დავით ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე: არასოდეს ყოფილა მოწოდება შეიარაღებული დაპირისპირებისა. ახლა რომ არის მოლოტოვის კოქტეილს თუ ისვრი, გახდები გმირი - ეს იყო მიუღებელი, არც გაგვიკეთებია

„როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ [ნაციონალური მოძრაობა], მათი გაცხადებული რეჟიმი, დღის წესრიგი იყო, რომ სამართლიანობა ყოფილიყო, ბიუჯეტი გაიზრდებოდა, უკეთეს პირობები იქნებოდა და რა მივიღეთ?! გაგახსენებთ რამ გამოიწვია საზოგადოებაში ასეთი მზარდი დაპირისპირება ამ რეჟიმთან მიმართებაში“,- ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, დავით ლორთქიფანიძემ, განაცხადა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2011 წლის 26 მაისის დარბევის საქმე განიხილება.
დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ისეთ ნაბიჯები გადადგა, რომელიც ქართველი ერისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, აკადემიკოსთა და ზოგადად ასაკიანი ადამიანების უპატივცემულობა, სისხლიანი დარბევები, ბიზნესის რეკეტი.
„პირველი რაც გააკეთეს გახსოვთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოსები გამოკეტეს აუდიტორიაში, პირდაპირი მნიშვნელობით ჩაუკეტეს კარები და გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ. კინაღამ დაიხოცნენ ადამიანები სუნთქვის უკმარისობით. პროფესურას, რომ ასე მოექცევი ადამიანები ამას აღიქვამდნენ, ხედავდნენ და ეს ყველა ადამიანი იქიდან წამოსულები, რუსთაველზე იყვნენ აქციის ორგანიზატორები, აქციებში იღებდნენ მონაწილეობას. იგივე ბიზნესი, მიადგნენ ბიზნესებს, მოგეხსენებათ, სადაც კი ხელი მიუწვდებოდათ ყველას ყველაფერს ართმევდნენ.
ჩვენს საახლობლოს ჰქონდა „ბიდარა და ნავროზა“ წყალი არის , რომლითაც მარაგდება გუდაურის კურორტი. 25 წლიანი ლიცენზია ჰქონდათ, ვიღაცას არ მოეწონა და მოგონილი მიზეზით, მერის მოადგილეს თუ გამგებელს დააწერინეს და ეს ლიცენზია ჩამოართვეს მეპატრონეს. ვანის რაიონში დავიბადე და გავიზარდე, 29 ჰექტარი ქალაქის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ჰქონდა საძოვარი, პირუტყვისთვის ერთ დღეს მივიდნენ და უთხრეს რომ ეს საძოვარი აღარ არის თქვენიო. დარჩა 3 000 ოჯახი პირუტყვით ეზოში. ანუ ყველა ოჯახი გაწირეს შიმშილისათვის. 1 000-ზე მეტი სკოლა ადგნენ და გაყიდეს, ოფისებს აკეთებდნენ თავისას იქ. ეს ყველაფერი ემატებოდა და იზრდებოდა.
7 ნოემბერს რაც აქ ჩაიდინეს 50 კაცი იყო დილით რუსთაველზე დაესხნენ თავს გაუგებარი ფორმირების ადამიანები და მე მახსოვს მაშინ წარმოუდგენელი ამბავი ხდებოდა, ბესიკის ქუჩაზე მოგვდევდნენ სპეცრაზმელები ჩხუბით. აი ამას აკეთებდნენ და რა გასაკვირია, რომ ქართველ კაცს გაუჩნდებოდა პროტესტის გრძნობა. ეს დაგროვდა, დაგროვდა და მივიდა იქამდე, სადამდეც მივიდა“, - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.
დავით ლორთქიფანიძის თქმით, ოპოზიციურად განწყობილ სპექტრში, არასოდეს ყოფილა მოწოდება შეიარაღებული დაპირისპირებისა, განსხვავებით დღევანდელობისა, როდესაც მოლოტოვის კოქტეილს თუ ისვრი, გახდები გმირი და პოლიციას მიაყენებ შეურაცხყოფას, იქნები განსაკუთრებული , მათთვის ეს ყოველივე მიუღებელი იყო.
„ხაზს ვუსვამ, რომ არასოდეს ოპოზიციურად განწყობილ სპექტრში, არასოდეს არ ყოფილა მოწოდება შეიარაღებული დაპირისპირებისა და მით უმეტეს, ახლა რომ არის გაფეტიშებული, თურმე მოლოტოვის კოქტეილს თუ ისვრი გახდები გმირი და პოლიციას მიაყენებ შეურაცხყოფას იქნები განსაკუთრებული ადამიანი და ტელეეთერიდან არ ჩამოგიყვანენ პარტიული ტელევიზიებიდან კვირების განმავლობაში ეს იყო მიუღებელი, არც გაგვიკეთებია“, - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.
1747651578
საზოგადოებადავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: ერთი მუჭა მოღალატეები და შულავრის კომიტეტები სამწუხაროდ ყოველთვის იყო საქართველოში
ერთი მუჭა მოღალატეები და შულავრის კომიტეტები სამწუხაროდ ყოველთვის იყო საქართველოში, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ოჯახის სიწმინდისა...
1747650383
საზოგადოებანათია თურნავა: ეროვნულ ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობა დადებითი და პარტნიორულია
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში სებ-ის 2024 წლის ანგარიში წარდგენისას, ეროვნული ბანკის საერთაშორისო თანამშრომლობის როლზე ისაუბრა და მეოთხე მუხლის პროგრამის ფარგლებში...
1747648082
საზოგადოებასოზარ სუბარი: ადამიანმა, რომელიც 2011 წლის 26 მაისს იქ იდგა, მომწერა, რომ კიდევ ერთი ადამიანი, ნოდარ ცხადაძე ზესტაფონიდან, ქაშვეთის ტერიტორიაზე ჩაქოლეს იმ ღამეს და მოწმეებიც გვყავს, რომლებიც ამას დაადასტურებენო
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა სოზარ სუბარმა, 2011 წლის 26 მაისის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, დარბევის ღამეს ქაშვეთის ტერიტორიაზე, კიდევ ერთი ადამი...
1747647576
საზოგადოებაგია ბურჯანაძე 2011 წლის 26 მაისზე: კინოთეატრ „რუსთაველში“ ხალხი ჰყავდათ ჩაყრილი რიგებს შორის და დარბოდნენ ამ ხალხზე. „ნინოს რა?!“ და ვინც არ იტყოდა, ურტყამდნენ
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2011 წლის 26 მაისს მომხდარ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს განიხილავენ, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, მსა...
1747646957
საზოგადოებაგია ბურჯანაძე: 26 მაისის დარბევას უფრო მეტი ადამიანი შეეწირა. ეგეთი იყო ლექსო ფორჩხიძე, რომელსაც იმდენი ურტყეს, რომ რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. ერთმა 26 მაისიდან ერთ კვირაში თავი ჩამოიხრჩო. კიდევ რამდენი იყო ეგეთი შემთხვევა
„რატომღაც ასე დამკვიდრდა, რომ მარტო ნიკუშა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი დაიღუპნენ იმ ღამეს. მინდა გითხრათ, რომ 26 მაისის დარბევას უფრო მეტი ადამიანი შეეწირა“, - განაცხადა გია ბურჯანაძემ პარლამენტის დრ...