„ჩვენო საყვარელო ფეხბურთელებო, ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი, ღმერთმა მოგვმადლოს ერთობა“ - ილია მეორე
„საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ გულითადად ვულოცავთ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელით ღირსეულ გამოსვლას“, - ამის შესახებ აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მილოცვაში.
„ამ ფაქტმა, შეიძლება ითქვას, მოიცვა მთელი ქვეყანა და ხალხს განსაკუთრებული სიხარული მოანიჭა, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მსოფლიოს წინაშე ღირსეულად წარმოჩნდა საქართველო და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც პატივისცემით განეწყვნენ.
გილოცავთ და გლოცავთ, ჩვენო საყვარელო ფეხბურთელებო. ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი.
ღმერთმა მოგვმადლოს ერთობა და ქვეყნისთვის ფრიად მნიშვნელოვანი სხვა დიდი გამარჯვებები“, - აღნიშნულია პატრიარქის მილოცვაში.
1720111230
ახალი ამბებინაკრების წევრებმა ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან” 30 მილიონი ლარი პრემიის სახით უკვე მიიღეს
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრების წევრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნად „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისგან, ბიძინა ივანიშვ...
1720110975
ახალი ამბები„ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მოქალაქეებს საჩუქრად საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფასო სამგზავრო ბარათებს გადასცემენ, რაც სიცრუეა“ - თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელ ფეისბუკში სხვადასხვა გვერდის სახელით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მოქალაქეებს საჩუქრად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთწლიან უფასო სამგზავრო ბარათებს გადა...
1720109457
საზოგადოება„სიცხის ტალღა გავლენას მოახდენს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, მისი კულმინაცია ხვალ დასავლეთში, ზეგ კი აღმოსავლეთში იქნება“ - რას წერს კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე წერს. მისი თქმით, 4-5 ივნისს სიცხის ტალღა გავლენას ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მოახდენს, რის გამოც საზოგადოებას მოუწოდებს, რ...
1720104231
ახალი ამბები„მატადორი“ - ილია თოფურიაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს
UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას ცხოვრებაზე მადრიდში დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, რომელიც მაყურებელს Filmax Takes International-ს გამოფენაზე უკვე აჩვენეს. ფილმის სახელია „მატადორი“, რომლ...
1720101061
საინტერესო ამბები„თუ ზომები არ მიიღეს, შესაძლოა, ფრინველის გრიპი ადამიანიდან ადამიანზე გადავიდეს და მსოფლიო ახალი პანდემიის წინაშე აღმოჩნდეს“ - Bild
„ყოველწლიურად ფრინველის გრიპი სულ უფრო მეტ ქვეყანაში ჩნდება და მუტაციას განიცდის. თუ ზომები არ მიიღეს სავარაუდოა, რომ მომავალში ის შეიძლება ადამიანიდან ადამიანზე გადავიდეს და მსოფლიო ახალი პანდემიის წ...