკა იყო დამკვიდრებული, მათ შორის იყო შანტაჟის პრაქტიკა, როდესაც გამოჰყავდათ ხალხი და შემდეგ წილში უჯდებოდნენ კონკრეტულ ინვესტორებს, კონკრეტული ფაქტები ვი...
1751030682
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ვფიქრობთ სერიოზული რეფორმების გატარებას ენერგეტიკის სფეროში და ეს რეფორმები იქნება იმის გარანტია, რომ მივაღწიოთ თვითკმარობას, როდესაც გამომუშავება გადააჭარბებს მოხმარებას
ჩვენ ვფიქრობთ სერიოზული რეფორმების გატარებას ენერგეტიკის სფეროში და ეს რეფორმები იქნება იმის გარანტია, რომ მივაღწიოთ თვითკმარობას, როდესაც მოხმარებას გადააჭარბებს გამომუშავება, - ამის შესახებ საქართვე...
1751030254
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7236 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7242 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...