არჩილ გორდულაძე ჰერჩინსკის განცხადებაზე: სამწუხაროდ, ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან დიპლომატიური სტანდარტების აბსოლუტური დარღვევით ხდება არა მხოლოდ შიდა საქმეებში ჩარევა, არამედ საზოგადოების მოტყუების მცდელობები

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკიგუშინდელი განცხადება „ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემშეაფასა.
„9 მაისს მოვისმინეთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ თურმე ის არასდროს ჩარევია ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და არასდროს გაუკეთებია განცხადებები, მაგრამ არ დაგვიწყებია, რომ 26 ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში მისი განცხადებები ხელს უწყობდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმატებას საპარლამენტო არჩევნებში. პირდაპირი მოწოდებები იყო. ასევე, ევროპული ფონდებიდან ფინანსდებოდა სხვადასხვა ღონისძიება, სადაც მონაწილეობას იღებდნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პარტიები და წინასაარჩევნო კამპანია იყო დაფინანსებული, ახლა ვისმენთ, რომ თურმე შიდა საქმეებზე განცხადებებს ვერ გააკეთებს. ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის.
სამწუხაროდ ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან დიპლომატიური სტანდარტების აბსოლუტური დარღვევით ხდება არა მხოლოდ შიდა საქმეებში ჩარევა, არამედ საზოგადოების მოტყუების მცდელობები“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ გააკეთებდა. არქივი, კი ინახავს დიპლომატის არაერთ პოლიტიკურ განცხადებებს თუ მოწოდებებს.
1746883331
საზოგადოებადეკანოზი საბა დათა თავაძის სპექტაკლზე: ეს სულიერი სიკვდილია, ამაზე უარესი აღარაფერი არსებობს
დეკანოზი საბა (ჭიკაიძე) ეხმიანება რეჟისორ დათა თავაძის სპექტაკლს, რომლის ფრაგმენტის გავრცელებას საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. როგორ დეკანოზი აღნიშნავს, ვინც ღმერთს აგინებენ ასე სახალხოდ, აშკა...
1746883054
საზოგადოებანათია თურნავა რეიკიავიკის საერთაშორისო ეკონომიკურ კონფერენციაში მონაწილეობს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა რეიკიავიკის ეკონომიკურ კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც ისლანდიის ცენტრალური ბანკის ორგანიზებით და ნორსვესტერნის უნივერსიტეტის საერთაშორისო მაკ...
1746882964
საზოგადოებალევან მახაშვილი: ევროპა იმიტომაც არის ჩვენი სახლი, რომ მის შექმნას ჩვენი წინაპრების გმირულმა თავგანწირვამ დაუდო საფუძველი - ამ ღვაწლის სათანადოდ დაფასებით და არა მისი შეგნებული დავიწყებით არის ევროპა ევროპული
ევროპა იმიტომაც არის ჩვენი სახლი, რომ მის შექმნას ჩვენი დიდი პაპა-ბებიების, ჩვენი წინაპრების გმირულმა თავგანწირვამ დაუდო საფუძველი, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის...
1746878531
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: შიდა საქმეებში ჩარევა, ეს არის ის მახასიათებელი, რომელიც სამწუხაროდ ბრიუსელმა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში დიდი ოდენობით შეიძინა
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკი გუშინდელი განცხადება „ქრონიკასთან“ შეაფასა. „როცა შენს საქმეში ერევიან, მათ შორის ჰერჩნსკი, როცა გამოწვე...
1746878457
საზოგადოებამათიკაშვილი გუშინდელ აქციაზე: 2 ათას კაცზე მეტი ვერ შეაგროვეს, რადგან ლოზუნგად არის ქცეული ტერმინი „ევროპა“ - საზოგადოებამ კარგად იცის, რასაც რადიკალები ევროპის სახით სთავაზობენ, ეს არ არის ევროპული ღირებულებები
დავით მათიკაშვილმა გუშინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით კომენტარი „ქრონიკასთან “გააკეთა. როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ პროპაგანდისტული...