მამუკა მდინარაძე: თორნიკეს რაც შეეხება, ვიღაცები ამბობდნენ მამუკას უახლოესი მეგობარიაო, მაგრამ არ არის ჩემი უახლოესი მეგობარი, არც უცხო არ არის ნამდვილად. ჩვენ ვმეგობრობდით კიდეც, თანაგუნდელები ვართ

თორნიკეს რაც შეეხება, ვიღაცები ამბობდნენ მამუკას უახლოესი მეგობარიაო, მაგრამ არ არის ჩემი უახლოესი მეგობარი, არც უცხო არ არის ნამდვილად. ჩვენ ვმეგობრობდით კიდეც, თანაგუნდელები ვართ და არ მინდა ვინმემ თორნიკეს ერთი წამით დაუკარგოს ის წლები, რომლის განმავლობაში დღე და ღამეს ასწორებდა ეს ადამიანი, რომ გუნდის საქმე და თავისი რეგიონის, აჭარის საქმე გაეკეთებინა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მას გულწრფელად მადლობა ეკუთვნის იმ გაკეთებული საქმისთვის, რაც ფორმალური არ ყოფილა არც პრემიერ-მინისტრის მხრიდან, არც გუნდის მხრიდან, როდესაც ის თანამდებობიდან გადადგა.

„თორნიკე რიჟვაძის სამწუხარო ამბავი მოხდა გაცილებით ადრე და სამი დღეა კამპანია დაიწყეს, რა ხდება? ეს არის შეკვეთილი, სიმართლე ეს არის. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ასეთი რაღაცები პიარული დაგეგმარების გარეშე ასე კოორდინაცია არ ხდება. აქედან „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. იქიდან ვიღაც ვითომ ჟურნალისტებმა. „ფეისბუქში“ ასეთი კამპანია მოაწყონ, შემთხვევით არ ხდება. მაინცდამაინც ამ ხალხს არ მინდა პასუხები გავცე და თავი გავუყადრო, მაგრამ ერთი რაღაც ყველამ რომ იცოდეს, იმ სახლში არასდროს ნამყოფი არ ვარ. იმ დღეს კი არა, არასდროს ნამყოფი არ ვარ. მასპინძელთანაც პირადი ნაცნობობა არ მაკავშირებს, მის ძმას ვიცნობ უფრო კარგად, შედარებით, რამდენჯერმე შევხვედრივართ სუფრაზე და ა.შ.

თორნიკეს რაც შეეხება, ვიღაცები ამბობდნენ მამუკას უახლოესი მეგობარიაო, მაგრამ არ არის ჩემი უახლოესი მეგობარი, არც უცხო არ არის ნამდვილად. ჩვენ ვმეგობრობდით კიდეც, თანაგუნდელები ვართ და არ მინდა ვინმემ თორნიკეს ერთი წამით დაუკარგოს ის წლები, რომლის განმავლობაში დღე და ღამეს ასწორებდა ეს ადამიანი, რომ გუნდის საქმე და თავისი რეგიონის, აჭარის საქმე გაეკეთებინა. არ შეიძლება ეს რომ დავუკარგოთ იმ ადამიანს და მას გულწრფელად მადლობა ეკუთვნის იმ გაკეთებული საქმისთვის, რაც ფორმალური არ ყოფილა. არც პრემიერ-მინისტრის მხრიდან, არც ჩვენი მხრიდან, როდესაც ის თანამდებობიდან გადადგა. ეს ერთი, ხაზგასმით.

მეორე, არცერთი ადამიანი, ამაზე პასუხს ვაგებ, არცერთი ადამიანი თორნიკეს, განსაკუთრებით იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც მათ მოიტანეს, ჯერ თვითონ დააბრალეს და შემდეგ ამ დაბრალებულზე თითქოს ჩვენ ვაბრალებდით და ამაზე პასუხს და რაღაცას ვთხოვდით. გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი არათუ მუქარა, არამედ რაიმე კატეგორიული საუბარიც კი მასთან არ ყოფილა. ეს მეორე.

მესამე, ახლა რაც შეეხება დაკვეთას. პრემიერმა, ბატონმა ირაკლი კობახიძემაც და მეც გამოვთქვით ეჭვი, რომელიც შეგვიძლია თამამად ვთქვა, რომ მხოლოდ გონივრული ეჭვი არ არის, ამას გარკვეული დასაბუთებაც აქვს, აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ შეეხება ჩვენი გუნდიდან წასულ ყველა ადამიანს ან მათ უმრავლესობას, მაგრამ მაინც რბილად ვიტყვი, რომ ზედმეტი გაუგებრობა არ შევიტანო, არსებობს გარკვეული ინფორმაციები, ეჭვი და ლოგიკაც, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ ხალხს ვიღაც ალაპარაკებს დაკვეთით. ამას შემთხვევით არ ვლაპარაკობ. ყველა მათ სიტყვაში არის დაზღვევა, ვიღაცები რაღაცისგან იზღვევენ თავს. მათ შორის, თორნიკეს საქმესთან დაკავშირებით. მე, მაგალითად, თუ ვიღაც მითითებად და ეკრანიდან მინიშნებად არ ჩამითვლის სამართალდამცავი ორგანოების მიმართულებით, მე რომ ვიყო სამართალდამცავი, დავინტერესდებოდი ასეთი გაცხოველებული აქტიურობით ამ მიმართულებით, გაღმა შედავების პრინციპთან ხომ არ გვაქვს საქმე“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752694512

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა დარწმუნდა, რომ ეს ხალხი ომში ჩამრთველი არ არის. რაც არ უნდა ქნან, ჩვენში დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ომში არ ჩავერთვებით, გამორიცხული ამბავია

საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა დარწმუნდა, რომ ეს ხალხი ომში ჩამრთველი არ არის. რაც არ უნდა ქნან, ჩვენში დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ომში არ ჩავერთვებით, გამორიცხული ამბავია, - გა...

მამუკა მდინარაძე

1752693609

საზოგადოება

პროკურატურამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტელეკომპანია „მთავარ არხს“ ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა

პროკურატურამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტელეკომპანია ,,მთავარ არხს“ ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა, - ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რ...

მთავარი

1752691227

მსოფლიო

ზელენსკიმ შმიგალი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა დოკუმენტებს დენის შმიგალის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. „დილით შეხვედრა გვქონდა დენის შმიგალთან კონკრეტულად თავდაცვის საკ...

 შმიგალი

1752688899

მსოფლიო

დამასკოზე ისრაელის იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა

დამასკოზე ისრაელის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა და დაშავდა 34 ადამიანი. ინფორმაციას „ბიბისი“ სირიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციისთვის, 16 ივლისს ისრაელმ...

დამასკოდამასკო

1752687764

საზოგადოება

მარიამ ლაშხმა და გიორგი გაბუნიამ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ პარლამენტის წევრებთან ერთად, გორის სახელმწიფო უნივერ...

მარიამ ლაშხ