„ფეხბურთიდან ნამდვილად არ მივდივარ“ - გურამ კაშია

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას განცხადებით, ფეხბურთიდან წასვლას არ აპირებს.

ფეხბურთელი ქართველ ქომაგებს თანადგომისთვის მადლობას უხდის.

„ძალიან დიდი მადლობა უნდა ვუთხრა ქართველ ხალხს, რომელმაც ასეთი სიყვარული, სიამოვნება გვაჩუქა - მთელი ცხოვრება გვემახსოვრება ფეხბურთელებს. მიხარია, რომ საქართველოს ასეთი პატრიოტი ხალხი ჰყავს, ასე უყვართ თავიანთი ქვეყანა, როგორც ჩვენ, ფეხბურთელებს. მგონია, რომ თითოეულმა ადამიანმა თავისი წვლილი ჩადო ამ წარმატებაში და ვფიქრობ, ეს არის ყელა ქართველის წარმატება. მართლა ისე ვგრძნობთ ფეხბურთელები თავს, რომ თითქოს ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დავბრუნდით. ხალხს იმედი დაუბრუნდა და იმედია, რომ ეს ყველაფერი დასაწყისი იქნება.

ნამდვილად არ მივდივარ, იმიტომ, რომ მინდა და მიხარია ფეხბურთის თამაში. ამიტომ ფეხბურთიდან წასვლას არ ვაპირებ", - განაცხადა გურამ კაშიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ესპანეთთან ანგარიშით 4:1 დამარცხდა. მანამდე, ქართველმა ფეხბურთელებმა პორტუგალიის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვებით შეძლეს ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე გადასვლა.

ცნობისთვის, ეს საქართველოსთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი იყო.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1720361610

საზოგადოება

„ვეძიოთ სასუფეველი ღვთისა და მოვიპოვოთ სიმდაბლე, რამე თუ ღმერთი მხოლოდ მდაბალთა აძლევს მადლს“ - მეუფე შიო

„ღმერთმა აკურთხოს ჩვენი ძალისხმევა, რომ... ვიყოთ წმინდა და ჩავწვდეთ ცხოვრების ერთადერთ უმთავრეს მიზანს - ვეძიოთ სასუფეველი ღვთისა და მოვიპოვოთ სიმდაბლე... რამე თუ ღმერთი მხოლოდ მდაბალთა აძლევს“, - ამი...

მეუფე შიო

1720358266

საზოგადოება

ლიანა ისაკაძე მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

ქართველი მუსიკოსი, მევიოლინე, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი ლიანა ისაკაძე მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. ლიანა ისაკაძის სამოქალაქო პანაშვიდი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის...

ქართველი მუსიკოსი, მევიოლინე, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი ლიანა ისაკაძე მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

1720354774

მსოფლიო

„თვალსაჩინოა, რომ თანამედროვე სამყაროში დემოკრატია კარგ მდგომარეობაში არ არის“ - რომის პაპი

„თვალსაჩინოა, რომ თანამედროვე სამყაროში დემოკრატია კარგ მდგომარეობაში არ არის“, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა. რომის პაპმა იტალიის ქალაქ ტრიესტში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოს...

იტალია

1720349816

ახალი ამბები

გიორგი ამილახვარი ფეხბურთელების მიმართ კრიტიკაზე: „ნაცმოძრაობა“ რის „ნაციონალური მოძრაობაა“, თუ ფსკერზე არ დაეშვა და ასეთ დროსაც არ იკადრა უკადრებელი

„ჩვენს გმირ ფეხბურთელებს, რომლებმაც ქვეყანა გააერთიანეს, აბულინგებენ“, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.  მისი თქმით, ივანიშვილისგან ყველა მიჩვეულია მსგავსი მასშტაბის ქ...

გიორგი ამილახვარი

1720346957

სოციალური მედია

„მადლობა ჩემთვის ყველაზე რთულ დროს თანადგომისთვის, ხელის გამოწვდისთვის, ნდობისთვის, სიყვარულისთვის, რჩევებისთვის, გამბედაობის შთაგონებისთვის“ – ნიკოლოზ რაჭველი ლიანა ისაკაძეზე

მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა, მას დღეს 7 ივლისს მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. ნიკოლოზ რაჭველი ლიანა ისაკაძეს ემშვიდობება. კომპოზიტორი მას მად...

 – ნიკოლოზ რაჭველი ლიანა ისაკაძე