„აღნიშნული არის სრული სიცრუე“ - შემოსავლების სამსახური საქართველოში სომხური ტვირთების ბლოკირების შესახებ მედიასაშუალებებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გარკვეული მედიასაშუალებებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ საქართველოში სომხური ტვირთების (მათ შორის გაზპროდუქტების) „ბლოკირების“ შესახებ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აღნიშნავენ, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, უწყების დისკრედიტაციასა და თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის მცდელობას.

უწყებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა (გაზპროდუქტებით დატვირთული ავტომობილები) არ ასახავს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, მათ შორის ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებულ რეალურ ვითარებას:

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება გარკვეული მედია საშუალებითა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ მორიგ, დეზინფორმაციულ განცხადებას საქართველოში, სომხური ტვირთების (მათ შორის გაზპროდუქტების) თითქოს „ბლოკირების“ შესახებ და განმარტავს, რომ აღნიშნული არის სრული სიცრუე, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, უწყების დისკრედიტაციას და თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის მცდელობას.

აქვე განვმარტავთ, რომ გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში, განსაკუთრებულ/აქტიურ რეჟიმში ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების მიმართ ყველა საბაჟო პროცედურა, რათა შეუფერხებლად მოხდეს მათი გატარება. ამასთან, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟე ოფიცრები სრულ მზადყოფნაში არიან, 24-საათიან რეჟიმში, სწრაფად განახორციელონ, როგორც ფიზიკური პირების, ასევე, მსუბუქი და სამგზავრო ავტომობილების კონტროლის პროცედურები.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა (გაზპროდუქტებით დატვირთული ავტომობილები) არ ასახავს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, მათ შორის ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებულ რეალურ ვითარებას, სადაც ხანმოკლე დროის განმავლობაში, სატვირთო ავტომობილების მიმართ, არსებობდა მცირე შეფერხება, რომელიც სრულად იქნა აღმოფხვრილი. ბოლო ერთი წლის მონაცემებით, ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ორივე მიმართულებით, 364 670 სატვირთო ავტომობილის მიმართ განხორციელდა საბაჟო ფორმალობები.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, საბაჟო კონტროლის პროცედურები მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ამასთან, კიდევ ერთხელ, ჩვენი მოწოდებაა - ყველამ თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752695230

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე ევროკავშირის რეკომენდაციებზე: ქართველ ხალხს ვკითხოთ, უნდათ რაიმე იმის ხარჯზე, რომ საქართველოს, კრემლის საბჭოთა მითითებების მსგავსად, დღეს არა მოსკოვიდან, ბრიუსელიდან ასე თითები უქნიონ - ეს გააკეთეთ?!

ქართველ ხალხს ვკითხოთ, უნდათ რაიმე იმის ხარჯზე, რომ საქართველოს, კრემლის საბჭოთა მითითებების მსგავსად, დღეს არა მოსკოვიდან, ბრიუსელიდან ასე თითები უქნიონ - ეს გააკეთეთ?! - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „...

მამუკა მდინარაძე

1752694512

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა დარწმუნდა, რომ ეს ხალხი ომში ჩამრთველი არ არის. რაც არ უნდა ქნან, ჩვენში დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ომში არ ჩავერთვებით, გამორიცხული ამბავია

საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა დარწმუნდა, რომ ეს ხალხი ომში ჩამრთველი არ არის. რაც არ უნდა ქნან, ჩვენში დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ომში არ ჩავერთვებით, გამორიცხული ამბავია, - გა...

მამუკა მდინარაძე

1752693609

საზოგადოება

პროკურატურამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტელეკომპანია „მთავარ არხს“ ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა

პროკურატურამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტელეკომპანია ,,მთავარ არხს“ ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა, - ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რ...

მთავარი

1752691227

მსოფლიო

ზელენსკიმ შმიგალი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა დოკუმენტებს დენის შმიგალის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. „დილით შეხვედრა გვქონდა დენის შმიგალთან კონკრეტულად თავდაცვის საკ...

 შმიგალი

1752688899

მსოფლიო

დამასკოზე ისრაელის იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა

დამასკოზე ისრაელის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა და დაშავდა 34 ადამიანი. ინფორმაციას „ბიბისი“ სირიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციისთვის, 16 ივლისს ისრაელმ...

დამასკოდამასკო